Skip to main content

Posts

Showing posts from 2013

ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!

ძვირფასო მეგობრებო, მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, მშვიდობა და წარმატება თქვენს საქმიანობაში!  2014 წელი განსხვავებული იქნება, საზოგადოებას ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე.  ეს აუცილებელი იქნება, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მომავლის ხედვა, არ აქვს მკაფიო ღირებულებები, საკუთარი ჩრდილის ეშინია და ერთ ადამიანს ემონება. წინ კი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები: უნდა ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, უნდა გავუძლოთ რუსეთის ზეწოლას და გავაფორმოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.  ამიტომ, ახლა მთავარია, გავერთიანდეთ ძირითადი ღირებულებების გარშემო, არ დავუშვათ კორუფციის, ჩამორჩენილობის, სიბნელისა და ძველბიჭური მმართველობის დაბრუნება. სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე განუზომლად დიდია! ევროპაში ვერ შევა ბიუროკრატია, ევროპაში საზოგადოება უნდა შევიდეს და ეს სრულიად განსხვავებულ სტანდარტებს მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან.  და სწორედ ახლა, განსაკუთრებული როლი ახალგაზრდებმა უნდა იტვირთონ - ადამიან

სამოქალაქო სექტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ქართულმა საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც არჩეულ პირს უფლებამოსილებას უჩერებენ, ხალხის არჩევანს სანაგვეში აგდებენ. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს უგულავა ან არ მოსწონდეს, მაგრამ არ შეიძლება მოგწონდეს, როდესაც დემოკრატიის ელემენტარული პრინციპები ფეხქვეშ ითელება. როდესაც ყოფილი მინისტრები ბრალის დამტკიცების გარეშე ციხეში იმყოფებიან, როდესაც არჩეულ მერს უფლებამოსილებას უწყვეტენ, ეს ვერ ჩაითვლება სამართლიანობის აღდგენად და ღირსების დაბრუნებად, ვერ ჩაითვლება უკეთესი დემოკრატიისაკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად. ეს ცალსახად არის უარესი დემოკრატია, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ და ნაბიჯი უკან ჩვენი ევროპული მომავლისგან. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც დამახასიათებელია რუსეთისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ მისი ექსპორტი საქართველოში ასე ენერგიულად დაიწყო და გრძელდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ხალხმა ხმა მისცა უკეთეს დემოკრატიას, პროგრესს, განვითარებას და ევროპულ მომავალს. ჩვენი ქვეყანა "პატარა სოფელი" კი არ არის, არამედ - განვითარების გზაზე მყარად მდგარი საზოგადოე

„არ ვამბობ, რომ ევრაზიის ინსტიტუტი მთავრობასთან ტანდემში მოქმედებს, თუმცა ძალა, რომელიც ორივეს მართავს, რუსეთია“

19 December, 2013   3 საათის და 11 წუთის წინ ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაანონსებულმა სახალხო მოძრაობამ „ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ საქმიანობა დაიწყო. ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო პოლიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ სახალხო მოძრაობის გამგეობის წევრების ერთი ნაწილი - პროფესორი გვანცა კოპლატაძე, გრიგოლ რუხაძე, გულბაათ რცხილაძე, შოთა აფხაიძე და ირაკლი ყიფიანი შიდა ქართლის კონფლიქტური ზონის ქართული სოფლის - ბერშუეთის მოსახლეობას შეხვდნენ. მისივე ცნობით, ქართველი გლეხები რუსეთთან დაახლოების მოთხოვნით გამოდიან. აღნიშნულ ფაქტს თავის ბლოგში  შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა, რომლის აზრით, დამოუკიდებლობის იდეის მიზანმიმართული დისკრედიტაცია დაიწყო. ბარნოვი დღეს სოფელ ბერშუეთს სტუმრობდა და ადგილობრივებს შეხვდა.  “Frontnews” მას უფრო დეტალურად სახალხო მოძრაობის კამპანიაზე, ადგილობრივების განწყობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ესაუბრა.

დაიწყო დამოუკიდებლობის იდეის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

შიდა ქართლის რეგიონში აქტიურად მოძრაობა დაიწყო ევრაზიის ინსტიტუტმა. ვინც იცნობს ამ ორგანიზაციას, ალბათ დამეთანხმება, რომ ძალიან ჰგავს ფსბ-ს ქართულ ფილიალს. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მათ რიგებში საპატრიარქოსთან დაახლოებული პირებიც აქტიურობენ. ორგანიზაციის წარმომადგენლები დადიან ქართულ სოფლებში და ნერგავენ აზრს, რომ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მხოლოდ რუსეთთან დაახლოებით არის შესაძლებელი.  ცინიკურია, რომ ეს ორგანიზაცია ოკუპირებულ რეგიონში გააქტიურდა. სამარცხვინოა, რომ მათ მსმენელი იპოვეს. დამთრგუნველია, რომ ხელისუფლება იმავე რიტორიკას იმეორებს. ხალხი იბნევა. დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის იდეა კვდება. წინ კი გვაქვს უკრაინა...

როცა მთავრობა ჩირგვებში იმალება

როდესაც ხელისუფლებას შიშით ჩირგვებში დამალვა პოლიტიკა გონია, საზოგადოების ვალია, რომ კისერში მოკიდოს ხელი ასეთ ხელისუფლებას და ძალით გამოათრიოს ჩირგვებიდან! საზოგადოებამ დღეს პრინციპულად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ დაძლიონ პუტინის მოწიწება, აღიარონ, რომ ცდებიან, როცა იმალებიან, ხმამაღლა დაუჭირონ მხარი თავისუფლებას და მკაფიოდ გაილაშქრონ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ!  თუ ხელისუფლებას არ ესმის, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერაცაა! დღეს კიევში, ბრიუსელში და ასევე თბილისში გადაწყდება ევროპის მომავალი და არა - მოსკოვში!  ამიტომ, მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს და ისევე გამოვიდეს ქუჩაში უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც კიევში გამოდიან ჩვენი მეგობრები! ეს იქნება უკრაინისა და ჩვენი საკუთარი თავისუფლების მხარდაჭერა, თუმცა ამავდროულად ეს იქნება ჩვენი ნების გამოხატვა, რომ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას და ვართ თავისუფალი საზოგადოება! რომ გვსურს და ხელს ვუწყობთ თავისუფლებას ყველგან, სადაც მისი შეზღუდვის საფრთხე არსებობს -

საკმარისია უგნური ილუზიები!

საქართველოს საგარეო მინისტრმა ალბათ მთავრობის პოზიცია გაახმოვანა როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენები საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს. მე ვთხოვ მთავრობას, რომ კარგად დააკვირდეს, რამ მოიყვანა უკრაინა დღევანდელ დღემდე. ეს არ გააკეთა იანუკოვიჩის მთავრობამ, რომელმაც ცხადად პროდასავლური იუშჩენკო ჩაანაცვლა? ეს იანუკოვიჩის მთავრობა არ იყო, რომელმაც უკრაინის ხალხის ნატოსკენ მისწრაფება შეაჩერა? რომელმაც შეაჩერა რეფორმები მოსკოვის წინაშე ქედი მოიხარა? და რა მიიღო უკრაინამ სამაგიეროდ დამცირებისა და მუქარის მეტი? ქვეყნის დანაწევრების საფრთხის მეტი? თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის მეტი? მე ვთხოვ საქართველოს მთავრობას, რომ გაავლოს პარალელები, იქონიოს გამბედაობა და ხედვა, და გაუძღვეს ჩვენს ერს თავუსუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ და არა - კიდევ კვლავაც რუსეთის მონობისაკენ. საკმარისია უგნური ილუზიები! რწმენაა თავისუფლება და თავისუფლებაა სიცოცხლე! წინ, საქართველო!

ანდრო ბარნოვი: სწრაფი ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო

1.   ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაციოანლურმა მოძრაობამ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისებში მართვის სოლიდური გამოცდილება მიიღო. ახლა ის ოპოზიციაშია და კრიზისები, როგორც ჩანს, გრძელდება. პოლტიკური დაპატიმრებები უკვე დაიწყო. თქვენი აზრით, რა რესურსები აქვს პარტიას იმისთვის რომ კრიზისი დაძლიოს და შეინარჩუნოს ძლიერი ოპოზიციური პარტიის ნიშა. ჩვენ, როგორც საზოგადოება და სახელმწიფო, მძიმე წარსულიდან მოვდივართ. საუკუნეების მანძილზე, არ გვქონდა დამოუკიდებლობა და, ამიტომ, საზოგადოება გადაჩვეულია პოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებას. მეტიც, ჩვენი თვითგადარჩენის ინსტიქტი ასწლეულების მანძილზე სახელმწიფოს უარყოფა იყო, რადგან ეს უცხო სახელმწიფო იყო და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება ვერ გადარჩებოდა ამ უარყოფის გარეშე. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ საზოგადოებამ წინ წამოსწია არაფორმალური ინსტიტუტების მნიშვნელობა, როგორიცაა ოჯახი, სამეგობრო, სამეზობლო, სუფრა, რელიგია და ა.შ. ეს ინსტიტუტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არაფორმალაური კულტურის ნაწილებს წარმოადგენს. იმისათვის, რომ სახელმწიფო შედგეს, ფართო საზოგა

GOVERNOR OF WAR-TORN REGION RESPONDS TO PM'S STATEMENTS

As the governor of the region that was the first casualty of the 2008 war, I am responding to the statements made yesterday by the Prime Minister, precisely from the city of Gori. I would like to urge him, firstly, that if he really does not consider himself a politician (as he noted a number of times in previous speeches) then perhaps he should do his best to avoid making political statements in the future. My intention is not to contend every word or to offend anyone, but when a person of such prominent political stature declares that the 2008 war was instigated by Georgia, this damages our nation, hurting the unity of our society and the image of our country.

შიდა ქართლის გუბერნატორი პრემიერ–მინისტრის განცხადებებს პასუხობს

როგორც იმ რეგიონის გუბერნატორი, რომელიც 2008 წლის ომის უპირველესი მსხვერპლი გახდა, მინდა, სწორედ აქედან, გორიდან შევეხმიანო პრემიერის გუშინდელ განცხადებებს. პირველ რიგში, მინდა მას ვთხოვო, რომ თუ მართლაც არ მიიჩნევს თავს პოლიტიკოსად, როგორც გუშინ უკვე მერამდენედ აღნიშნა, მაშინ იქნებ, პოლიტიკურ განცხადებებს მაქსიმალურად აარიდოს თავი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს სიტყვაზე გამოვეკიდო, ან, მითუმეტეს, შეურაცხყოფა მივაყენო. მაგრამ როდესაც ადამიანი ძალიან მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობს და როდესაც ის უაპელაციოდ აცხადებს, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას, აზიანებს საზოგადოების ერთიანობას და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ

მთავრობის მიერ შემოთავაზებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საინტერესოა მრავალი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სფერო ვერ განვითარდება, იმიტომ, რომ სფეროს განვითარების გარეშე მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონე ვერ ამოიწევს, არ გაჩნდება სპეციალიზაცია, სოფელ ადგილები არ განიცდის ურბანიზაციას და მრავალი სხვა მიზეზის გამო, ეს პროექტი საინტერესო პროექტია.