Skip to main content

Posts

ანდრო ბარნოვი: სწრაფი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო

1.   ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციოანლურმა მოძრაობამ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისებში მართვის სოლიდური გამოცდილება მიიღო. ახლა ის ოპოზიციაშია და კრიზისები, როგორც ჩანს, გრძელდება. პოლტიკური დაპატიმრებები უკვე დაიწყო. თქვენი აზრით, რა რესურსები აქვს პარტიას იმისთვის რომ კრიზისი დაძლიოს და შეინარჩუნოს ძლიერი ოპოზიციური პარტიის ნიშა. ჩვენ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო, მძიმე წარსულიდან მოვდივართ. საუკუნეების მანძილზე, არ გვქონდა დამოუკიდებლობა და, ამიტომ, საზოგადოება გადაჩვეულია პოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებას. მეტიც, ჩვენი თვითგადარჩენის ინსტიქტი ასწლეულების მანძილზე სახელმწიფოს უარყოფა იყო, რადგან ეს უცხო სახელმწიფო იყო და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება ვერ გადარჩებოდა ამ უარყოფის გარეშე. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საზოგადოებამ წინ წამოსწია არაფორმალური ინსტიტუტების მნიშვნელობა, როგორიცაა ოჯახი, სამეგობრო, სამეზობლო, სუფრა, რელიგია და ა.შ. ეს ინსტიტუტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფორმალაური კულტურის ნაწილებს წარმოადგენს. იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს, ფართო სა...

GOVERNOR OF WAR-TORN REGION RESPONDS TO PM'S STATEMENTS

As the governor of the region that was the first casualty of the 2008 war, I am responding to the statements made yesterday by the Prime Minister, precisely from the city of Gori. I would like to urge him, firstly, that if he really does not consider himself a politician (as he noted a number of times in previous speeches) then perhaps he should do his best to avoid making political statements in the future. My intention is not to contend every word or to offend anyone, but when a person of such prominent political stature declares that the 2008 war was instigated by Georgia, this damages our nation, hurting the unity of our society and the image of our country.

შიდა ქართლის გუბერნატორი პრემიერ–მინისტრის განცხადებებს პასუხობს

როგორც იმ რეგიონის გუბერნატორი, რომელიც 2008 წლის ომის უპირველესი მსხვერპლი გახდა, მინდა, სწორედ აქედან, გორიდან შევეხმიანო პრემიერის გუშინდელ განცხადებებს. პირველ რიგში, მინდა მას ვთხოვო, რომ თუ მართლაც არ მიიჩნევს თავს პოლიტიკოსად, როგორც გუშინ უკვე მერამდენედ აღნიშნა, მაშინ იქნებ, პოლიტიკურ განცხადებებს მაქსიმალურად აარიდოს თავი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს სიტყვაზე გამოვეკიდო, ან, მითუმეტეს, შეურაცხყოფა მივაყენო. მაგრამ როდესაც ადამიანი ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობს და როდესაც ის უაპელაციოდ აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აზიანებს საზოგადოების ერთიანობას და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ

მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საინტერესოა მრავალი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სფერო ვერ განვითარდება, იმიტომ, რომ სფეროს განვითარების გარეშე მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონე ვერ ამოიწევს, არ გაჩნდება სპეციალიზაცია, სოფელ ადგილები არ განიცდის ურბანიზაციას და მრავალი სხვა მიზეზის გამო, ეს პროექტი საინტერესო პროექტია.

ღია წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას

ბატონო მინისტრო , თქვენთვის ალბათ ცნობილია , რომ 2010 წლის 29 ნოემბრიდან მე ვხელმძღვანელობდი   საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას , ხოლო 2011 წლის 9 ივლისს დავინიშნე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და ჩემს საკურაციო სფეროში შემოვიდა წრთვნებისა და სამხედრო განათლების სისტემა მთლიანად , ანალიტიკური დეპარტამენტი და საკადრო პოლიტიკა . ეს უკანასკნელი გულისხმობდა არა კონკრეტული ადამიანების დანიშვნა - განთავისუფლებას , არამედ - სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებას . ამავდროულად , პარალელურად ვაგრძელებდი თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 2 ივლისამდე , ანუ იმ დრომდე , როდესაც მე ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა . ჩამოტვირთეთ pdf ფაილი Download PDF in English ამ პერიოდში საშუალება გვქონდა , უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვედგა სამივე სფეროში , მაგრამ   აუცილებელია , რომ ყველა მიმართულებით საქმე ...