Skip to main content

Posts

Showing posts from 2014

ზაზა ბიბილაშვილის "დრუსილას" შესახებ

„დრუსილა“ წავიკითხე და დავფიქრდი. რამდენი გაიგებს ამ რომანის ნამდვილ აზრს? რამდენად გასაგონი იქნება მათი ხმა ხმაურში, რომელიც ვერ-გამგებთაგან წამოვა? ხმაურის მიზეზს რომანი ნამდვილად იძლევა, მაგრამ ეს მათთვის, ვინც თავს სიუჟეტის გმირებად წარმოიდგენს, ვინც ტექსტის მძევლად იქცევა, ვინც არ იცის, რა არის ლიტერატურის კითხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რომანს „არა-ცხებულნი“ არ წაიკითხავენ. ცხადია, წაიკითხავენ და ბევრსაც იხმაურებენ, თუმცა გავა ხანი და ისინი სადღაც ამოიკითხავენ, რომ ზაზა ბიბილაშვილის რომანი „დრუსილა“ რომელიღაც ეპოქის საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებათა შორის დასახელდა. ბევრი იამაყებს, რომ ჩვენ ზაზა გვყავს, ოღონდ წიგნის წაუკითხავად. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის წიგნი მცირედთათვის. მის მკითხველს კარგი ლიტერატურული გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე „დრუსილას“ წაკითხვას აზრი არა აქვს. „დრუსილა“ მითივით უნდა წავიკითხოთ. მითივით, რადგან „დრუსილა“ მითია, რომელმაც საიდუმლოს შესახებ უნდა გვიამბოს. ყველაფერი, რაც რომანში ხდება, მითოსური ფუნქციები და ალეგორიებია - ეს მათთვის, ვ

თუნუქის ყუთი

იმ ზაფხულს ექვსი წლის შევსრულდი, იმ დღეებში კი დედაჩემის მშობლიურ სახლში ვისვენებდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები... ცხადია, პაპა დათა და ბებია ნუცა - ყველა იქ იყო. პაპაჩემის სახლი დიდი სახლია, კარგი სახლი. ახლა მომვლელი აღარავინაა და ვერანდება იქაურობა, მაგრამ მაშინ სოფელში საუკეთესო სახლი იყო ნამდვილად. ჩემი და ჩემზე უმცროსია ერთი წლით, ანუ მაშინ ხუთი წლისა იქნებოდა. ერთი ბიძაშვილი ერთი წლით უფროსია და, შესაბამისად, შვიდი წლის გამოდის. მისი და, ჩემი მეორე ბიძაშვილი, ჩემზე ცხრა წლით უფროსია და, მაშასადამე, მაშინ თხუთმეტი წლისა იქნებოდა უკვე. იმ დღეს კიდევ ერთი ახლო ნათესავი იყო სტუმრად, ასევე ჩვენხელა შვილით. ისიც შვიდი წლისა იქნებოდა მაშინ. 1980 წლის ზაფხული იდგა და მთელი ეს დიდი ოჯახი ზაფხულის ნეტარებით იყო მოცული. მშობლები, შვილები - ყველა ვისვენებდით. ყოველ საღამოს სტუმრები მოდიოდნენ. პაპაჩემი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ოჯახის ქალები პაპაჩემის ხელმძღვანელობით, ყოველ საღამოს დიდ სუფრას შლიდნენ, იყო გაუთავებელი ჭურჭლის წკრიალი და საჭმლის წვა და ხარშვა.

თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია…

თქვენო უწმინდესობავ, მთელი ცხოვრება ფიქრში გაქვთ გატარებული, ბიბლიას, სახარებას, წმინდა მამათა ნააზრევს ზედმიწევნით იცნობთ, ალბათ, სხვა მრავალი ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურაც წაგიკითხავთ და ღრმად გაგიაზრებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და კარგად იცით, რას ამბობთ და რისკენ მოუწოდებთ ერს. ერი გენდობათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მოღვაწე ბრძანდებით, მსოფლიოს ლიდერებს, გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს პირისპირ ესაუბრებით, ყველაფერი იცით, რაც გარშემო ხდება. ქართული ეკლესია თქვენს ხელში ახლიდან დაიბადა, თქვენს თვალწინ დაიკიდა ერმა ჯვარი, თქვენს სიტყვას უდიდესი წონა აქვს, ერი მოგყვებათ და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. თქვენ ეს კარგად იცით. მე რიგითი ქართველი ვარ, თქვენო უწმინდესობავ. რიგითი ქრისტიანის კვალობაზე სახარებაც კარგად ვიცი და ბიბლიაც, ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურა მეც წამიკითხავს და შეძლებისდაგვარად გამიაზრებია. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს, თქვენო უწმინდესობავ. ურიგოდ არ მიცხო

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო. ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე. როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩე

რისთვის იბრძვის მიხეილ სააკაშვილი?

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში მიიწვიეს „უკრაინის კრიზისის“ შესახებ ლექციის წასაკითხად. ფრიბურგში რამდენიმე მეგობარი ჩავედით, რომ მიშა გვენახა და ლექციას დავსწრებოდით. წინა დღე თავისუფალი გვქონდა და მთლიანად ამ თემებზე საუბარს დავუთმეთ, მეორე დღეს კი მიშა ათასამდე ფრიბურგელ სტუდენტს უზიარებდა საკუთარ ხედვებს. ვუსმენდი ლექციას და ვგრძნობდი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ესმის ის, რაზეც მიშა ლაპარაკობს. ხალხს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია და გადავწყვიტე, მცირე სტატიით გარკვეულწილად შევავსო ეს სიცარიელე. *** 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველომ აზროვნება და მოქმედება შეწყვიტა. ჩვენ დავიწყეთ ცურვა დინების მიმართულებით, ისე, რომ სვლის დასაჩქარებლად ნიჩბის მოსმაც კი გვეზარება, საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაზე კი ფიქრისაც გვეშინია. არადა, დამოუკიდებლობის მცირე პერიოდზე თვალის გადავლება ზუსტად გვიჩვენებს, რა პირობებში ხდებოდა შესაძლებელი განვითარება. ეს პერიოდი რომ გავიაზროთ, უნდა შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ,

ერთი ცუდი დღე და საშინელი ორი წელი

დღეს ცნობილი გახდა ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე უგუნური გადაწყვეტილების შესახებ.  1.    სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ 2.    თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ გაყიდოს ჩვენს არსენალში არსებული სუ-25-ები. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ როდესაც ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე სააკაშვილმა გამოაცხადა, მთავრობა დელტას კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემას და გაყიდვას აპირებსო, გამოვარდნენ მინისტრები, მეოცნებე დეპუტატები და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ გავიდა წელიწადზე ნაკლები, მთავრობამ მართლაც გადასცა დელტა ეკონომიკის სამინისტროს და საწარმოს მუშაობა სრულიად გააჩერეს. მართალია, ვერ გაყიდეს და თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ დელტას გაყიდვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მცდელობა გრძელდება, საწარმო კი უქმად დგას. ასეა თუ ისე, მთავრობის უტიფარმა ტყუილმა ისე ჩაიარა, ბევრმა ვერ შეამჩნია. ამასობაში კრემლში მშვიდად არიან (არ ვანერვიულებთ), ჩვენი თავდაცვის მრეწველობა კი იძირებ

The government is legitimizing an occupant by its silence on Olympic games. It’s time for the society to act

Georgia’s society remembers me making a number of statements about the Sochi Olympics and speaking against sending there our sportsmen and official delegation. Also, more than 28 thousand people signed the petition during the October campaign to boycott Sochi Olympics. Today, I would like to address our people once again: Unfortunately, the passive position of our Government provides that Russian-held Olympic Games will be sold in Russia as Putin’s unconditioned victory and will further legitimize the aggressor while increasing the danger to our European future. It must be believed that from March, Putin will launch increasing pressure on Georgia to force our government to leave European integration plans and become Russia’s backyard again. We see the officials of seven European countries boycotting the Sochi Olympics, but nobody mentions Georgia’s occupation by Russia among the reasons. The voice of Georgia has been muted! This is the result of the terrible work o