Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2008

გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისათვის

გამოქვეყნებულია netgazeti.ge -ში აგვისტოში რუსეთმა საქმე ვერ მოამთავრა. ამიტომ საქართველოშიც, რუსეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ძალიან ბევრი მსჯელობა და მკითხაობაა იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. განაახლებს რუსეთი აგრესიას? ვინ და როგორ შეაჩერებს რუსეთს? როგორი იქნება ევროპის, ამერიკის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, მოკლედ, როგორი იქნება მთელი მსოფლიოს მომავალი? ამის გადასაწყვეტად უახლოეს მომავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რა სახის ბალანსი ჩამოყალიბდება აშშ-სა და რუსეთს შორის.