Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2014

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს. „დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვ