Skip to main content

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად.

უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს.

„დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვინც იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა.

„დრუსილა“ ამავდროულად მეტა-ტექსტია, რომელიც საკუთარ თავზე გვიამბობს. ის არ არის ის, რაც ჩანს, ის არის ის, რაც იკითხება. ამიტომ, ეს რომანი უნდა კარგად წავიკითხოთ.

„დრუსილა“ უცნაური მეტა-ტექსტია. აქ ბევრი შრეა, სადაც ყველაზე ღრმა ალბათ ისაა, სადაც ჩვენი სიცოცხლეც ალეგორიაა, სადაც ყველაფერი ღვთაებრივი ყრმის თამაშში ხდება, არაფრიდან, არაფერში, არაფრის გამო...

„დრუსილა“ არის ტექსტი ადამიანის პირველქმნილი თავისუფლების შესახებ, რომელიც დაცლილია საუკუნოვანი სოციალური ზედნადებისგან.

ეს არის წიგნი მარადისობისა და წარმართული, თავისუფალი თვითშემეცნების შესახებ.

„დრუსილა“ არის ტრაგედია, რომელიც, მითოსური დაუნდობლობით, ინცესტით იწყება და, ნიცშეს ცნობილი ტექსტისა არ იყოს, აქაც მუსიკის სულიდან იბადება.

დაბოლოს, „დრუსილა“თავად არის თამაში. ოღონდ ეს ტიტანის თამაშია, მკითხველი უნდა გაფრთხილდეს, რომ სადმე არ გაიჭყლიტოს.

ეს არის ტექსტი უკვდავების შესახებ, რომელიც დაბადებამდეც არსებობდა და არც დაბადების მერე იარსებებს.

„დრუსილა“ ძალიან მაგარი წიგნია. ყურადღებით წაიკითხეთ.

Comments

Popular posts from this blog

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )

მეღვინეები ზურგს აქცევენ რუსეთის ბაზარს

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება

წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს. გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე