Skip to main content

ნუ ფიქრობ, მომენდე

ქართული პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენციისა და ცნების შესახებ


(გამოქვეყნდა გაზეთ "ბათუმელებში", 01/04/2009)






სამფეხა ცხენი და უფსკრულის სული

ქვემოთ სერიოზულ თემაზე მინდა ლაპარაკიმაგრამ თავიდან ცოტა გავიღიმოთ:
მათხოვარი ფულს იპოვის და გახარებული ფიქრობსმოდირამე ისეთს მოვიგონებ,რომ ფული სწრაფად გავამრავლო და მთელი სიცოცხლე უზრუნველყოფილი ვიყოო.ამ ფიქრებით იპოდრომს მიადგებაიქ კი დოღისთვის ემზადებიანუყურებსმათხოვარი და ხედავსცხენებს შორის ერთი სამფეხა ცხენი გამორეულამაგრამძალიან უცნაური ისაარომ ერთი ფეხი კი არ აკლიაუბრალოდ _ სამი ფეხი აქვს:ერთი წინერთი შუაში და ერთიც უკანმათხოვარი გაშტერებული უყურებს ამ არსებას,უეცრად სამფეხა ცხენი მისკენ დაიძვრება და ადამიანის ენაზე მიმართავს: `ნუ ფიქრობ,მომენდედადე ჩემზე ფული და ერთბაშად გამდიდრდებიო~. მათხოვარიგაოგნებულიათავი ზღაპარში ჰგონიასამფეხა ცხენი იმდენად ფანტასტიკურიარსებაარომ ძნელია მისი არ ირწმუნოერთი სიტყვითაღტკინებული გავარდება დამთელ ფულს სამფეხა ცხენზე დადებს.

დაიწყება რბოლაპირველივე წამებზე სამფეხა ცხენი უკან ჩამორჩებაის კი არა,ძლივს მიჩაქჩაქებსმაგრამ მათხოვარი მშვიდადაადარწმუნებულიარომ ეს უცნაურიარსება რაღაც სასწაულს მოახდენსსხვა ცხენებმა უკვე რვა წრე დაარტყესმაგრამმათხოვარი მშვიდადაანებაზე გადაწოლილისიგარეტს აბოლებს და ბედნიერებისწამს ელოდებამეცხე წრეც უკანაა _ მათხოვარი მშვიდადაამეათეც მიილია დასამფეხა უკვე მიწაზე გდიაისე რომერთი წრეც არ გაუთავებიადა ამ დროსმათხოვარი მიხვდარომ ყველაფერი დამთავრდაოცნებები წყალში ჩაეყარარაცჰქონდა ისიც დაკარგდა და ისევ მათხოვრად გადაიქცაშეძრწუნებული გადაიჭრებასარბენ ბილიკზემივარდება სამფეხა ცხენს და უშვერად აგინებსთან მოსთქვამსრასმერჩოდირატომ დამღუპეოსამფეხა ცხენი ამ დროს დაბლა გდია და სულს ღაფავს.მათხოვარი აგინებსარ ჩერდებადა უცებ სამფეხა ცხენი ოდნავ მოსულიერდება,წამოწევს თავს და საცოდავი სახით შეეხვეწებავერ შევძელირა ვქნაო.

ახლა მოგიყვებით იმავე ისტორიასოღონდ უფსკრულის სულის (სამფეხა ცხენისშინაგანი ბუნებისთვალით დანახულს:
კაცი მანქანით უფსკრულში გადავარდებათავად როგორღაც გადმოხტება და ცალიხელით ფესვს დაეკიდებაქვემოთ უფსკრულიაუფსკრულის სული მასთანმიფრინდება და ეუბნებანუ ფიქრობმომენდეხელი უშვი მაგ ფესვს და აქედანამოგიყვანოკაცი მიენდობაფესვს ხელს შეუშვებსჩავარდება და ჩაიჩეხებაუფსკრულშიუფსკრულის სული დანაღვლიანებული იქვე ჩამოჯდება დასასოწარკვეთილი ჩაილაპარაკებსრა ვქნაარც გამომდის და ვერც ვეშვები ამსაქმესო.

ნაძვნარის დევი - ძველი ტოტემი

დაახლოებით ასეა ჩვენი საქმეც. "ნუ ფიქრობმომენდეჩვენი დროის ლოზუნგადიქცაეს ჩვენი დროის გმირების ლოზუნგიადა რა ქნას ხალხმარომელსაც სწრაფადგამდიდრება უნდაგანა არ ჯობიაარ იფიქრო და მიენდოვიდრე იფიქრო დაიშრომოჯერ სამფეხა ცხენს იპოვი და აღფრთოვანებული მას მიენდობიმერე სადმეუფსკრულის სული გადაგეყრებათუ ბედმა გაგიღიმაშეიძლება ნაძვნარის დევმაცშემოგთავაზოს სამსახურიჩვენც დავდივართ ასექილა ერბოს ძიებაშირომ მერემისი ბედიც ცაში ყურებასა და სტვენას შევწიროთ.

დღეს ყველა შეთანხმდარომ სააკაშვილი უნდა წავიდესქართული დიალექტიკა ამასშემდეგნაირად განმარტავსთუ სააკაშვილი არ ვარგა.ვარგა ისვინც მასუპირისპირდებახომ შეიძლებარომ მასთან დაპირისპირებულ ადამიანებში ვიღაცასევე არ ვარგოდესმაგრამ ქართულ დიალექტიკას ასეთი "უმნიშვნელო დეტალები"უკვე აღარ აინტერესებსმთავარიარომ გაცხადდა ერთი ჭეშმარიტება _ "სააკაშვილიუნდა წავიდეს". რა მოსატანია აქ ისეთი კითხვებიროგორიცაა: "რა იქნება ხვალ?" "ვინ მოვა ხვალ?" "რისი იმედი აქვთ არარეიტინგულ პოლიტიკოსებსრომლებიცმილიონებს ხარჯავენ?" "რა გზით აპირებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას?" "რატომ არ სვამს ამ კითხვებს დანარჩენი ოპოზიცია?" "რატომ არ სვამენ ამ კითხვებსსაზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები?" უკვე მერამდენედგაჩნდა ახალიტაბუმისი სახელია 9 აპრილიამჯერადაცტაბუს ეჭვქვეშ დაყენება უმოკლესი გზაამიშას აგენტობამდენაძვნარის დევი კლდეზე ზისგასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს დათავისთან გვიხმობს.

ქართული პოლიტ-სიუჟეტისა და ჟანრის პოეტიკა

ქართული პოლიტ-სიუჟეტის სტრუქტურა გენიალურად მარტივიაჩიტს მოაქვს ამბავი;ამ ამბით აღძრული ქართველი პოლიტ-გმირისამფეხა ცხენიიწყებს მოქმედებას;თავგადასავლების შემდეგ გმირი მარცხდებაგმირი ბოდიშს იხდისმინდა მკითხველსგავანდორომ მსოფლიო მითოლოგიებში საქმე ცოტა სხვაგვარადააიქთავგადასავლების შემდეგ გმირი იმარჯვებს და ზეცად მაღლდებაამიტომაქაცყველაფერში ჩვენი გამორჩეულობა ჩანს.
არ ვიციღირს თუ არა დღევანდელი ხელისუფლების შესახებ ცალკე ლაპარაკი,რადგან ისინიც ისევე ზედმიწევნით ექვემდებარებიან ქართული პოლიტ-სიუჟეტისპოეტიკასროგორც მათი ღირსეული კოლეგები ოპოზიციიდანპოლიტიკოსთა ერთიჯგუფირომელიც სამფეხა ცხენებისა და უფსკრულის სულების მაგიერ საკუთარირაციოს ძალას ენდობაალყაშია მოქცეული და მათი ხმა საერთო ჭიხვინში იკარგება.ნაძვნარის დევი კი კლდეზე ზისგასხეპილი ნაძვით ძაფს ართავს და ქირქილითთავისკენ გვიხმობს.

ქართული პოლიტ-ჟანრი მეფისა და გამღივარის (მასხარისსიუჟეტებითაცხასიათდებამეფე და მასხარა ძმები არიანდროებით მასხარა მეფედ იქცევამასყველა შეჰხარისმის ბილწსიტყვაობას ტაშს უკრავსიცინის მის უკბილო ოხუნჯობებზე,აღაფრთოვანებს მისი სიმახინჯე და სიამოვნებს მისი აყროლებული სუნიმსოფლიომითოლოგიებში მასხარა კვდება და მეფის სიცოცხლეს უდებს სათავესქართულრეალობაში კი საქმე სხვაგვარადაა _ ბოდიშებისა და გაწბილებული იმედების გარეშეფონს ვერც აქ გავდივართ.

ჩიტის მოტანილი ამბები

1989 წელს ჩიტმა ხუთი ამბავი მოიტანაპირველირომ საბჭოთა კავშირი ჩვენიმტერიამეორე _ რომ პატიაშვილი რქებიანი სატანაარომელსაც თითოეული რქასამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვიოქროს ასოებით აწერიამესამე _ რომ კომუნისტებთან ბრძოლის ბედი 9 აპრილისლოკალური პროტესტით უნდა გადაწყვეტილიყომეოთხე _ რომ თუ კომუნისტებიწავიდოდნენმერე ყველაფერი კარგად იქნებოდადა მეხუთე _ რომ მოვლენებზეპასუხისმგებელი იყო ხალხი.

1992 წელს ჩიტმა მოიტანა ხუთი ახალი ამბავიპირველი _ რომ ამერიკა და რუსეთიჩვენი მტრები არიანმეორე _ რომ გამსახურდია რქებიანი სატანაარომელსაცთითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებშისატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერიამესამე _ რომ გამსახურდიასთან ბრძოლამხოლოდ იარაღით შეიძლებოდამეოთხე _ რომ გამსახურდია თუ წავიდოდამერეყველაფერი კარგად იქნებოდადა ბოლომეხუთე _ რომ მოვლენებზეპასუხისმგებელი იყო ხალხი.

2003 წელს ჩიტმა მოიტანა კიდევ ხუთი ახალი ამბავიპირველი _ რომ რუსეთი ჩვენიმტერიამეორე _ რომ შევარდნაძე რქებიანი სატანაარომელსაც თითოეული რქასამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებში სატანური რიცხვიოქროს ასოებით აწერიამესამე _ რომ შევარდნაძესთან ბრძოლა ვარდებიანიგადატრიალებით შეიძლებოდამეოთხე _ რომ შევარდნაძე თუ წავიდოდამერეყველაფერი კარგად იქნებოდადა მეხუთე _ რომ მოვლენებზე პასუხისმგებელი იყოხალხი.

დღეს ქართულ პოლიტიკაში ფრინველთა ახალი პარტიააახალი ხუთი ამბითერთიისაარომ ამერიკა ჩვენი მტერიამეორე ისაარომ მიშა რქებიანი სატანაარომელსაცთითოეული რქა სამოცდაშვიდი სანტიმეტრის სიგრძისა აქვს და რქის ძირებშისატანური რიცხვი ოქროს ასოებით აწერიამესამე ისაარომ მიშასთან ბრძოლამხოლოდ 9 აპრილის ლოკალური პროტესტით შეიძლებამეოთხე ისაარომ მიშა თუწავაყველაფერი კარგად იქნებადა მეხუთე კი ისაარომ მოვლენებზეპასუხისმგებლობა ხალხმა უნდა აიღოს.

სამფეხა ცხენის ახალი სათავგადასავლო მზადება

მათხოვარს ბოდიში რომ მოუხადა და ცოტა სული მოითქვასამფეხა ცხენმა საკუთარშინაგან ბუნებასთანუფსკრულის სულთანდაპირისპირება გადაწყვიტამას ამჯერადხუთი ახალი გმირობა აქვს ჩასადენიუნდა თავი დაიხსნას ამერიკისგან და მერენეიტრალიტეტი გამოაცხადოსუნდა გააგდოს მიშაანუ საკუთარი შინაგანი ბუნებაანუუფსკრულის სულიმიშა უნდა გააგდოს 9 აპრილსხალხი უნდა დაარწმუნოსრომმიშას მერე ყველაფერი "მაგრაიქნება დარადგან მაინც სამფეხა ცხენია დაბოლომდე არ ენდობიანხალხს უთხრასრომ ამ ყველაფერს ხალხი თავად აკეთებს.

და რას იზამს ხალხირომელსაც სწრაფად გამდიდრება უნდამერამდენედერწმუნება უფსკრულის სულსან აქვს კი ხალხს სხვა არჩევანი სამფეხა ცხენებისწინამძღოლობის გარდაარის სადმე ნამდვილი დემიურგოსი თუ კარიკატურულიპოლიტიკოსების ამარა ვართ დარჩენილებიდა ბოლოსროგორ ამოვიცნოთდემიურგი?

დემიურგი

დემიურგი ბერძნულად ხალხისთვის მოქმედს ნიშნავსიგივე ფუძე აქვს სიტყვას"ენერგია", რაც იმას ნიშნავსრომ ბერძნულში "ენერგიარაიმე აბსტრაქტულ ძალას კიარ ნიშნავსარამედ – ქმნადობისაკენ მიმართულ ძალასმოგვიანებით,ნეოპლატონურ ტრადიციაშიდემიურგს ღვთაებრივ გონს უწოდებდნენზედმეტწიაღსვლებს თავი რომ ავარიდოთმარტივად ვთქვათ _ დემიურგი საქმით იცნობა,გონიერი საქმითდემიურგს ხალხისთვის სიკეთე მოაქვსმას ცეცხლი მოაქვს ციდან,ადამიანებს ცხოვრებას უადვილებსგანვითარების პირობებს ქმნისგზას უჩვენებს,გზაზე მიუძღვებასათავეს უდებს კულტურასდემიურგი საიდუმლოს გამომცნობელია,ცოდნის მატარებელიაშორსმჭვრეტელი და ხალხისათვის თავდადებული გმირია,რომელიც საკუთარი განლევის ფასად ბადებს სიცოცხლესდემიურგი არ არისქარიზმატული ლიდერიის ხალხის გონიერი მსახურიამას თავიდანვე ენდობიან,რადგან ის საქმით იცნობა.

თვალებდაჭყეტილი სამფეხა ცხენი დემიურგის ანტიპოდიაის ცრუ იმედებს ბადებს,მცდარ გზებზე დაგვატარებსმოგვიწოდებსბოლოს კი ბოდიშს იხდის და პატიებასითხოვსსამფეხა ცხენის მოწოდება ალალბედზე ნასროლი ანკესიაის მხოლოდმაშინ ცოცხლობსთუ ანკესი რამეს გამოსდოსხვა შემთხვევაში მას ფუნქცია არა აქვსდა კვდებამისი სიცოცხლის ნიადაგი წინ გადაგდებული სიტყვაადემიურგი კი ნიადაგსნაკვალევით ქმნისამიტომდემიურგი საქმით იცნობასამფეხა ცხენები კი _ მათისიტყვებით.

შაითან

დღეს ნახევარი საქართველო გაიძახისრომ "მიშა სატანაა". მოქილიკეები ამაზეიცინიან და ხალხის "მითოლოგიურ აზროვნებაზე"  ლაპარაკობენმაგრამ ეს არნიშნავსრომ მის უკან არაფერი იგულისხმება.

სატანა ანუ შაითანი სემიტური წარმოშობის სიტყვააგარდა პირდაპირიმნიშვნელობისარაც "ეშმაკსნიშნავს, "შაითანისეტიმოლოგიაში კიდევ ორი ცნებაიკითხება: "მოხეტიალედა "ბრალმდებელი". ეს ორი ცნება ერთმანეთს ერწყმის"შაითანის", როგორც "თავისუფალი ნების მატარებლისისლამურ გაგებაშისადაც ესსიტყვა ზედსართავ სახელად გამოიყენება და შეიძლება მიემართებოდეს როგორცადამიანებსასევე _ ჯინებსისლამში სწორედ ამ "თავისუფალი ნებითიხსნებაღმერთის წინააღმდეგ შაითან-ჯინის ამხედრების მიზეზიერთი სიტყვითროგორც"მოხეტიალე", შაითანი გზასაცდენილს ნიშნავსსულსრომელიც ეჭვებითშეპყრობილა და გზას ვერ ხედავსუგზო-უკვლოდ დაეხეტება და მის მიმდევრებსაცუფსკრულისაკენ მიაქანებსსაინტერესოარომ "შაითანიუცხოსაც ნიშნავსრაც იმაზემიუთითებსრომ უცხო გზაზე მავალიც შაითანია.

როდესაც არსებობს გზასაცდენილიარსებობს გზაცდა როდესაც არსებობს უცხო გზა,არსებობს საკუთარიცროდესაც ქართველი ამბობს "სატანა", გულისხმობსრომვიღაცა ჩვენს სავალს ასცდაუცხოაამიტომმნიშვნელოვანია იმის მოხაზვათუ რაარ არის უცხო ქართველებისთვისროგორია ქართველთა გზა?
ტრადიციულადამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ისტორიას მიმართავენ ხოლმერაცმთლად სწორი მეთოდი არ არის თუნდაც იმიტომრომ ისტორიის წაკითხვა მრავალიინტერპრეტაციით შეიძლებაამიტომსჯობს აქაც სწორი მეთოდოლოგიითვისარგებლოთ და მსჯელობა ზოგად კატეგორიებს დავუქვემდებაროთ.

იერიქონი

დაახლოებით 120 საუკუნის წინათმდინარე იორდანეს ნაპირზე აშენდა მსოფლიოშიპირველი გალავნიანი ქალაქიიერიქონიეს არის პირველი ადგილისადაცადამიანმა მომთაბარეობა მუდმივ საცხოვრისზე გაცვალაამ ქალაქის პირველ ფენაშიარქეოლოგები დღეს გალავნისშიდაკიბიანი კოშკისა და სამსხვერპლო ტაძრისნაშთებს პოულობენროგორც პირველი გალავნიანი სამოსახლოიერიქონიანთროპოლოგების ყურადღების ცენტრში მოხვდაამიტომ დადგენილიარომ აქხალხის ერთ ადგილზე დამაგრების მიზეზი ნაყოფიერი მიწები გახდაიერიქონისპირველი მოსახლეები იმდენ მოსავალს მოიწევდნენრომ მთელი წელი საკვებისაზრუნავი აღარ ჰქონდათეს გარემოება არ გამოპარვიათ გარშემო მოხეტიალეტომებსრომლებიც შიმშილობის პერიოდში თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენიერიქონის მოსახლეობასამის შედეგი იყო პირველი თავდაცვითი ნაგებობა,იერიქონის გალავანირამაც მსოფლიოში პირველ პოლისს დაუდო სათავე.

საკვებირომლის დასაცავადაც აიგო გალავანიუკვდავების წამლის მსგავსი იყო.გალავანი უკვდავებისათვის აიგომასვე აუგეს ტაძარი და სწირავდნენ მსხვერპლს.პრინციპშიიერიქონი მხოლოდ პირველი გალავნიანი სამოსახლო კი არ არის,არამედ _ ასევე პირველი დამაგრებული სოციუმისსახელმწიფოს სიმბოლოა.იერიქონის მაგალითი საუცხოო ილუსტრაციაა იმისარომ სახელმწიფოსაზოგადოების უკვდავების უზრუნველსაყოფად იქმნებაამიტომროგორიც უნდა იყოსქართველთა გზამისი ბოლო ქართველთა უკვდავება იქნებაამ გზას აცდენილი კიყველა სატანად მოინათლებაეს არის ის პირველირაც ქართველთა გზასთანდაკავშირებით უნდა გაგვერკვია.

ქართველთა გზა

რაში მდგომარეობს ქართველთა უკვდავებარას ვიცავთ და რას უნდა ვიცავდეთ?მარტივი პასუხია _ "ქართველთა იდენტობას". მაგრამრა არის იდენტობა?გავრცელებული წარმოდგენის საპირისპიროდიდენტობა არ უკავშირდება ვიწროდგაგებულ კულტურასუპირველეს ყოვლისაესაა უსაფრთხოების კოლექტიური გაგება,უსაფრთხოებაში კი იგულისხმება ფიზიკურისოციალური და ღირებულებათა სისტემისუსაფრთხოების უზრუნველყოფაამიტომქართველთა გზაც სწორედ ესაა _ სისტემა,რომლითაც დავიცავთ ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებასდავიცავთ ადრე მოპოვებულს,დავიცავთ სამკვიდროსუზრუნველყოფთ სოციალურ კეთილდღეობას დაგანვავითარებთ კულტურასსისტემა მნიშვნელოვანი ცნებააის გულისხმობსსაზოგადოების იმგვარ სტრუქტურირებასსადაც საზოგადოების ყველა ფენასმისთითოეულ ნაწილს თავისი ფუნქცია აქვსეს ფუნქციები კი მიმართულია ჩვენიფიზიკური უსაფრთხოებისსოციალური კეთილდღეობისა და კულტურისგანვითარებისათვის.

გზაზე მთავარი გზის ბოლო არაამნიშვნელოვანი თავად გზააერთი ბერძენი პოეტიითაკაში გამგზავრებულ მგზავრს ურჩევსნუ აჩქარდები, `ინატრეიყოს უსასრულოსავალი შორიო". ოღონდითაკას ნუ დაივიწყებ და გზას ნუ გადაუხვევდა როდესაცუკვე მოხუცებული მიადგები ითაკასსიმდიდრე გზაში უნდა გქონდეს მოხვეჭილი,თავად თაკასაგან კი წყალობას ნუ ელიოეს სიტყვები იმას ნიშნავსრომ შედეგიმიუღწეველია გზის გარეშერადგან გზის გარეშე მიღწეული მიზანი სხვა გზითმიღებული ჯილდოაასეთი ჯილდო კი შაითანისაა.

ამ გზაზე დემიურგოსი უნდა წაგვიძღვესდემიურგოსი კი ისაავინც ქაოსში გზასგამოარჩევს და მას დაადგებავინც შაითანის არამ ჯილდოზე უარს იტყვის და შრომასმიეძალებადა ამას ხალხისთვის გააკეთებსდემიურგოსის გზა გონების თვალითიხილებამას ბრმები ვერ გაყვებიანამიტომქართველთა გზაზე დადგომისთვისგონების თვალი უნდა ავახილოთ და სპილენძი ოქროსაგან გამოვარჩიოთცხელისიტყვების ნაცვლად ცივ გონებას მივედნოთმოწოდებების ნაცვლად _ გასაგებარგუმენტებსეს არის ხალხის პასუხისმგებლობახალხი კლავს დემიურგებს და ხალხიბადებსხალხი კლავს თვალებდაჭყეტილ სამფეხა ცხენებს და ხალხივე ბადებსიქნებ,ამჯერად დემიურგი დავბადოთ.

Comments

Ness said…
ლინკი?????
androbarnovi said…
რა ლინკი :)
სალომე said…
არადა ჩიტი შეიძლება ითქვას არცერთხელ შემცდარა :)
ოღონდ ყველაზე საინტერესო ჩემთვის ამ ჩიტის წარმომავლობაა...
საიდან მოდის ჩიტი ხალხიდან ისტორიის წიგნებიდან, რუსეთიდან, ევროპიდან, ოკეანისპირეთიდან...და ყველა მხრიდან ერთად და მათ შორის ბრძოლა იწყება და ვინც მეტ საჩუქარს მოიტანს ის იმარჯვებს?
ანუ მართლა აიეტი-ფარტაძე/ვეფხისტყაოსან/ქეთევან დედოფალი ქმნიან ქვეყნის მიმართულებებს გარეშე ფაქტორები...
როგორ უნდა გაარჩიოს ხალხმა დემიურგი სამფეხა ცხენისგან?
არ უნდა ეძიოს დემიურგი, ან ბანალურად რომ ვთქვათ საკუთარ თავში აღმოაჩინოს ... არადა მართლაც რომ ყველას უნდა სწრაფი გამდიდრება
androbarnovi said…
დადგა დრო არა? :) უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩიტი არც ამჯერად შეცდა. მე მგონი, ეს ჩიტი ჩვენი უტვინო თავებიდან მოფრინდება ხოლმე.
დემიურგის გამორჩევა ადვილია - ვინც გზას ხედავს და გზაზე მიგიძღვის, ვინც რამეს ქმნის და ხალხისთვის ვისაც შედეგი მოაქვს, დემიურგი ისაა.
სალ said…
საქმეც მაგაშია, რომ გასარკვევია მართლა უტვინო თავით მოფრინდება ხოლმე, თუ მიზანმიმართულად ვინმეს გამოგზავნილია და ამ შემთხვევაშიც ხალხი "არავინ" გამოდის. თუ ჩიტი არავის გამოგზავნილი არაა მაშინ ხალხი გამოდის "უტვინო თავი"...
"ვინც სწორი გზა იცის, ხალხისთვის შედეგი მოაქვს" - პიროვნებებთან გაიგივებული ხნის ძიება არის შეცდომა რასაც უშვებს ყველა განვითარებადი ქვეყანა. დემიურგის ძიების ფენომენში კარგად ჩანს ქართველი ხალხის ფსიქოლოგია - მე ცუდად ვარ, არ ვიცი რა ვქნა, მოვა ვინმე დემიურგი და მიჩვენებს სწორ გზას. გზებს დემიურგები კი არა მკაცრად კონტროლირებული ინსტიტუციები უნდა ქმნიდნენ. და დარწმუნებული ვარ თქვენც ასე ფიქრობთ.
დემიურგი ეს ისე ზღაპრის რომანტიკისთვის :)
არც იმის მჯერა რომ მოვა ვინმე დემიურგის სტატუსითქვეყნის სათავეში და იტყვის - არ მინდა ვიყო თქვენი ერთპიროვნული ხელისუფალი, დე სასამართლომ, პარლამენტმა, მასმედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ შემიზღუდონ ძალაუფლება. ვინაიდან ასე სჯობს ხალხისთვის. :)
androbarnovi said…
არა, სალომე. არასწორად გესმით. თქვენ რასაც დემიურგს უწოდებთ, ჩემთვის ეგ სამფეხა ცხენია :) დემიურგი ლიდერი არ არის, ის მსახურია, რომელიც პატიოსნად შრომობს და ამბიციები არ ახრჩობს.
sal said…
საქმეც მაგაშია. რომ ჩვენში არსებობს მსახურის კი არა წინამძღოლის დაკვეთა. და არჩეულ ლიდერზე ვამყარებთ იმედებს და ვანიჭებთ ძალაუფლებას. და მერე ხდება ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. იმიტომ რომ ბუნებაში არ ხდება თვითშეზღუდვა ძალაუფლების. ეს ამბიცია არაა, ადამიანური ბუნებაა. ალბათ მერკელიც სააკაშვილი გახდებოდა მისი მუდმივი შეზღუდვა რომ არ ხდებოდეს.
androbarnovi said…
ცოტა რთული თემაა მაგრამ ძირითადად გეთანხმებით.

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...