Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2010

ცივილიზაცია ცნებებში

ჩამოტვირთეთ გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

კრიტიკამ ევროკავშირის წარმომადგენლები გაანაწყენა

VI საერთაშორისო კონფერენციაზე " საქართველოს ევროპული გზა " პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის კრიტიკამ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა ერთგვარი განაწყენება გამოიწვია . " მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე და ამდენად , შემიძლია , საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები ხმამაღლა და თავშეუკავებლად გამოვთქვა . ქართულმა მხარემ რუსულ - ქართული პრობლემების მოგვარების სტრატეგია შეიმუშავა და ევროკავშირმა აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაში საქართველოს ქმედითი დახმარება უნდა გაუწიოს და არა მხოლოდ სიტყვიერი . წარმოუდგენელია , ოკუპანტ ქვეყანას გამანადგურებელი იარაღი მიჰყიდო მაშინ , როდესაც ომში ჩართულ საქართველოს თავდაცვის იარაღსაც კი არ სთავაზობ . ასევე გაოცებას იწვევს ის გარემოება , რომ საქართველოს ოკუპირებული ქვეყანა ჰქვია , თუმცა გამუდმებით გვახსენებენ , რომ საქართველომ აგვისტოში " არასწორი რაღაცეები გააკეთა ", - განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლის დასრულების შემდეგ ბარნოვმა " პირWელთან " საუბრისას და