Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2009

9 აპრილი: ტრიუმფი თუ ტრაგედია?

მსჯელობა რადიო თავისუფლების ეთერში   წინ 9 აპრილია. ხელისუფლება და ოპოზიცია გულდასმით ემზადებიან ამ დღისათვის. სურათი ისეთია, რომ კომპრომისი შეუძლებელი ჩანს: ორივე მხარე ბოლომდე აპირებს ბრძოლას. აშკარაა, რომ არათუ დიალოგი, ელემენტარული კომინიკაციაც კი გადაულახავი პრობლემა გახდა. ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე ზოგადი განცხადების მიუხედავად, რომ დიალოგი აუცილებელია, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ვერ იდგმება. ამიტომ, ესკალაცია პიკისაკენ მიექანება. ყველაზე სამწუხარო ამ ვითარებაში ისაა, რომ ნებისმიერი მხარის სრული გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა დღევანდელზე გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ერთის მხრივ, ობიექტურად შეუძლებელია, რომ გამარჯვებული ოპოზიცია არსებულ ეკონომიკურ სიძნელეებს გაუმკლავდეს: ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ჩასატარებელი იქნება ორი არჩევნები, რაც თავისთავად გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიცვლება არაერთი თანამდებობის პირი და ახალდანიშნულების სიტუაციაში გარკვევისათვის გარკვეული დრო იქნება საჭირო, ისედაც ჩამკვდარი ეკონომიკური ა

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ (გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009 )