Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2015

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფოს წ