Skip to main content

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება


წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს.





ღეს აშკარაარომ რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობსგაჩნდა პოლიტიკოსთა მთელი ჯარირომლებიც ამბობენრომ საქართველო რუსულ ორბიტაზე უნდა გადავიდესრომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზაამ საკითხებზე მეც და სხვასაც ბევრი გვითქვამსპოზიციაც დაგვიფიქსირებია და კონკრეტული არგუმენტიც ბევრი მოგვიხმიაამჯერად კი მინდასხვაგვარად დავწერომინდა აღვწერო ის თვალისათვის უხილავი პროცესირაც ქმნის ან ანგრევს თემსმინდა ვცადოდავხატო ერთგვარი რუკასადაც მოთამაშეების ადგილზე მივუთითებზოგს კი მკითხველი თავად მიუჩენს ადგილს...



































Comments

simon said…
http://www.project-syndicate.org/commentary/mandelbaum4/English

მანდელბაუმი ეგვიპტურ დემოკრატიაზე.
simon said…
This comment has been removed by the author.
simon said…
"ჩვენ გვაქვს მიდრკილება გვჯეროდეს, რომ ყოველი ავტოკრატიის შიგნით არის დემოკრატია, რომელიც ისწრაფვის ზედაპირზე გამოღწევისაკენ, მაგრამ ახლო აღმოსავლეთის შემთხვევაში შესაძლოა ეს არც იყოს მართალი"-ისევ მანდელბაუმი.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ წარმომადგნლბობითი დემოკრატიაა თუ კი არჩევნებით ხალხის ნებაა გამოხატული. ჩემის აზრით ეს სადავოა, იგივე ჰიტლერის არჩევა მაღალი პროცენტით იყო ხალხის ირაციონალურობის მაჩვენებელი. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, სწორედ ეგვიპტეში ა.შ.შ.-ს ელჩმა პატერსონმა შეახსენა ორგანიზაცია "ძმებ მუსლიმებს", რომ დემოკრატია ინტეგრირებული პროცესია და მხოლოდ არჩევნებით არ შემოიფარგლება. ეს გაცილებით ღრმა თემაა და აქაური კომენტარების ფორმატი სამწუხაროდ მეტის საშუალებას არ იძლევა.

Popular posts from this blog

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )

მეღვინეები ზურგს აქცევენ რუსეთის ბაზარს