Skip to main content

Posts

Showing posts with the label საშინაო პოლიტიკა

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო. ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე. როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩე...

"წინ წავწიოთ საქმე"

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

ფორმა განსაზღვრავს შინაარსს

საგანგებო ბრიფინგი 17 მაისის ძალადობის შესახებ

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება

წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს. გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

9 აპრილი: ტრიუმფი თუ ტრაგედია?

მსჯელობა რადიო თავისუფლების ეთერში   წინ 9 აპრილია. ხელისუფლება და ოპოზიცია გულდასმით ემზადებიან ამ დღისათვის. სურათი ისეთია, რომ კომპრომისი შეუძლებელი ჩანს: ორივე მხარე ბოლომდე აპირებს ბრძოლას. აშკარაა, რომ არათუ დიალოგი, ელემენტარული კომინიკაციაც კი გადაულახავი პრობლემა გახდა. ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ზოგადი განცხადების მიუხედავად, რომ დიალოგი აუცილებელია, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ვერ იდგმება. ამიტომ, ესკალაცია პიკისაკენ მიექანება. ყველაზე სამწუხარო ამ ვითარებაში ისაა, რომ ნებისმიერი მხარის სრული გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა დღევანდელზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთის მხრივ, ობიექტურად შეუძლებელია, რომ გამარჯვებული ოპოზიცია არსებულ ეკონომიკურ სიძნელეებს გაუმკლავდეს: ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩასატარებელი იქნება ორი არჩევნები, რაც თავისთავად გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიცვლება არაერთი თანამდებობის პირი და ახალდანიშნულების სიტუაციაში გარკვევისათვის გარკვეული დრო იქნება საჭირო, ისედაც ჩამკვდარი ეკონომიკუ...

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )

Detailed Review on Samtskhe-Javakheti

So called “separatism problem” in SJ could be subdivided on three main trends: COLLABORATIONISM – mostly related with the issue of Russian military base in Akhalkalaki (before withdrawal), and also another issues directly related with foreign interests and opposed to those of Georgia. SEPARATISM AS SUCH - understood as detaching Javakheti from Georgia by means of either independence or merging with Armenia. SELF-DETERMINATION – with its multiple trends like demands for autonomy, granting official regional status to Armenian language, “Church question”, including Armenian history classes in the schools, etc. It should be said also, that SJ ethnic Armenians do not attach their identity to solely SJ. Rather, there is general problem with Armenian minority in Georgia and SJ has been most visible due to two reasons, being (1) large concentration of ethnic Armenians in the region (over 90% in Javakheti and about 55% in SJ total) and the location of the region (border with Armenia and T...

საავტორო ღვინო, კოოპერაცია და ქართული ღვინის ინდუსტრიის მომავალი

ძირითადი პირობა, რომელიც “ღვინის სამშობლოს” სახელის დამკვიდრებისათვის საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, შიდა ბაზარზე მცირე მწარმოებელთა მრავალფეროვნების მიღწევაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ღვინის სამშობლოს” სახელწოდებას თავად საქართველოს შიდა ბაზარი უნდა შეესაბამებოდეს, ამის მისაღწევად კი ძირითადი პირობა მცირე მწარმოებელთა და პროდუქტთა მრავალფეროვნებაა... გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...