01 December 2015

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ამ ვერსიის სარწმუნოობას ისიც ამყარებს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.
ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა.
ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა თვალები ფართოდ, სწორედ აქაური მოვლენაა პროტესტანტული რეფორმაცია და განმანათლებლობა. ეს სწორედ ის კულტურაა, რისკენაც ასე მიგვიწევს გული.
გამოდის, ბერძნებმა კი არ დაამახინჯეს, არამედ - წინასწარ განჭვრიტეს, რა მოხდებოდა ჩამავალი მზის ქვეყანაში. მეტიც, სწორედ ბერძნების მიერ გაგებული “ერებ” იქცა ნამდვილ ევროპად: ღამედ, რომელიც სინათლით მოიფინა, ღამედ, სადაც იძლია სიბნელე, სადაც ადამიანმა გაიღვიძა, თვალი ფართოდ გაახილა, საკუთარი თავი შეიცნო და ღმერთი დაინახა.
ჰომეროსის აქილევსმა მის პროპოტიპს აქაც აჯობა.

01 August 2015

ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება!

გუშინ სასამართლომ აღიარა, რომ პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ამით პასუხი გასცა იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების შესრულებით! თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მოწმედ დაბარებული ყველა პოლიციელი მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ მათ ჩემი გადაადგილების აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ! დროა ყველამ - პოლიტიკოსებმაც, პოლიციელებმაც და მოსამართლეებმაც ისწავლონ, რომ უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით!

არ შევეგუებით სახელმწიფოს უმოქმედობას, არ შევეგუებით სასამართლოს უპრინციპობას, არ შევეგუებით არაპროფესიონალიზმს სადაც უნდა იყოს ეს - პოლიციაში, ჯარში, სასამართლოში, განათლების სისტემაში თუ ეკონომიკაში. ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება! ჩვენ არ ვართ მაჩანჩალები და არც არავის მათხოვრები, რწმენით, ცოდნითა და შრომისმოყვარეობით, ჩვენი ხელით შევქმნით საკუთარ მომავალს!

გუშინ ერთი ძალიან სასიამოვნო ამბავიც იყო - ჩვენი მომავლიდან მოვლინებულ კიდევ ერთ ადამიანს შევხვდი - ესაა ჩემი 23 წლის ადვოკატი, დავით კაკოიშვილი - ძალიან გონიერი, თავისი საქმის პროფესიონალი და უაღრესად ნათელი ადამიანი. მადლობა მის მშობლებს და მის თავისუფალ უნივერსიტეტს ასეთი მომავლის აღზრდისთვის! ყველა რეიტინგით საუკეთესო ქართული იურიდიული კომპანია BGI Legal, რომელსაც დავითი დღეს წარმოადგენს, ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზეა - საუკეთესო ახალგაზრდა პროფესიონალები კომპანიის ყურადღების მიღმა არ რჩებიან

31 July 2015

WHO WOULD ASCEND ON GEORGIA’S OLYMPUS

(WILL A NEW GENERATION COME TO RULE A NEW NATION)


Cronus has never handed his power to heirs, just as never did his father Uranus. Transition happened, however, thanks to an asylum on a faraway island, and to someone who dared resistance to incumbent autocrat. Zeus did not win alone. Great Mother Earth opened her gates to free the titans and help new generation shine and prosper.

Principal difference from older gods became clear: new divine forces organized the universe and shared spaces to reign: dark forces got darkness, waters were taken to waters, forces of light got skies and daylight. Myriads of other goddesses and gods, nymphs and daemons shared universe to rule. The era of humanity and civilization hence commenced, myth died, and it became literature, architecture, philosophy and science, laws and states, education and organization.

Unlike post-Cronus Ancient Greece, “age of mythology” would still describe Post-Soviet Georgia’s reality better than any political theory. You have forces of darkness, and forces of light – culture forces, not of civilization. Heroic leaders prevail ratio; whoever wins, wins cultural domination. Hierarchic ethos does not tolerate difference; earth is as plain as leader’s sight; wisdom – absent; Civilization – just not out there.

Meanwhile, a new divine kid is being raised by a new Amalthea – the West. He is not a hero, but the light itself. It is growing, expanding and occupying hills and plains, streets and houses of a new nation, living in social networks and in highland villages, schools and universities, and expanding without any pre-planned schedule and without a ruler. It’s light, stemming from its main source – the West, and coming through western universities, internships, business contacts, and various traditional and social media.

A new reality of Georgia includes new young leaders elsewhere, including in the regions – something never seen before in that environment. These are young people who do not just obey the bosses in the capital, but act with their shared beliefs and their own agendas – in politics, in social affairs, in business and in education domain. They have vision and energy, and they are better professionals than their seniors, and their daily struggle is based on vision and leadership and horizontal ties and responsibilities that has nothing to do with an old-style “nomenklatura” politics, evil or kind-hearted demiurges, or even with some single brilliant visionary manager. A nation is commencing, a new kid is about to take on the country’s political Olympus.

Yet, what they still lack is a clear new message, new idea, a logos, an established trend, a wide functioning consensus that future belongs to a new generation. They still need a leader among equals who would breakthrough, make titans move waters and pave road for their own future. This is not going to be simply “new faces” on an old canvas. This is going to be a new force, a new canvas, a new reality that will make Georgia fetch a new miracle in its future, and follow it as to some new religion, leading to literature, architecture, philosophy and science, law and a state, and education and organization.

But little happens without titans’ help. They, forces of light themselves, who have once been thrown into Tartarus by an evil god Cronus, must listen to their mother Earth, come together and overthrow an ugly tyrant who is barring the way to light, which is coming.

Light will emanate anyway. Let only the source live long. Next inhabitants of Georgian Olympus is a new generation who grew up in freedom and got exposed to Western values not in singles, but in masses. This is going to be a team of likeminded civilized leaders, not a mix with darkness in their backstage. Georgia’s got very bright future and it is coming now. Based on its internal forces and while energetically returning to its civilizational home, Georgia is building a bridge to civilization, and preparing to shed lights around the region – just as it was once named a beacon of freedom and democracy…. It was not an erroneous alias, it is holding its truth, and further evolving…

Andro Barnovi
Chair, Saakashvili Presidential Library
Founder, Movement for Independence and EU Integration
Former: Head of the Administration of the President of Georgia; Governor of Shida Kartli Region; Dean of Social and Political Sciences; Deputy Defense Minister; Rector of National Defense Academy;

23 July 2015

well, თუ მართლა კარასინია ჩვენი ბატონი...

კარასინის დავალების შესაბამისად, ივანიშვილი პოლიციას უკანონოდ სთხოვს, რომ რამე რეაგირება მაინც მოახდინონ ხურვალეთში ჩემს მიერ გამოთქმულ მკაფიო პროტესტთან დაკავშირებით. შედეგად ვიღებთ აი ასეთ არაპროფესიონალურ წერილებს, რაც შეურაცხყოფს პოლიციის ღირსებას, შეურაცხყოფს საზოგადოებას და ანგრევს ძირითად ღირებულებებს, რასაც ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ივანიშვილი აიძულებს პოლიციას, ებრძოლოს საკუთარ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთავრობის უნიათობას აპროტესტებენ, მთავრობას კი რუსებზე მადლობას ახდევინებს, რომ თურმე ისინი „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“.

*** 
დღეს მომივიდა წერილი, რომლითაც შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო მთხოვს 24 ივლისს გასაუბრების მიზნით მივიდე „სამმართველოს წარმოებაში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გორის რაიონის სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 16 ივლისს მომხდარ ინცინდენტს.

წერილში ბევრი რამ არის საყურადღებო.

1)     ბლანკზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 8 (270) 7-37-06. რამდენიმე წელია, ამ ნომერზე დაკავშირება შეუძლებელია, კოდები შეიცვალა! როგორც ჩანს, ჩვენი რეფორმირებული შსს ისეთ კარგ ფორმაშია, რომ დღემდე ვერ მოახერხა, ეს ელემენტარული ცვლილება განახორციელოს და ბლანკზე სწორი ნომერი დაწეროს. მოკლედ, უნდა იყოს: 0-370-27-37-06

2)     „კანონი პოლიციის შესახებ“ (21.3) პირდაპირ ამბობს, რომ „მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია." დასახელებულ წერილში ასეთი არაფერი წერია, რაც მინიმუმ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს, რომ არაფერი ვთქვათ კანონის დარღვევაზე.

3)     ამავე კანონის მიხედვით, პოლიციას უფლება აქვს, გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ:
  • არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება;
  • ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.

ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილია. ჯერ ერთი, თავად ის ფაქტი, რომ 16 ივლისის ინცინდენტთან დაკავშირებით პოლიციაში რაღაც მასალები არსებობს, თავისთავად უნდა მიანიშნებდეს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს შესაძლო დანაშაულის ფაქტზე. საქართველოს პოლიციისთვის ეს ცალსახად უნდა იყოს ოსებისა და რუსების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე ე.წ. „სასაზღვრო“ ბანერის განთავსება.

შესაბამისად,პოლიციას ჩემთან გასაუბრება უნდა სურდეს იმ ეჭვით, რომ მე მათ შეიძლება დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო ამ დანაშაულის ჩამდენთა შესახებ.

სამწუხარო და საოცარი აქ ისაა, რომ ეს დანაშაული ჩუმად არ მომხდარა. ვინმე გაზაევი და რამდენიმე ნიღბიანი რუსი ღიად გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ჯერ ბანერი განათავსეს, შემდეგ კი ჟურნალისტების მიერ აღმართული დროშა კამერების წინ ჩამოხსნეს და მუქარებიც არ დაგვაკლეს.

ნიღბიანი რუსების სახელები არ ვიცი, თორემ პოლიციას აუცილებლად განვუცხადებდი. გაზაევს კი თავადაც იცნობენ. რას ელის პოლიცია ჩემგან?

ერთი წამითაც არ მინდა დავუშვა, რომ საქართველოს პოლიცია კარასინის დავალებას ასრულებს და დევნის პროცედურებს იწყებს იმ პირთა მიმართ, ვინც რუსების აღვირახსნილობასა და მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებს. თუ, იქნებ, სწორედ ეს უნდა დავუშვათ?

ანუ, უნდა დავუშვათ, რომ პოლიციას კითხვები აქვს იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ გაბედა ჩვენი ქვეყნის მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება? თუ მე რატომ ვაპროტესტებ ხელისუფლების უმოქმედობას??

ამავე კანონის მიხედვით, პირს უნდა განემარტოს პოლიციაში მიწვევის საფუძველი. როგორც ხედავთ, ამ წერილში მხოლოდ ზოგადი ფრაზაა იმის შესახებ, რომ გასაუბრება სურთ 16 ივლისის ინციდენტის შესახებ არსებულ მასალებთან დაკავშირებით. ეს არ არის განმარტება. დამნაშავე რუსებს და ოსებს ეძებთ? თუ ქართველ ჟურნალისტებზე გინდათ ჩემგან ინფორმაცია? აბა მე იქ რისთვის ვიყავი, ეგ თავადაც იცით და შეგიძლიათ იმოქმედოთ კანონის სრული დაცვით! გინდათ, სრული ჩანაწერი გამოგიგზავნოთ? ჩემს ფეისბუქის გვერდზე შეიხედეთ, იქაა ყველაფერი.

მოკლედ,თუ პოლიციის მიზნები ამ შემთხვევაში ლეგიტიმურია, ანუ თუ პოლიცია ელის, რომ მე გაზაევისგვარი უნდა დავასახელო კიდევ ერთხელ, მაშინ ალბათ ჩემს ჩასვლას აზრი არა აქვს, მითუმეტეს,რომ ეს გვარი ყველამ კარგად იცის, მე კი ვიღაცის არაკომპეტენტურ ხუშტურებზე აქეთ-იქითსირბილის არც სურვილი მაქვს და არც - ვალდებულება.

თუმცა, კონტექსტის გათვალისწინებით, იძულებული ვარ დავუშვა, რომ პოლიციის მიზნები ამ შემთხვევაში სულაც არ არის ლეგიტიმური. ამ შემთხვევაში კი ვითხოვ, რომ მათ გასაგებად დააკონკრეტონ - რა მასალებს აგროვებენ, კონკრეტულად რა შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით აწარმოებენ მოკვლევას და რასთან დაკავშირებით უნდათ საუბარი?

იმიტომ რომ, თუ საქართველოს პოლიცია წესრიგისა და კანონიერების დაცვის ნაცვლად, ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ცხოვრების წესის დაცვის ნაცვლად და ჩვენს ტერიტორიებზე კრიმინალური ჯგუფების პარპაშის აღკვეთის ნაცვლად, ვიღაც გამყიდველი პოლიტიკოსების ყურმოჭრილი მონა გახდა, ეს უნდა ვიცოდე და მაშინ ალბათ ნამდვილად ექნება ჩემს ჩასვლას აზრი. თუმცა ეს იქნება ჩემი და საზოგადოების გასაუბრება მათთან, და არა მათი - ჩემთან!

დაბოლოს, ვიტყვი იმას, რაც ყველამ იცის: ნამდვილად არაფერს ვერჩი კონკრეტულ პოლიციელებს და არც პოლიციას ზოგადად. მითქვამს და ვიმეორებ - ეს ადამიანები წლების განმავლობაში იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისათვის და მომავალშიც ასე იქნება. მალე მოვა დღე, როდესაც ჩვენ ყველა ისევ ერთად ვიდგებით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალის შენებისათვის. მე ვერჩი იმ ხელისუფლებას და მის არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს, რომელიც კარასინის ინსტრუქციებით ცხოვრობს, რომელიც რუსებს მადლობას უხდის, რომ „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“ (!!!), რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს - პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ჟურნალისტებს, ბიზნესმენებს, ხელოვანებსა თუ მეცნიერებს არ უტოვებს შანსს, რომ ღირსეულად იცხოვრონ და ქვეყანა აშენონ. მე ვერჩი სიბნელეს, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში დაიბუდა. ვიბრძვი და ვიბრძოლებ სინათლის დასაბრუნებლად!

24 January 2015

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის. 

ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია. 

ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება გაერთიანდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ ასეთი დენომინატორი უბრალოდ არ აქვთ. მათ ვერ ეტყვის მექსიკა, რომ თუ რამე არ მოწონთ, სახელწიფო უნდა დაამხონ, მათ მექსიკა ალტერნატივას ვერ შესთავაზებს, მას უბრალოდ არ და ვერ აღიქვამენ ალტერნატივად, მექსიკა ვერ გახდება მათი დენომინატორი. 

ამიტომ, დრონების, ვირთხების, ზღაპრებისა და ზღარბების წინააღმდეგ მებრძოლნი პოლიტიკოსობას არასოდეს ეცდებიან, ასეთი სივრცე ამერიკის პოლიტიკაში უბრალოდ არ არსებობს. ეს ხალხი ვერასოდეს გაერთიანდება საერთო იდეით, რადგან ვირთხა, დრონი, რელიგია და ზღარბი ერთ სივრცეში ვერასოდეს ხვდება. 

ეს მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა არსებობს ისეთი საერთო მნიშვნელი, რომელიც გეუბნება - მე ვარ, რომელიც ვირთხას და რელიგიას ერთ სიბრტყეში ვხედავ, რადგან ჩემთვის მთავარია, დაამხო ის, რაც დღეს გაერთიანებს და გაერთიანდე ჭაობში, სადაც დრონი და მარიხუანა ერთი ჯანდაბაა. 

ასეთია ამერიკა. ეს კი საქართველოა და ჩვენ კი გვყავს ასეთი დენომინატორი. ეს რუსეთია, რომელიც ერთად უყრის თავს ვირთხების, ზღაპრების, ზღარბების, მაშხალებისა და მცენარეების მოყვარულთ. "ებრძოლეთ სახელმწიფოს და ჩემი ჭაობის სრულუფლებიანი ნაწილები ხართ" - ესაა რუსეთის მოწოდება და "მომხიბვლელობა". ამიტომ, ვირთხების, ზღაპრების, ზღარბებისა და მაშხალების მოყვარულნი იქ მყუდრო სავანეს პოულობენ - სოციალურ სტატუსსაც პოულობენ და ებრძვიან საკუთარ სახელმწიფოს, რადგან ეს უკვე აღარაა ის ჭაობი, სადაც ისინი მყუდროდ ბინადრობენ. ისინი ჭაობის ჯარისკაცები არიან, ჭაობის გენერლობისკენ რომ მიიწევენ. თუმცა რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო ეფლობიან. ესაა მათი საერთო მნიშვნელი. მთავარია, დანარჩენები ჭაობის ყროლმა არ დაგვახრჩოს, სანამ ბოლომდე დაიძირებიან. მალე მაინც დაიძირონ.

23 January 2015

მივმართავ საზოგადოებას: დიდ საფრთხეს გვიმზადებენ

პერსონაჟთა კომიკურობის მიუხედავად, თავად ეს კამპანია, რომელშიც მონაწილეობენ ამაშუკელი, ინაშვილი და თარხან-მოურავი, ბურჯანაძე, კორკოტაშვილი და ძმანი მისნი, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს: 

როგორც ჩანს, ივანიშვილი დარწმუნდა, რომ "ქართული ოცნება" ლეგიტიმაციას მალე სრულად დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობას წერტილი დაესმება.

თუმცა, მან ნახა "გამოსავალი" - გაააქტიურა უბნელესი ძალები, რომელთაც ამოცანად დაუსახა ერთის მხრივ - არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები (რადგან ვინც გადააგდებს ხელისუფლებას, სათავეშიც ის მოვა), მეორეს მხრივ კი - აგრესიის კვლავ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე გადატანა.

ანუ, ივანიშვილს სურს, რომ ხელისუფლება შეცვალოს კვლავაც მის მიერ მართული ძალებით, საზოგადოების უკმაყოფილების ვექტორი კი კვლავაც სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობისაკენ მიმართოს. ცხადია, ის არას დაგიდევთ, რომ მის მიერ ხელდასხმული უბნელესი ძალები ქვეყანას საბოლოოდ მოუთავებენ ხელს.

სცენარი ასე გამოიყურება: ასავალ-დასავალის, სტუდია ობიექტივის და მათი მსგავსი "მედია საშუალებების" მიერ ინტენსიურად ხდება საზოგადოების გარკვეული სეგმენტის მობილიზება პერმანენტული აქციებისთვის. მათ პროტესტი უნდა გამოუცხადონ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ნაციონალების სათანადო დასჯა ვერ მოახერხეს. არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ მომიტინგეთა მობილიზებაში დიდი ფულიც აქტიურად მონაწილეობს.

ძალიან საეჭვოდ, არეულობის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება ჩვენი საზოგადოებისთვის წარმოუდგენელი სისასტიკით და მართლაც საზარელი სცენარით ჩადენილი მკვლელობა, როდესაც შვილის საფლავს მამა დააკლეს.

თუმცა, საჯაროდ არავის გამოუთქვამს ეს ეჭვი - ხომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ახალი არეულობების ინსპირატორებსა და ამ მკვლელობას შორის? ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს საწყალი ბავშვის, ბარბარა რაფალიანცის, ისტორია, რომელიც ქართული ოცნების ყველა ფრთამ სარფიანად გამოიყენა და შემდეგ ეს საქმე გამოუძიებელი დაადგეს? არ არის უცნაური, რომ ეჭვსაც კი არავინ გამოთქვამს დღეს?

ამჟამად ზიზღის მთელი კამპანია მიმართულია ეფემერული "მკვლელი ნაციონალების" წინააღმდეგ იმის მიუხედავად, რომ არც ფაქტობრივად და არც ლოგიკურად არათუ მტკიცებულება, ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობაში "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები დაინახოს ვინმემ.

ამასობაში, არსებულ ხელისუფლებასა და ქაოსის ინსპირატორებს შორის ახლო კავშირები არც იმალება. მაგალითად, ამ დღეებში პატივცემული ამაშუკელის ქალიშვილი კულტურის სამინისტროს თანამდებობის პირი ხდება... როგორც ჩანს, მამას შრომა დაუფასდა... ასეთი მაგალითი ალბათ ძალიან ბევრია და, დარწმუნებული ვარ, ვინც მსგავს საკითხებს თვალს ადევნებს, გაცილებით მეტის თქმასაც შეძლებს.

ძნელია აქ რუსეთის ინტერესებიც დავინახოთ? ვფიქრობ, საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ნამდვილად არ გაუჭირდება ამ კავშირის დანახვა. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილი და გრუ ცდილობენ, სისრულეში მოიყვანონ რუსული გეგმის მეორე ნაწილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის საბოლოო დანგრევასა და საქართველოს სახელმწიფოს სრულ განადგურებას ისახავს მიზნად. სამწუხაროდ, ამ გეგმის განხორციელებაში მათ უდრტვინველად უწყობენ ხელს კაპიკებზე დახარბებული, გაუნათლებელი, უღირებულებო ადამიანები, რომლებიც ისევდაისევ რუსეთის დამანგრეველი ისტორიული როლის "წყალობით" მრავლად მოგვეპოვება ჩვენს საზოგადოებაში.

მათი ზოგიერთი წარმომადგენელის გვარის დასახელება ზემოთ მომიწია, თუმცა სხვებიც მრავლად არიან და მათ უმრავლესობას არც კი ვიცნობთ. ეს არის ხალხი, რომლებიც ინაშვილის დაძახილზე ბათუმში გამოვიდნენ, ეს არის ხალხი, რომლებიც ისევ ამ ბატონებისა და ქალბატონების დაძახილზე თბილისში გამოვლენ, გამოვლენ კიდევ მრავალჯერ და მრავალ ადგილას, საღამოს კი შვილებს საკუთარი სამშობლოს სისხლში ამოსვრილ პურს შეაჭმევენ. ისინი არასოდეს იფიქრებენ, რომ მათი მათხოვრობა მათივე ბრალია. მუდამ დახარბდებიან ადვილ ლუკმას და არც იმ საფასურს დაგიდევენ, რასაც მათ ლუკმაში ჩვენ გადავიხდით. მათ ეზიზღებათ ჩვენი საზოგადოება. ვისაც არ სჯერა, თუნდაც ამ ვიდეოჩანაწერებს მოუსმინოს. 

03 December 2014

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად.

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს.

„დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვინც იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა.

„დრუსილა“ ამავდროულად მეტა-ტექსტია, რომელიც საკუთარ თავზე გვიამბობს. ის არ არის ის, რაც ჩანს, ის არის ის, რაც იკითხება. ამიტომ, ეს რომანი უნდა კარგად წავიკითხოთ.

„დრუსილა“ უცნაური მეტა-ტექსტია. აქ ბევრი შრეა, სადაც ყველაზე ღრმა ალბათ ისაა, სადაც ჩვენი სიცოცხლეც ალეგორიაა, სადაც ყველაფერი ღვთაებრივი ყრმის თამაშში ხდება, არაფრიდან, არაფერში, არაფრის გამო...

„დრუსილა“ არის ტექსტი ადამიანის პირველქმნილი თავისუფლების შესახებ, რომელიც დაცლილია საუკუნოვანი სოციალური ზედნადებისგან.

ეს არის წიგნი მარადისობისა და წარმართული, თავისუფალი თვითშემეცნების შესახებ.

„დრუსილა“ არის ტრაგედია, რომელიც, მითოსური დაუნდობლობით, ინცესტით იწყება და, ნიცშეს ცნობილი ტექსტისა არ იყოს, აქაც მუსიკის სულიდან იბადება.

დაბოლოს, „დრუსილა“თავად არის თამაში. ოღონდ ეს ტიტანის თამაშია, მკითხველი უნდა გაფრთხილდეს, რომ სადმე არ გაიჭყლიტოს.

ეს არის ტექსტი უკვდავების შესახებ, რომელიც დაბადებამდეც არსებობდა და არც დაბადების მერე იარსებებს.

„დრუსილა“ ძალიან მაგარი წიგნია. ყურადღებით წაიკითხეთ.

21 November 2014

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ.

1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა. საღამოს - დაღამებამდე ქეიფი, სიცილი, მხიარულება. ჩვენც, ბავშვები, დავქროდით აღმა-დაღმა, ხან სად შევეხეტებოდით, ავძვრებოდით, გადავძვრებოდით, შევძვრებოდით და ხან - სად. არავინ არაფერს გვიშლიდა, ვის ეცალა ჩვენთვის. ბავშვებს არ მოშივდეთ, არ გაიოფლონ, არ გაცივდნენ, რამე არ მოიტეხონ, არ იჩხუბონ - ეს საზრუნავები ისე გვარდებოდა, რომ საერთო მხიარულებას არავინ წყდებოდა.

პაპაჩემის უზარმაზარ სახლში საინტერესო გასართობი ძალიან ბევრი იყო. მდინარე, პნევმატური თოფები, ათასგვარი საინტერესო ნივთით გამოტენილი ძველი კარადები, თაობების დაგროვილი სათამაშოები, ულამაზესი გერმანული თოჯინები, რომლებიც ახლაც მახსოვს, ველოსიპედები, პედლებიანი მანქანაც კი! ამას ემატებოდა ყვავილებითა და დიდრონი ხეებით სავსე ულამაზესი ბაღი, სადაც შეგეძლო დამალულიყავი, ხეზე ამძვრალიყავი და, ბოლო-ბოლო, ხილი იმდენი გეჭამა, სანამ სუნთქვა შეგეკვრებოდა.

როგორც ვთქვი, ყველგან თავისუფლად დავძვრებოდით. მაგრამ იყო ერთი ოთახი, რომელიც მუდამ დაკეტილი იყო. მისი ფანჯრები გამოდიოდა მეორე სართულის დიდ ვერანდაზე, რომელიც სწორედ ის ადგილი იყო, სადაც დათა პაპა ყოველდღე სუფრას ფენდა, მაგრამ ეს ოთახი გაღებული არავის გვინახავს. ფანჯრებს სქელი ფარდები ფარავდა, შიგნითაც მუდამ ბნელოდა და, სიმართლე რომ ვთქვათ, იქ შესვლა აზრადაც იშვიათად მოგვსვლია. ერთი-ორჯერ ვიკითხეთ და პასუხად მივიღეთ, რომ გასაღები პაპამ სადღაც დაკარგა. ჩვენც თავი დავანებეთ.

იმ დღეს ბავშვები ვერანდაზე ვერთობოდით. შუადღე იყო, საღამომდე სუფრა არ გაიშლებოდა, ამიტომ ხელს არავინ გვიშლიდა. უცებ, ქვემოდან ჩემი ცხრა წლით უფროსი ბიძაშვილი ამოვიდა და გასაღებების დიდი ასხმულა ამოიტანა, სადღაც ვიპოვეო.

მახსოვს სცენა: წინ ხათუნა დგას და ცდილობს, ამ კარებს რომელიმე გასაღები მოარგოს, უკან მისი ძმა დათო, მერე მე, მერე ორი თამარი - ჩემი და და ჩვენი ნათესავი, რომელიც იმ დღეს სტუმრად იყო მოსული. ასე რიგში ჩამწკრივებულები ველოდებით, როდის გაიღება კარი და ჩვენი უკანასკნელი ცნობისწადილიც დაკმაყოფილდება! რამდენიმე ცდის შემდეგ კარი მართლაც გაიღო და ყველა ამ ოთახში აღმოვჩნდით.

თავდაპირველი შთაბეჭდილებით სრულიად იმედგაცრუებულნი დავრჩით. დიდი ბებიის, ეკატერინე ფურცელაძის, ოთახი პრაქტიკულად ცარიელი იყო. იდგა მხოლოდ ერთი საწოლი და ძველებური მომცრო კომოდი. ზემოთ სხვენში ასასვლელის ხუფი დავინახეთ. ეს იყო და ეს! საწოლი ინტერესს არ იწვევდა, სხვენში კი ვერ ავიდოდით, ამიტომ ყველა ერთად მივადექით ამ კომოდს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, კომოდიც ცარიელი იყო, მხოლოდ მის ერთ უჯრაში წავაწყდით თუნუქის მოზრდილ ყუთს, რომლის გახსნაც ძალიან გაგვიჭირდა. ეტყობა, წლების განმავლობაში თუნუქის ფირფიტები ერთმანეთს შეზრდოდა და დიდი ჯაფა დაგვჭირდა, სანამ რამეს მოვუხერხებდით. ბოლოს, როგორც იქნა, ეს ყუთიც გავხსენით.

***

ახლა რომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაც ზღაპარს, ანდა საგმირო ეპოსის პროლოგებს ძალიან ჩამოგავს, თუმცა არც ამაშია რამე გასაკვირი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყუთში რაც ვნახეთ, იმან სამუდამოდ განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. მანამდე არ მესმოდა, რატომ მოადგებოდა ხოლმე მამაჩემს ცრემლი, როდესაც ისტორიაზე იწყებდა ლაპარაკს, ან რატომ დაუყვირა ერთხელ თავის რამდენიმე მეგობარს, დაპყრობილები ვართო და მაგიდას ისე დაარტყა მუშტი, რომ თეფშები ჰაერში აყარა და ნამსხვრევებადღა დაცვივდა იატაკზე. არ მესმოდა, რატომ იყო ჩვენი დიდი ბებიის საფლავი ეულად: სად იყო მისი მეუღლე, რომლის მოსახელეც იყო ბიძაჩემი? ეს ბავშვური ფიქრები ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ მალევე მიმივიწყებია - არც იმდენად მნიშვნელოვან კითხვებად მეჩვენებოდა.

ამ ყუთმა ყველა ისტორია გააცოცხლა. თუმცა მაშინ, იმ პატარა ოთახში, ბევრი ვერაფერი გავიგეთ. აქ იყო წერილები და სურათები. მათ შორის ის სურათი, რომელიც შემდეგ თავდაცვის აკადემიის რექტორობისას, კაბინეტში დავკიდე და, შესაძლოა, ახლაც იქ კიდია. ფოტოზე გამოსახულია ქაქუცა და ოცდაექვსი შეფიცული, ალბათ პირველი წუთები, როცა საფრანგეთის ერთი პატარა ქალაქის ქარხანას მიაღწიეს დროებით თავის შესაფარებლად. ფოტოზე ყველა ერთადაა.


ამ ყუთში იყო ის სურათიც, რომელიც ახლაც გვერდით მიდევს. ეს იყო ჩემი დიდი პაპის, დათა პაპას მამის, შალვას წერილები და სურათები, ემიგრაციიდან ოცი წლის განმავლობაში გამოგზავნილი ქაღალდები, რომლებმაც ჩემთვის მაშინ ძალიან დიდი ისტორია გააცოცხლა.

***

ჩემი დიდი პაპა, შალვა ჯავრიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის 26 შეფიცულიდან ერთ-ერთი იყო. ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა და დამარცხების შემდეგ სტამბოლშიც ერთად წავიდნენ, შემდეგ კი საფრანგეთს მიაშურეს. მის ისტორიას ახლა არ მოვყვები, მაგრამ ის დღე, როდესაც დაკეტილი ოთახის კომოდში თუნუქის დიდი ყუთი ვიპოვეთ, პირველი შემთხვევა იყო, როცა შალვას არსებობის შესახებ გავიგე.

პაპაჩემი, ბებიაჩემი, ჩვენი მშობლები - ყველა ძალიან შეშფოთდა როცა ამ ყუთითა და კითხვებით ჩამოვაკითხეთ პირველ სართულზე. მაშინვე შიგნით შეგვიყვანეს, კარები გამოკეტეს და ჯერ სიტყვებს ეძებდნენ, რომ როგორმე აეხსნათ, რა წერილები და ფოტოები იყო ეს, შემდეგ კი პაპაჩემმა მოგვმართა: „მამაჩემის წერილებია შვილებო, დიდი კაცი იყო, ნელ-ნელა ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ ახლა ეს იცოდეთ, რომ არსად სიტყვა არ წამოგცდეთ. პატარები ხართ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს მშობლებს დაღუპავთ, თუ ენას ვერ გააჩერებთო.“ ეს კი გვითხრა, მაგრამ ჩვენი ნდობა ძალიან ძნელი იყო, ამიტომ დიდად დაფიქრებული და გულდამძიმებული გავიდა იმ ოთახიდან.

ყუთი დედაჩემმა შეინახა სადღაც იქვე, მერე რა მოხდა არ მახსოვს, მაგრამ კითხვებზე აღარავინ გვცემდა პასუხს. უფროსებმა თემა დახურეს.

მე ცნობილი ვიყავი როგორც უსაშველოდ ცნობისმოყვარე და აბეზარი ბავშვი და არცთუ უსაფუძვლოდ. ამიტომ, ეს შემთხვევა რამდენ კითხვას აღმიძრავდა, თავად წარმოიდგინეთ. რამდენიმე დღეში მამაჩემი დავიმარტოხელე და საშველი აღარ მივეცი. „რატომ მალავთ“, „რატომ დაგღუპავსეს ყუთი“, „რატომ არ ასვენია შალვა ეკატერინესთან ერთად“, „რატომ არ კიდია მისი სურათი კედელზე“, „რატომ აქამდე არაფერს გვეუბნებოდით“, „რატომ“, „რატომ“, „რატომ“...

მაშინ იყო, რომ დამიჯდა მამაჩემი და ყველაფერი მითხრა რაც იცოდა. მომიყვა რუსების მიერ საქართველოს დაპყრობაზე, ომზე თურქეთთან, სომხეთთან, გაქცეულ მთავრობასა და დარჩენილ მებრძოლებზე, აჯანყებასა და დამარცხებაზე, ემიგრაციაზე, გაჭირვებაზე, ოჯახის წევრების დევნაზე.... ერთი სიტყვით, ყველაფერი მითხრა, რაც იმ გრძელ საღამოს შეეძლო, დაეტია.

დღემდე ვფიქრობ, რომ დღეს ვინც ვარ, სწორედ მაშინ დავიბადე. დავიბადე მამაჩემის მონაყოლიდან და მისი ძალიან მადლიერი ვარ, რომ ექვსი წლის ბავშვს მენდო და ყველაფერი გამანდო. ტყუილს ვერ მეტყოდა - ამისთვის არ მზრდიდა. ამისი შეგნება კიდევ უფრო მიძლიერებს მის პატივისცემას.

***

მანამდე სერიოზულად მხოლოდ სიკვდილზე მიფიქრია. ისიც იმიტომ, რომ რამდენიმე თვით ადრე ჩემი სხვა დიდი პაპა გარდაიცვალა. ბებიაჩემი მარიამის მამა, უსაყვარლესი და უმშვიდესი კაცი - კოლა პაპა, რომელიც ოთხმოცდათექვსმეტი წლისა მიაბარეს მიწას. ძალიან ძნელი იყო სიკვდილის აღქმა. მახსოვს, დავწვებოდი ხოლმე ღამე დასაძინებლად და ვცდილობდი, წარმომედინა, რას ნიშნავს, აღარ არსებობდე. წარმოსახვა ძლიერი მქონდა და ერთხელაც ისე შორს შევტოპე,რომ უწონობა ვიგრძენი. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ჩემებურად გავიგე, რა არის სიკვდილი.

ახლა ახალი საფიქრალი გამიჩნდა, მაგრამ ეს გაცილებით რთული თემა იყო, მეტ ინფორმაციას მოითხოვდა ჩემგან. რადგან ყურადღება ამ მიმართულებით გამიმახვილდა, ცოტ-ცოტას ვკრებდი ინფორმაციას და ერთმანეთს ვაწებებდი, როგორც შემეძლო, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ისიყო, რომ უეცრად გავაცნობიერე - მთელი ეს ბედნიერება, რასაც ჩემს ოჯახთან ერთად განვიცდიდი, დაპყრობილ, მკვდარ, არარსებულ ქვეყანაში ხდებოდა. მახსენდებოდა ის ერთხელ განცდილი უწონობა და ამ ფიქრს ლამის გაგიჟებამდე მივყავდი. „თურმე, საქართველო არ არსებობს,თურმე, ეს ფარსი და მოჩვენებაა, თურმე, რუსები ძმები კი არა, მკვლელები, ადამიანებისა და ქვეყნის მკვლელები ყოფილან“ - ეს ფიქრი არ მასვენებდა. წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ვარსებობ იმაში, რაც არ არსებობს; რომ ჩემი „ქართველობა“ ნამდვილი ფარსია; რომ ასე შეუძლებელია, განსაზღვრო, ვინ ხარ...

ეს ფიქრები ერთ დღეში და ერთ წელშიც არ მოსულა. ეს იყო ცნობისმოყვარე ბავშვური გონების ეტაპობრივი ბრძოლა იმ აპორიასთან, რომლის წინაშეც იმ ყუთმა და მამაჩემის მონაყოლმა დამაყენეს. თუნუქის ყუთი ნამდვილი საქართველოს სიმბოლოდ იქცა ჩემთვის, თითქოს ბოთლში ჩადებული წერილივით მოცურდა ჩემთან და საიდუმლო მამცნო. თითქოს ნამდვილმა საქართველომ გამომიგზავნა ეს საიდუმლო, რომელიც უნდა გამომეცნო, თითქოს ჯადოსნური ზღაპრის გმირივით, აქ უნდა დაწყებულიყო ჩემი თავგადასავალი... ჩვენი თავგადასავალი...


p.s. ბლოგში გამოყენებულია ფოტოსურათები თუნუქის ყუთიდან. სრულად იხილეთ ამ ბმულზე.

30 September 2014

თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია…

თქვენო უწმინდესობავ,

მთელი ცხოვრება ფიქრში გაქვთ გატარებული, ბიბლიას, სახარებას, წმინდა მამათა ნააზრევს ზედმიწევნით იცნობთ, ალბათ, სხვა მრავალი ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურაც წაგიკითხავთ და ღრმად გაგიაზრებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და კარგად იცით, რას ამბობთ და რისკენ მოუწოდებთ ერს. ერი გენდობათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მოღვაწე ბრძანდებით, მსოფლიოს ლიდერებს, გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს პირისპირ ესაუბრებით, ყველაფერი იცით, რაც გარშემო ხდება. ქართული ეკლესია თქვენს ხელში ახლიდან დაიბადა, თქვენს თვალწინ დაიკიდა ერმა ჯვარი, თქვენს სიტყვას უდიდესი წონა აქვს, ერი მოგყვებათ და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. თქვენ ეს კარგად იცით.

მე რიგითი ქართველი ვარ, თქვენო უწმინდესობავ. რიგითი ქრისტიანის კვალობაზე სახარებაც კარგად ვიცი და ბიბლიაც, ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურა მეც წამიკითხავს და შეძლებისდაგვარად გამიაზრებია. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს, თქვენო უწმინდესობავ. ურიგოდ არ მიცხოვრია, ბევრი რამ გამიკეთებია, მაღალ თანამდებობებზეც მიმუშავია სწორედ იმიტომ, რომ მოქალაქეობას და ადამიანობას ყოველთვის წინ ვაყენებდი, რთული გადაწყვეტილებებიც მიმიღია, საკუთარი ვიწრო ინტერესიც არაერთხელ გამიწირავს საზოგადოს სასარგებლოდ და შეცდომაც ბევრჯერ დამიშვია. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, სიკეთე მიყვარს, ჩემი ქვეყანა მიყვარს, ადამიანები მიყვარს, სხვისი სიკეთის არ მშურს, საზოგადო სიკეთე მიხარია და ხელსაც ვუწყობ, სადაც როგორ შემიძლია. ჩემებურად ვცდილობ, უკეთესი ადამიანი ვიყო.

კითხვები მიჩნდება, თქვენო უწმინდესობავ, რაზეც პასუხს ვერავინ მცემს. ისეთი კითხვებია, ჩემს პირად ინტერესს რომ სცილდება, ისეთი კითხვებია, მთელი საზოგადოების ინტერესს რომ წარმოადგენს და მათზე მსჯელობა ღიად რომ სჯობია. ამიტომ, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, ღიად რომ მოგმართავთ.

კითხვა ბევრია, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ბოლო კითხვით დავიწყებ. თქვენი საკვირაო ქადაგება მოვისმინე, სადაც ბრძანებთ, რომ ჩვენს ხალხს უნდა გავუფრთხილდეთ და მედიამ მკვლელობებისა და ომების შესახებ „ნაკლებად“ უნდა გადმოსცეს, რადგან საზოგადოების ტრავმირებას ახდენსო. თქვენ ასევე ისაუბრეთ სიკეთეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მრავლად ხდება და გამოთქვით იმედი, რომ ჩვენ ბოლოსდაბოლოს მივხვდებით, რა ხალხი ვართ. „ჩვენ უფლის რჩეული ერი ვართ, ასე რომ არ იყოს, ამდენ სიკეთეს არ მოგვცემდა უფალიო“ - ბრძანეთ.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ საუბარი იმით დაიწყეთ, რომ მედია მკვლელობების შესახებ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს საზოგადოებაში მკვლელობაც ბევრი ხდება და ბოროტებაც მრავლად ყოფილა. ცხადია, სიკეთეც ბევრია, სიკეთეც ხდება, თუმცა რამდენად „ბევრია“, ეგ კი არ ვიცი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არსებობს არაერთი საზოგადოება, სადაც სიკეთე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენთან: სადაც საზოგადოების წევრები ნაკლებად მტრობენ ერთმანეთს, სადაც საერთო საქმისთვის ხალხი უფრო ადვილად ერთიანდება, სადაც ნაკლებია შური და ტყუილი, მეტია განათლება, სოლიდარობა, უანგარობა და სიყვარული. არსებობს ასეთი ქვეყნები.

თქვენ ბრძანებთ, რომ უფლის რჩეულობის ნიშანი სიკეთის სიმრავლეა. მაშ, სადაც მეტი სიკეთეა, ისინი ჩვენზე უფრო მეტად რჩეულები ყოფილან. ასე გამოდის თქვენი სიტყვებიდან და მეც გეთანხმებით. ნამდვილად არსებობენ ჩვენზე მეტად „რჩეული“ ქვეყნები, ჩვენზე უკეთესი საზოგადოებაც არაერთია დედამიწაზე, თუმცა მე მუდამ მწამდა და დღესაც მწამს, რომ ჩვენ, როგორც ერს, სადღაც მიძინებული გვაქვს საიმისო რესურსი, რომ ჩვენც რჩეულთა შორის ვეწერებოდეთ. რთულმა ისტორიამ თავისი დაღი დაგვასვა, დრო გვჭირდება მის განსაკურნებლად, მაგრამ ეს დრო თავისით არ მოვა, თუ სწორად არ გამოვიღეთ ხელი.

დიახ, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ რჩეულ ერთა შორის ვიყოთ და ამისათვის სიკეთე უნდა გავამრავლოთ. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, თუ თვალს დავხუჭავთ ბოროტებაზე? რა მოცულობით გავაშუქოთ სიმართლე? როგორ გავავლოთ ეს ზღვარი? თქვენ ხომ კარგად იცით - მედია ყოველთვის გააშუქებს იმას, რაც საზოგადოების ინტერესს იწვევს და ვერასდროს გააშუქებს იმას, რაც ბუნებაში არ ხდება. შესაბამისად, მედია ირჩევს იმ მოვლენებს, რაც რეალურად ხდება და იმავდროულად საზოგადოების ინტერესს იწვევს, მით უმეტეს, როდესაც კერძო კომპანიებზე ვსაუბრობთ.

თანაც, მედია ხომ რაღაც გარედან თავსმოხვეული ინსტრუმენტი არაა. ის ჩვენივე ნაწილია, ჩვენი უნარია, რომ სარკეში ჩავიხედოთ და ხარვეზები დავინახოთ. თუ არ დავინახეთ, ვერც აღმოვფხვრით. საზოგადოებაც ხომ ცოცხალი ორგანიზმია და ისიც მუდამ უნდა ცდილობდეს გაუმჯობესებას. როგორ წავალთ წინ, თუ ბოროტებას წავუყრუეთ?

თქვენო უწმინდესობავ, ჩვენი მიზანი არ არის სახლში გამოკეტვა, ჩვენი მიზანი ცოცხალი საზოგადოებრივი ცხოვრება და განვითარებაა. საკუთარ სახლში წმინდანივით რომ ცხოვრობდეს ადამიანი, მის გვერდზე თუ უკეთურება ხდება, პასუხისმგებლობა მასაც აქვს. თუ მას ვინმეს გადარჩენა შეუძლია, უნდა გადაარჩინოს, მიუთითოს, ასწავლოს, იშრომოს იმისათვის, რომ სხვებიც იხსნას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რამდენად ძნელია საზოგადო ცხოვრება  სიკეთის მსახურისთვის. ძნელია, რადგან რასაც ხედავს, ყველაფერი ეხება, ყველასა და ყველაფრის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს. მას თუ თვალებს ავუხვევთ, ის განდეგილს დაემსგავსება, რომელსაც უარი აქვს ნათქვამი წუთისოფლის მოუსვენრობაზე და განზეა განმდგარი. მაგრამ ყველა განდეგილი ვერ იქნება, თქვენო უწმინდესობავ, ყველა უარს ვერ იტყვის საზოგადო ცხოვრებაზე. მაშინ საერთოდ უარი უნდა ვთქვათ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე, საერთო მომავალზე, საერთო სიკეთესა და განვითარებაზე. იმის თქმა მინდა, თქვენო უწმინდესობავ, რომ საზოგადო პასუხისმგებლობის გარეშე ვერ იარსებებს საზოგადოება, ხოლო საზოგადო პასუხისმგებლობა ვერ იარსებებს ბოროტებაზე თვალის დახუჭვით. ამიტომ, თვალი კი არ უნდა დავხუჭოთ, არამედ - უფრო ფართოდ უნდა გავახილოთ, მეტი დავინახოთ და მეტი ვიფიქროთ. გზაზე თვალახელილმა ვიაროთ, ასე უფრო ადვილად წავალთ წინ.

ბევრი დამეთანხმება, მაგრამ მე ჩემს აზრად ვიტყვი - მედიის ცენზურა (ან თვითცენზურა, თუნდაც კარგი მოტივაციით) ნებისმიერ შემთხვევაში არის:

1) ალოგიკური, როგორც ასეთი,
2) უშედეგო ობიექტურად,
3) დამანგრეველი თავად მედიისთვის,
4) სამოქალაქო ეთიკის თვალსაზრისით მიუღებელი

ვისაც სამოქალაქო საზოგადოებისა რამე გაეგება, ეს კარგად ესმის. და თუ ეს ასეა (საწინააღმდეგო აზრს დიდი ინტერესით მოვისმენ), მაშინ რა შედეგი უნდა მოიტანოს მოწოდებამ, რომ მედიამ სიმართლეს წაუყრუოს? მას ხომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ის დაუჯერებს, ვინც ბრმად ენდობა მოწოდების ავტორს? მაგრამ ბრმა მსმენელნი უკეთ ვერ გათვითცნობიერდებიან საზოგადოების დანიშნულებაში, ვერ მიხვდებიან, რა არის მედიის ფუნქცია, ვერ გახდებიან უკეთესი მოქალაქეები. დიახ, ისინი შეიძლება მეტნი იყვნენ, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება აგრესია გაუჩნდეთ იმათ მიმართ, ვინც სიმართლეს ამბობს. ჩვენ ხომ არაერთხელ ვნახეთ ასეთი აგრესიის მასშტაბიც და ხარისხიც. ვშიშობ, კიდევ უფრო არ დავამძიმოთ ვითარება.

მეც, ძალიან ბევრი ადამიანიც ჩვენს ქვეყანაში, გულწრფელად ისურვებდა, რომ პატრიარქის სიტყვა იყოს გამაერთიანებელი, ანუ იყოს საზოგადოების ყველა წევრისათვის, სხვადასხვა ჯგუფისთვის, უმცირესობებისა თუ უმრავლესობებისთვის ერთნაირად საინტერესო და დამაფიქრებელი, საერთო მიზნის დამნახვებელი, სიკეთის, პროგრესისა და განვითარებისაკენ მიმანიშნებელი. ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ფიქრობენ, რომ მათ უსამართლოდ აკრიტიკებენ, ხედავენ, რომ მათ წინააღმდეგ შეიძლება აბობოქრდეს დიდი მასა, რომელიც თავიანთ საქციელს ავტორიტეტის სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციით გაამართლებს. მერე აღარ იქნება დრო, ვარკვიოთ, ვინ რამდენად სწორად, ან არასწორად გაიგო თქვენი ნათქვამი. სამწუხაროდ, გვიან იქნება. ვცდები, როდესაც ამ ვარაუდებს გამოვთვამ? თუ ასეა, ეკლესიაში მრავლად არიან მჭევრმეტყველნი და იმედია, ვინმე ღიად გააქარწყლებს ამ ვარაუდებს. ეს ის თემებია, რაზეც ერმა და ბერმა ღიად და ერთად უნდა ვიმსჯელოთ. გავკადნიერდები და იმედს გამოვთქვამ, რომ მეთანხმებით ამაში.

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენ იცით, რომ ბოროტებასაც და სიკეთესაც მხოლოდ კონკრეტული ადამიანები არ სჩადიან, რომ ადამიანის საქციელიც დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულებები სჭარბობს ზოგადად საზოგადოებაში, რა გარემოში იზრდება საზოგადოების წევრი და რა მექანიზმები აქვს საზოგადოებას იმისათვის, რომ ბოროტებას ებრძოლოს. როგორ ვებრძოლოთ ბოროტებას, თუ მასზე თვალს დავხუჭავთ? ან, ჟურნალისტმა ჩემს მაგივრად რად უნდა გადაწყვიტოს და ძალით დამახუჭინოს თვალი? ნუთუ ის ფუნქცია უნდა მივანიჭოთ მედიას, რომ ვარდისფერი სათვალით გვაცხოვროს? მადლობა ღმერთს, არ ვართ ჩრდილოეთ კორეა და არც გვინდა, ვიყოთ. მაგრამ ასე მხოლოდ იქ ხდება. ბოდიშს ვიხდი უტრირებისთვის, მაგრამ ამ გზაზეც არსებობს გრადაციები, ჩვენი ინტერესი კი ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეა არც ერთ ხარისხში არ ვიყოთ.

მწარე სიმართლე საზოგადოების გამოფხიზლებას ემსახურება: იქნებ, როგორც საზოგადოების წევრი, აღვშფოთდე მოჭარბებულ მკვლელობებზე და სხვა ჩემნაირებთან ერთად მთავრობას უფრო მკაცრად მოვთხოვო კრიმინალთან ბრძოლა. ნუთუ ეს ცუდია? ხომ ნამდვილად არ იქნება უკეთესი, თუ საზოგადოებას მოვადუნებთ და ამასობაში კრიმინალს კიდევ უფრო მეტად გავუხსნით ხელ-ფეხს? ხომ არ შეიძლება, სიტუაცია ისე დავხატოთ, თითქოს სიმართლის თქმა ბოროტებაა, რომ თითქოს სიმართლეს თვალებში იმ მიზნით გვჩრიან, რომ გვმტრობენ და სურთ, დეპრესიაში ჩაგვაგდონ. ეს ხომ საკითხის ძალიან არასწორი დაყენება იქნებოდა.

მაგალითად, ხომ ყველასთვის ცხადია, რომ მკვლელობა, ქურდობა, ჩაყაღობა საზოგადოების ჭირია და მას მოცილება უნდა? ისიც ხომ კარგად გვახსოვს, თვალი ან მარჯვენა თუ გვაცდუნებს, როგორ უნდა მოვიქცეთ? როგორ გავაკეთოთ ეს თვალდახუჭულებმა? ხომ გასაგებია, რომ როგორც კი თვალი ვერ დაინახავს, ესეიგი, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და, პირველ რიგში, სწორედ ეს „თვალი“ უნდა "განვაგდოთ"?

მედია ჩვენი თვალია, თქვენო უწმინდესობავ, თუ ჟურნალისტები მეტ სიმართლეს დაგვანახებენ, მაშინ კარგად უმუშავიათ, მაგრამ თუ დაგვიმალავენ, საყვედური სწორედ მაშინ ეკუთვნით. არც ისეა საქმე, რომ გარშემო 99% სიკეთე ხდება და მედია 99%-ს ბოროტებად წარმოაჩენს. არც მგონია, ამას გულისხმობდეთ.

დიახ, თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია, რომლითაც თქვენც გიყურებთ. ეს სწორედ ის მედიაა, რომელიც თქვენს სიტყვას მთელს ქვეყანას ამცნობს, ჩვენი სიტყვა და ტკივილი კი თქვენთან უნდა მოიტანოს. მედია მხოლოდ ავტორიტეტებს ვერ დაეთმობა, მათი ვალია, სხვისი ტკივილი, გაჭირვება და სიხარულიც ამცნონ საზოგადოებას. მოკლულებს ხომ ყავთ ოჯახები, ახლობელი ხალხი, ისინი ჩენი საზოგადოების წევრები არიან. ვერ დავავალებთ მედიას, რომ ჩვენი „დანდობის“ მოტივით ისინი საზოგადოებიდან გამორიცხოს და მათ ტკივილზე არ ილაპარაკოს. როგორ განვსაზღვროთ, ვინ ვართ „ჩვენ“ და ვინ - „ისინი“? ასე ხომ ქვეყანაში საყოველთაო უნდობლობა და განუკითხაობა დაისადგურებს.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესია, რომელმაც ყველა განვითარებული საზოგადოების პროგრესში გადამწყვეტი როლი ითამაშა, საქართველოში ამ ფუნქციას, სამწუხაროდ, ვერ ასრულებს. პირიქით, ეკლესიის წარმომადგენელნი ხშირად პროგრესის წინააღმდეგ მოუწოდებენ მრევლს. ეს მხოლოდ ჩემი გულისტკივილი არ არის, თქვენო უწმინდესობავ, ეს მთლიანად ერის მომავლის საკითხია. ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ნებისმიერი საზოგადოებისთვის, რადგან ერის მორალურ სიჯანსაღეზე, თანხმობაზე, სიკეთეზე და განვითარებისათვის ერთსულოვნებაზე ზრუნავს. მაგრამ ეკლესია მხოლოდ მაშინ აღწევს თავის ნამდვილ მიზანს, როდესაც მის რიგებში სჭარბობენ "ორთავ სოფელზე" მზრუნველი, გულისხმიერი, განათლებული, მოყვასისადმი სიყვარულით (ანუ ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობით) აღჭურვილი, გულწრფელი, იდეალისტი და სანიმუშო ადამიანები. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ეკლესიაში დღეს ასეთი ადამიანები სჭარბობენ. პირიქით, ალბათ თვალშისაცემად ცოტაა ასეთი ადამიანების რიცხვი. არადა, თუ სიკეთე გვინდა, მაგალითი თითოეულმა უნდა ვუჩვენოთ - ადამიანობის, თავდადების, სიყვარულის, უანგარობის, რწმენისა და თავგანწირვის მაგალითი. სიკეთეს თუ ვისაკლისებთ, ეს კეთილი ადამიანების ნაკლებობის ბრალია, ეკლესიაში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. თუმცა, ფუნქციიდან გამომდინარე, პირველ რიგში სწორედ ეკლესიიდან მოველით პროგრესისა და სამოქალაქო ღირსების სანიმუშო მაგალითებს, რომელსაც მთელი ერი გაყვება.

მოვა დრო, როცა სიტუაცია შეიცვლება. ეკლესიაც შეიცვლება. თუ დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ, თუ რუსეთის იმპერიას და მისი მონობის სტატუსს სამუდამოდ ამოვძირკვავთ ჩვენი ყოველდღიურობიდან და მეხსიერებიდან, მაშინ ყველანი უკეთესები გავხდებით. მაგრამ ამ „დროს“ გარედან ვერავინ მოიყვანს და ვერც თავისით მოვა. დიახ, ეს „დრო“ უნდა თავად მოვიყვანოთ და ეკლესიის როლი აქ დიდია. დიდია ლიდერებიც როლი. ეკლესიამაც ისევ საკუთარ თავში უნდა ნახოს გაუმჯობესების რესურსები ისევე, როგორც ეს მსოფლიოს სხვა არაერთ ქვეყანაში მოხდა.

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენი თითოეული სიტყვა სახელმძღვანელოა ათასობით მღვდლისთვის მთელს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს მღვდელი დღეს უკვე ქადაგებს იმავეს, რომ მედია არ უნდა გადმოსცემდეს მკვლელობებს და საზოგადოებას ამგვარად უნდა „გაუფრთხილდეს“. დამეთანხმებით, არ არის ეს მთლად გამართული მოწოდება და, შედეგად, ვიღაც იტყვის, რომ თქვენი ამ ქადაგების მიზანი მხოლოდ „რუსთავი 2“-ის რეიტინგის დაცემა იყო. ბევრი დაიჯერებს კიდეც, რადგან არგუმენტები ექნებათ. თავის მხრივ, ასეთი დასკვნები თავის წვლილს შეიტანს ეკლესიის ავტორიტეტის დამცრობაში, რაც სინამდვილეში არავის სჭირდება. პირიქით, ჩვენ გვჭირდება მაღალი ზნეობრივი სტანდარტის ეკლესია, რომელიც არც ერთი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი არ იქნება, მაგრამ ამავდროულად იქნება ერის სიმტკიცის მცველი, საზოგადოების ზნეობის წყარო, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ურთიერთ-შეწყნარების, სიცოცხლის სიყვარულის, იმედის, განვითარებისა და რწმენისათვის ძლიერი იმპულსების მიმცემი ინსტიტუტი.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ თუ მედიის მდგომარეობა გაღელვებთ, აქ საქმე ნამდვილად ცუდადაა, ის კარგად ვერ ასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქციას. ალბათ იცით, რომ სატელევიზიო მედიის სფეროში საქმე განსაკუთრებით რთულადაა და დიდი კომპანიების დიდი უმრავლესობა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ჩემი აზრით, მედიის გაჯანსაღების საქმეს ძალიან წაადგებოდა თქვენი მოწოდება, რომ ჟურნალისტის დამოუკიდებლობა შეუბღალავია, რომ ჟურნალისტი არ უნდა დაემორჩილოს ხელისუფალის, კრიმინალის, ან თუნდაც ეკლესიის წარმომადგენლის ზეწოლას ან მოთხოვნას, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტმა თქვენი მფარველობა შეიძლება მიიღოს. ვფიქრობ, ასეთი მოწოდება კითხვებს არავის გაუჩენდა, ეკლესიის ავტორიტეტს განამტკიცებდა და საზოგადოების სამოქალაქო შეგნებასაც დიდად წაადგებოდა.

მავანი მიამიტობად ჩამითვლიდა ამ წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას იმედი ნაკლებად ახლავს. თითქმის გადაწურული მაქვს იმედი, ვერც სასიკეთო ძვრას ვხედავ რასმე. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ აღშფოთებული ფრაზების ნაცვლად ისევ რამე აზრიანის დაწერა სჯობს, იქნებ სადმე მაინც ნახოს გამოძახილი.

პატივისცემით,

ერთი ქართველი

24 September 2014

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო.

ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე.

როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩენია და დისკუსია აქ შეწყდა. არავის უცდია, უფრო ცივილიზებულად დაეყენებინათ საკითხი, ბანდიტი მართლაც გადმოესვენებინათ „პანთეონიდან“ და სხვა ცოდვილთა შორის, ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაეკრძალათ. ზოგი ამბობდა, ნიჭიერი მწერალიც ხომ იყოო (ეს მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ), ზოგი ამბობდა, მოკვდა და რაღა მნიშვნელობა აქვსო. გულში კი ყველას ის ახსოვდა, რომ „მაგარი კაცი“ იყო.

იმაზე ძალიან ცოტა დაფიქრდა, რომ პანთეონიც საზოგადოების სახეა. რად გვინდა „პანთეონი“, თუ მას ფასს დავუკარგავთ? მაგრამ როგორც ჩანს, არაფერსაც არ ვუკარგავთ ფასს. ქართული პანთეონის ფასი და სახეც წორედ ასეთი ყოფილა. აქ ყველას ადგილია - მათიც, ვინც სიცოცხლე საზოგადოების კეთილდღეობისა და განვითარების სამსახურს შეალია და მათიც, ვინც საზოგადოებას თავზე დააჯდა. აქ შეიძლება ერთად განისვენებდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, სტალინის მშობელი კეკე, აკაკი ბაქრაძე და ჯაბა იოსელიანი (სხვადასხვა „პანთეონებია“, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს). ასეთია ქართული პანთეონი და ქართული საზოგადოებრივი მორალიც, ქართული თანასწორობის იდეაც და ქართული დემოკრატიაც. ოლიმპზე „მაგრები“ ადიან - სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც. როგორც ჩანს, რაში ხარ „მაგარი“, ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, „მაგარი“ იყო.

ერთი სიტყვით, „მაგაროკრატიაში“ ვცხოვრობთ. დღევანდელი პოლიტიკური ელიტაც ერთ „მაგარ“ მილიარდელს ჩამოჰკიდებია და, სამწუხაროდ, მიშას დროსაც „მიშა მაგარია“ უფრო პოპულარული რეფრენი იყო, ვიდრე ის კონკრეტული რეფორმები, რაც ტარდებოდა. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, არასოდეს გვიქცევია დევიზად კორუფციასთან ბრძოლა, ინფრასტრუქტურის შენება, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა, სერვისების გაუმჯობესება, კრიმინალის შეზღუდვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება, ჯარის გაძლიერება, ეკონომიკის ლეგალიზება და ა.შ. და ა.შ. ყველა ეს ინიციატივა მოდიოდა ერთი „მაგარი“ კაცისგან და მისივე „მაგარი“ გუნდისგან, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი და ზედმეტი იყო, რადგან პასუხისმგებლობა ყველას მოეთხოვებოდა, ამაზე კი ჩვენი საზოგადოება ჯერ არასოდეს ყოფილა თანახმა.

როცა ასპარეზზე ახალი „მაგარი ტიპი“ გამოჩნდა, საზოგადოებამ უმალ მისკენ გაიწია. რა მნიშვნელობა აქვს, რაში იყო მაგარი ერთი ან მეორე? მთავარია, რომ პირველყოფილი რიტუალი შესრულდა, დუელი შედგა და ახალი ბელადმა, ახალმა „მაგარმა ტიპმა“ გაიმარჯვა. გახსოვთ, როგორ დამშვიდდა ხალხი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ? მაშინ ახალ ბელადად ვერავინ ივარგა და მასაც დაოკდა. ახლა კი ახალმა ბელადმა გაიმარჯვა და თავისი წესებიც მოიტანა.

არ გაგვიმართლა, არ გამოდგა ეს ბელადი პროგრესული ტიპი. მატყუარაც გამოდგა, დაგვპირდა და არაფერი გაგვიკეთა. თან ზარმაციც აღმოჩნდა. დაეზარა ყოველდღიური შრომა და სასახლეში გამოიკეტა, შრომა კი მოსამსახურეებს დაავალა. ძალიან ბევრი სხვა ცუდი რამეც დაამკვიდრა, მაგრამ ის ჯერ კიდევ „მაგარია“. ბევრი ფულიც აქვს და საზოგადოების, ჟურნალისტების, პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის „მიჯირყვნაც“ კარგად გამოსდის. ვინ მოერევა მას? ამიტომაც, არხეინად ზისბროლის კოშკში და საკუთარ წესებს გვკარნახობს.

საზოგადოება მხოლოდ მაშინ შეტორტმანდება, როცა სხვა „მაგარი“ ტიპი გამოჩნდება. თუ ვირწმუნეთ, რომ ის ძველ ბელადს მოერევა, ჩვენც გვერდში დავუდგებით, ახალ ბელადს გულმხურვალედ შევძახებთ „გაუმარჯოს“და ქუჩაშიც აგრესიულად გამოვიფინებით. ძალიან ცოტა დაფიქრდება იმაზე, ვინ არის ეს ახალი „მაგარი ტიპი“. ძველს თუ მოერევა, საკმარის კრიტერიუმად მივიჩნევთ, რომ ძველი გადავთელოთ, ახალი კი წმინდანად შევრაცხოთ. ისიც დროებით, რასაკვირველია.

და რა მოხდება ამის შემდეგ? ცხადია, იგივე. მოვა ახალი „მაგარი ტიპი“, მოიტანს ახალ წესებს. საზოგადოებას ძალიან გაუმართლებს, თუ ეს „მაგარი ტიპი“ იმავდროულად სწორი ღირებულებების მატარებელიც გამოდგება. იქნებ, ისევ აშენდეს გზები, ისევ ფეხზე დადგეს ეკონომიკა, ისევ ჩამოვიდნენ ტურისტები და წავიდნენ ქურდები. იქნებ, ისევ ამუშავდეს პოლიცია და სამინისტროები, იქნებ, ისევ დავიბრუნოთ ღირსება და მოყვარეს მოყვარე ვუწოდოთ, მტერს კი - მტერი...

თუმცა არა, ეს ბოლო პუნქტი ჩვენ ისევ არ მოგვეწონება. მტერი კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? „მაგარი ტიპი“ ტყუილად ხომ არ დავსვით ტახტზე? მიხედოს თვითონ, თვითონ იბრძოლოს და რაც უნდა, ის უქნია, ჩვენ ნუ გაგვრევს ოღონდ.

და კიდევ ერთი პირობა - ძალიანაც ნუ აუვარდება რა თავში! მაგარი რომაა, ისიც ეყოფა! ხომ არის მაგარი? ხომ ვაღიარე, გვერდში დავუდექი და ტახტზე დავსვი? ჰოდა, ახლა მასვას და მაჭამოს, ჩამაცვას და დამახუროს, მტრისგანაც თვითონ დამიცვას და, საერთოდ, დამასვენოს რა! თორემ მისი შემცვლელიც გამოინახება. თუ ჭკუით არ იქნება, ჩავუსაფრდებით და სეირს ვუჩვენებთ. ხომ არ ჰგონია ამ „მაგარს“, რომ დიდი ვინმეა, რადგან ქურდები მოგვაცილა და ქვეყანას დაგვამსგავსა? ქურდი რა, ადამიანი არ არის? აი დარდი, თუნდაც სულ ნუ ვიქნებით ქვეყანა. არსებობს ქართველობა, არსებობს მეობა და გაგება! მთავარი ესაა ჩვენთვის და არც ისეა საქმე, რომ ვიღაცა თავზედავისვათ, რაც არ უნდა „მაგარი“ იყოს. საქართველო ქართველებისაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. საბოლოო ჯამში, ქართველები ყველაზე მაგრები ვართ და რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!

***

2003 წლის 22 ნოემბერიიყო. პარლამენტის წინ დიდი მიტინგი იყო გამართული და მეც იქ ვიყავი რამდენიმე მეგობართან ერთად. ვიდექი და ვუსმენდი გამომსვლელებს, ტაშსაც ვუკრავდი და მიხაროდა, რომ დიდი ცვლილებისდრო მოვიდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც დისკომფორტს მიქმნიდა და ნელ-ნელა გავაცნობიერე, რაშიც იყო საქმე:

მიტინგზე სჭარბობდა „გაუმარჯოს“ და „მი-შა, მი-შა“. კონკრეტიკა ცოტა იყო, თითქმის არ იყო. ჰოდა, ეს არმომეწონა. დიდი ძალისხმევით გავარღვიე მომიტინგეთა რიგები, ავედი ტრიბუნაზე და ვასიკო მაღლაფერიძეს, რომელიც მიკროფონის დირექტორობა ჰქონდა დავალებული, სიტყვა ვთხოვე.

ხალხს წყნარად მივმართე:

-    ჩემო საყვარელო ხალხო, მიშას გაუმარჯოს, დიდი ლიდერია და ხელისუფლებაშიც მალე მოვა. მაგრამ არ გინდათ რა, ეს „მი-შა, მი-შა“. დაგღუპავთ ეგ თქვენც და მიშასაც, ქვეყანასაც დაღუპავს. ხელისუფლებაში ერთად უნდა მოვიდეთ, ჩვენია ეს ქვეყანა, ამიტომ გასაკეთებელ საქმეებზე ვიფიქროთ და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე. ეს იქნება მიშას გამარჯვებაც და ჩვენი გამარჯვებაც, ოღონდ ეს „მი-შა, მი-შა“ არ გვინდა.

ახლაც იმავეს ვამბობ და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი, იმ მიტინგზე კი ტაში აქა-იქ გაისმა. რომ ჩამოვედი, ერთმა მეგობარმა საყვედურიც კი მითხრა, ახალ ხელისუფლებას ასე ვერ დაუახლოვდებიო. გამეცინა და გავჩუმდი. ქართულ მიტინგზე აზროვნების სივრცე არ არის, ეს დამავიწყდა, თორემ ტრიბუნაზე რა ამიყვანდა.

ნუ მეტყვით თქვენც საყვედურს, გადახედეთ უახლოეს წარსულს და ნახავთ, რომ ასეა ეს საქმე. არადა, არ გვჭირდება ჩვენ ბელადები, ჩვენ გვჭირდება ლიდერი და ლიდერები. მაგრამ ლიდერს თუ არ მივყევით, მას ვაყენებთ არჩევანის წინაშე, რომ იყოს „მაგარი ტიპი“, ან - ჩამოგვშორდეს. ჩვენ არც ერთი გვინდა და არც - მეორე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პროგრესული ლიდერი და, თან, არაერთი. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ საზოგადოებას ბუნებრივი ინტერესი ჰქონდეს იმ საქმეების მიმართ, რისთვისაც ლიდერი იღწვის.

ამიტომ, ვიფიქროთ რაციონალურად, ვიფიქროთ კონკრეტულ ცვლილებებზე, ვიფიქროთ საკუთარ პასუხისმგებლობაზე და ვიყოთ ლიდერები ყველგან და ყველა დონეზე, სადაც ხელი მიგვიწვდება. ვასწავლოთ ერთმანეთს, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ, ოღონდ საერთო საქმეზე პირუთვნელად ვიმსჯელოთ, ერთმანეთის ზიზღისა და დაჩაგვრის სურვილის გარეშე და შედეგსაც მივიღებთ. პროგრესული ლიდერები გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერით. ამაზე კარგს, როგორც საზოგადოება, ვერაფერს ვიზამთ.

დაბოლოს, კარგი იქნება, ერთმანეთის მეტი პატივისცემა და დაფასება ვიცოდეთ. არ შეიძლება, ყველას ვებრძოდეთ იმ ერთადერთი მოტივით, რომ ჩვენც ასეთივე მაგრები ვართ და სხვა „ვინ მიგდია“. შე კაი ადამიანო, თუ კაცმა ქვეყანა აგიშენა, მაინც „ვინ გიგდია“? თუ ჯარი შექმნა, ეკონომიკა შექმნა, სოფელს თუ სკოლა აუშენა, გზა გაუკვალა, დენი შეუყვანა, შენს შვილებს თუ სითბო მისცა, ვიღაცამ თუ ღამე დაკარგული საქონელი სახლში მოგიყვანა, მაინც „ვინ მიგდია“? აბა, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ ჩვენს საზოგადოებაში პატივისცემა დაიმსახუროს? ნუთუ, ერთჯერადი ტაშის გარდა არაფერი უნდა გვემეტებოდეს ერთმანეთისთვის? ნუთუ, მხოლოდ ძალის უნდა გვეშინოდეს და „მაგარი ტიპების“ სამფლობელო უნდა იყოს ეს ქვეყანა? მაშინ, რატომ გვაქვს ამბიცია, რომ ცივილიზებული ერი გვინდა ვიყოთ?


***


საქართველოში ბევრი „მაგარი ტიპია“.

„მაგარია“, მაგალითად, ივანიშვილი. მაგრამ ეს კაცი მაგარია ქურდების, ბანდიტების და კორუმპირებული ჩინოვნიკების წრეში, იქაური წესებით ცხოვრობს, ასეთი „გაგება“ აქვს. სახელმწიფოსა და საზოგადოების, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პროგრესისა და განვითარების ნამდვილად არაფერი გაეგება. მისი პროფესია მაქინაციები და ფულის შოვნაა. რა უნდა მას პოლიტიკაში?

მიშაც მაგარია. მაგრამ ის მაგარია სახელმწიფოს მშენებლობაში, იდეებში, დიდი ხედვა აქვს, დიდი ენერგია აქვს, პიარი იცის, მისი სამუშაო და პროფესია პოლიტიკაა.

წარმოიდგინეთ, ღარიბაშვილიც კი „მაგარია“. ის ისეთი მაგარი ერთგულია, რომ მარგველაშვილსაც კი აჯობა - კაცს, რომელიც თითქმის სიცოცხლითაა დავალებული ივანიშვილზე. ღარიბაშვილი „მაგარი“ ერთგულია, ძაღლივით ერთგული. სამაგიეროდ, სხვებთან ისეთი მაგარი კაპასია, რომ მტრისას! მოკლედ, ისიც „მაგარია“.

მაგარია წულუკიანიც. მაგარი რეტროგრადია. თან - მაგარი შეუპოვარი რეტროგრადი.

კობახიძეც მაგარია. ნახეთ, რა მაგარია.

ჯაჭვლიანი რა, არ არის მაგარი? კურტანიძე? ვოლსკი? ვოლსკის ბლატაობა პირდაპირ ეთერში ხომ მოგისმენიათ? მაგრად ბლატაობს, ძალიან მაგარია ვოლსკი.  

ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ არსებობენ კიდევ „მაგარი მთხლეები“. მათ შუაშისტებს ვეძახით. ეს ხალხი იმაშია მაგარი, რომ პოზიცია არასოდეს არა აქვთ. მაგრამ ამაში ძალიან მაგრები არიან. თვალებს ამოგიღებენ, ისეთი მაგრები. მათი პროფესია ჭორაობა, ყველაფერზე ქილიკი, ობიექტურობანას თამაში და ყველაფრის ჩაშლაა. სიმართლე არ აინტერესებთ და თვითონ მუდამ მშრალზე რჩებიან. მათი პროფესია სამზარეულოში ჩაის სმა, სელფების დადება და ფეისბუქის წვალებაა.

მოკლედ, ყველა მაგარია, ყველა ცდილობს, მაგარი იყოს. ყველას ერთნაირად არ გამოსდის, მაგრამ ყველა ამ ფერხულში ვართ ჩაბმულები.

იმედით და რწმენით, დროებით ვემშვიდობები ამ წერილის მკითხველს. კიდევ შევხვდებით.

ანდრო ბარნოვი

23.09.2014