Skip to main content

Posts

მეღვინეები ზურგს აქცევენ რუსეთის ბაზარს

Recent posts

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახე...

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს. „დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვ...

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ. 1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა....

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო. ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე. როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩე...

რისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი?

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში მიიწვიეს „უკრაინის კრიზისის“ შესახებ ლექციის წასაკითხად. ფრიბურგში რამდენიმე მეგობარი ჩავედით, რომ მიშა გვენახა და ლექციას დავსწრებოდით. წინა დღე თავისუფალი გვქონდა და მთლიანად ამ თემებზე საუბარს დავუთმეთ, მეორე დღეს კი მიშა ათასამდე ფრიბურგელ სტუდენტს უზიარებდა საკუთარ ხედვებს. ვუსმენდი ლექციას და ვგრძნობდი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ესმის ის, რაზეც მიშა ლაპარაკობს. ხალხს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია და გადავწყვიტე, მცირე სტატიით გარკვეულწილად შევავსო ეს სიცარიელე. *** 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველომ აზროვნება და მოქმედება შეწყვიტა. ჩვენ დავიწყეთ ცურვა დინების მიმართულებით, ისე, რომ სვლის დასაჩქარებლად ნიჩბის მოსმაც კი გვეზარება, საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაზე კი ფიქრისაც გვეშინია. არადა, დამოუკიდებლობის მცირე პერიოდზე თვალის გადავლება ზუსტად გვიჩვენებს, რა პირობებში ხდებოდა შესაძლებელი განვითარება. ეს პერიოდი რომ გავიაზროთ, უნდა შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ,...