Skip to main content

Posts

ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება!

გუშინ სასამართლომ აღიარა, რომ პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ამით პასუხი გასცა იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების შესრულებით! თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მოწმედ დაბარებული ყველა პოლიციელი მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ მათ ჩემი გადაადგილების აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ! დროა ყველამ - პოლიტიკოსებმაც, პოლიციელებმაც და მოსამართლეებმაც ისწავლონ, რომ უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით! არ შევეგუებით სახელმწიფოს უმოქმედობას, არ შევეგუებით სასამართლოს უპრინციპობას, არ შევეგუებით არაპროფესიონალიზმს სადაც უნდა იყოს ეს - პოლიციაში, ჯარში, სასამართლოში, განათლების სისტემაში თუ ეკონომიკაში. ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება! ჩვენ არ ვართ მაჩანჩალები და არც არავის მათხოვრები, რწმენით, ცოდნითა და შრომისმოყვარეობით, ჩვენი ხელით შევქმნით საკუთარ მომავალს! გუშინ ერთი...

well, თუ მართლა კარასინია ჩვენი ბატონი...

კარასინის დავალების შესაბამისად, ივანიშვილი პოლიციას უკანონოდ სთხოვს, რომ რამე რეაგირება მაინც მოახდინონ ხურვალეთში ჩემს მიერ გამოთქმულ მკაფიო პროტესტთან დაკავშირებით. შედეგად ვიღებთ აი ასეთ არაპროფესიონალურ წერილებს, რაც შეურაცხყოფს პოლიციის ღირსებას, შეურაცხყოფს საზოგადოებას და ანგრევს ძირითად ღირებულებებს, რასაც ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ივანიშვილი აიძულებს პოლიციას, ებრძოლოს საკუთარ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთავრობის უნიათობას აპროტესტებენ, მთავრობას კი რუსებზე მადლობას ახდევინებს, რომ თურმე ისინი „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“. ***  დღეს მომივიდა წერილი, რომლითაც შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო მთხოვს 24 ივლისს გასაუბრების მიზნით მივიდე „სამმართველოს წარმოებაში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გორის რაიონის სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 16 ივლისს მომხდარ ინცინდენტს. წერილში ბევრი რამ არის საყურადღებო. 1)     ბლანკზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 8 (270) 7-37-06. რამდენიმე ...

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახე...

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს. „დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვ...

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ. 1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა....

თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია…

თქვენო უწმინდესობავ, მთელი ცხოვრება ფიქრში გაქვთ გატარებული, ბიბლიას, სახარებას, წმინდა მამათა ნააზრევს ზედმიწევნით იცნობთ, ალბათ, სხვა მრავალი ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურაც წაგიკითხავთ და ღრმად გაგიაზრებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და კარგად იცით, რას ამბობთ და რისკენ მოუწოდებთ ერს. ერი გენდობათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მოღვაწე ბრძანდებით, მსოფლიოს ლიდერებს, გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს პირისპირ ესაუბრებით, ყველაფერი იცით, რაც გარშემო ხდება. ქართული ეკლესია თქვენს ხელში ახლიდან დაიბადა, თქვენს თვალწინ დაიკიდა ერმა ჯვარი, თქვენს სიტყვას უდიდესი წონა აქვს, ერი მოგყვებათ და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. თქვენ ეს კარგად იცით. მე რიგითი ქართველი ვარ, თქვენო უწმინდესობავ. რიგითი ქრისტიანის კვალობაზე სახარებაც კარგად ვიცი და ბიბლიაც, ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურა მეც წამიკითხავს და შეძლებისდაგვარად გამიაზრებია. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს, თქვენო უწმინდესობავ. ურიგოდ არ მიცხო...

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო. ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე. როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩე...