Skip to main content

Posts

Showing posts from 2008

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისათვის

გამოქვეყნებულია netgazeti.ge -ში აგვისტოში რუსეთმა საქმე ვერ მოამთავრა. ამიტომ საქართველოშიც, რუსეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ძალიან ბევრი მსჯელობა და მკითხაობაა იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. განაახლებს რუსეთი აგრესიას? ვინ და როგორ შეაჩერებს რუსეთს? როგორი იქნება ევროპის, ამერიკის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, მოკლედ, როგორი იქნება მთელი მსოფლიოს მომავალი? ამის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა სახის ბალანსი ჩამოყალიბდება აშშ-სა და რუსეთს შორის.

კავკასიური ბალანსისკენ

საქართველო, ირანი და სამხრეთ კავკასიური უსაფრთხოება DOWNLOAD PDF

კავკასიური ფარული თამაში

სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე არც ერთი სახემლმწიფოს ძალა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რომელიმე მათგანმა კავკასიის სრული გაკონტროლება შესძლოს ან  ისეთი პარტნიორობის ინიცირება შესძლოს, რაც დანარჩენებისათვის მისაღები  იქნებოდა. ევროკავშირის დაშორებული მდებარეობის და ერთიანი პოლიტიკის  უქონლობის გამო, ასევე აშშ-ს  DOWNLOAD PDF   დაკავებულობის გამო შიდა პოლიტიკური  პროცესებით, კავკასიის მთავარი მოთამაშეები რეგიონის სახელმწიფოები ხდებიან,  რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და მომავალ განვითარებას სერიოზულ  საფრთხეებს უქმნის.  რეგიონის სახელმწიფოთა კონკურენციის გამო შეიძლება წარმოიშვას ისეთი  ვითარება, რომელიც რეგიონის სამივე სახელმწიფოს დააზარალებს და უარესი  სცენარის განვითარების შემთხვევაში ხანგრძლივი კავკასიური ომიც კი შეიძლება  მივიღოთ. ჩამოტვირთეთ   PDF   ფაილი სრულად

საავტორო ღვინო, კოოპერაცია და ქართული ღვინის ინდუსტრიის მომავალი

ძირითადი პირობა, რომელიც “ღვინის სამშობლოს” სახელის დამკვიდრებისათვის საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, შიდა ბაზარზე მცირე მწარმოებელთა მრავალფეროვნების მიღწევაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ღვინის სამშობლოს” სახელწოდებას თავად საქართველოს შიდა ბაზარი უნდა შეესაბამებოდეს, ამის მისაღწევად კი ძირითადი პირობა მცირე მწარმოებელთა და პროდუქტთა მრავალფეროვნებაა... გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე