Skip to main content

კავკასიური ფარული თამაში






სამხრეთ კავკასიის მოსაზღვრე არც ერთი სახემლმწიფოს ძალა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რომელიმე მათგანმა კავკასიის სრული გაკონტროლება შესძლოს ან ისეთი პარტნიორობის ინიცირება შესძლოს, რაც დანარჩენებისათვის მისაღები იქნებოდა. ევროკავშირის დაშორებული მდებარეობის და ერთიანი პოლიტიკის უქონლობის გამო, ასევე აშშ-ს 


დაკავებულობის გამო შიდა პოლიტიკური პროცესებით, კავკასიის მთავარი მოთამაშეები რეგიონის სახელმწიფოები ხდებიან, რაც სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და მომავალ განვითარებას სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. რეგიონის სახელმწიფოთა კონკურენციის გამო შეიძლება წარმოიშვას ისეთი ვითარება, რომელიც რეგიონის სამივე სახელმწიფოს დააზარალებს და უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში ხანგრძლივი კავკასიური ომიც კი შეიძლება მივიღოთ.

ჩამოტვირთეთ PDF ფაილი სრულად




შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის მნიშვნელოვანი გაღრმავება მესამე მხარეების ჩაურევლად და სამხრეთ კავკასიური ალიანსის ჩამოყალიბებისათვის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა მჭიდრო თანამშრომლობა წარმატებით შეაკავებს მოკლევადიან საფრთხეებს და შექმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთკავკასიური ალიანსი რეალურად გაფორმდეს და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მოპოვებაც შესძლოს.

რეგიონის დიდ სახელმწიფოთაგან განსხვავებით, ევროკავშირი და აშშ ის ძალებია, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეალური დამოუკიდებლობით არიან დაინტერესებულნი. აშშ და ევროპა ემხრობიან ისეთ პოლიტიკას, რომელიც რეგიონში რუსეთისა და ირანის შესაძლო ექსპანსიას აღკვეთს და კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსების დივერსიფიცირებული მარშრუტების შექმნას შეუწყობს ხელს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ-კავკასიური სტაბილურობისათვის ძირითად დაბრკოლებას რეგიონის სახელმწიფოთა სისუსტე და გამოუცდელობა წარმოადგენდა, რაც საშუალებას აძლევდა რეგიონის მოსაზღვრე ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს, რომ რეგიონის შიგნით წამქეზებლური პოლიტიკა ეწარმოებინათ და ამ გზით საკუთარი პოზიციები გაემყარებინათ. სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა კონსოლიდაციის გარეშე ასეთი მცდელობების გამორიცხვა არც მომავალში შეიძლება.
 
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთაგან საქართველოს აქვს ყველაზე ხელსაყრელი პოზიცია იმისათვის, რომ ახალ რეგიონულ პოლიტიკას დაუდოს სათავე. საქართველომ უნდა მოახერხოს კავკასიურ დიალოგში ირანის აქტიური ჩართვა, აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით პოზიციების გამყარება და აზერბაიჯანისა და სომხეთის დაყოლიება სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც მოიცავს ძალიან მჭირდო თანამშრომლობას სამხედრო, ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების საკითხებში.....

Comments

Popular posts from this blog

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )

მეღვინეები ზურგს აქცევენ რუსეთის ბაზარს

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება

წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს. გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე