Skip to main content

Posts

Showing posts from 2015

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახე...