Skip to main content

ცივილიზაცია ცნებებში





"იდიოტები"

„იდიოტი“ (διώτης) ძველ ბერძენთა ენაზე მესაკუთრეს ნიშნავდა. ათენელები მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელთაც მიწები ქალაქის კედლებთან ახლოს ჰქონდათ, ომის საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ: „იდიოტების“ მიუკერძოებლობის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა - მათ საკუთარი მიწები უფრო ადარდებდათ, ვიდრე მთელი ქალაქის ინტერესი. ამ ხალხის აღსანიშნავად სიტყვა „იდიოტი“ (მესაკუთრე) შემდგომ განზოგადა და სწორედ აქედან დარჩა ის თანამედროვე მნიშვნელობით - როგორც ადამიანი, რომელიც დემოსის უსაფრთხოების საერთო ინტერესს არ იზიარებს. თანამედროვე ინგლისურ ლექსიკონებშიც კი „idiot” განმარტებულია არა მხოლოდ როგორც „სულელი“, არამედ - როგორც ასევე „სხვებისგან განსხვავებული“, რაც ამ სიტყვის ისტორიის ანარეკლად შეიძლება მივიჩნიოთ.
სხვათა შორის, შესაძლოა ვინმესთვის საინტერესო იყოს, რომ ქართულითავისუფლებარომ ბერძნულად ვთარგმნოთ, „იდიო-კრატიასანუ (საკუთრი თავის ფლობას და მართვას) მივიღებთ (ίδιος - „საკუთარი“, „თავად“, და κρατέια - „ფლობა“) და ეს სულაც არ არის სიტყვების თამაში. ბერძნული ცნობიერებისთვის ყველაფერი ასოციალური, ყველაფერი ის, რაც პოლისის ფარგლებში ადგილს ვერ პოულობდა, უადგილოდ, ატოპიურად (άτοπος) მიიჩნეოდა და ამავე სიტყვის ფორმააუტოპიაც“, რაც ასევე უადგილობას და, ამდენად, არარეალისტურობას ნიშნავს. ეს სწორედ ის მიმართებაა, რის გამოციდიოტ“-ებს ქალაქის საქმეებში ჩარევას უკრძალავდნენ. ომის დროს ისინი ატოპიურები ხდებოდნენ. მოკლედ რომ მოვჭრათ, ატოპიურობას მიაწერდნენ ხოლმე დემოსს, საკრებულოს მოწყვეტილ მოქალაქეს და სიტყვაიდიოტისწორედ ასეთთა აღსანიშნად შემოგვრჩა..... სრული ტექსტისთვის ჩამოტვირთეთ ფაილი.


Comments

Popular posts from this blog

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )

მეღვინეები ზურგს აქცევენ რუსეთის ბაზარს

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება

წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს. გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე