Skip to main content

Posts

Showing posts from 2010

დღეს და ხვალ...

ბატონო ანდრო, საპარლამენტო უმრავლესობასთან ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გაურკვეველი დარჩა ხელისუფლებაში დარჩენის რა გზას აირჩევს სააკაშვილი. თქვენი ვარაუდით, 2013 წლის შემდეგ, როგორი შეიძლება იყოს სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი მართლაც საინტერესოა. როგორც ბევრი ცდილობს, მე ვითარების გამარტივების მომხრე არა ვარ. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის გარდა, არაფერი აინტერესებს.

აზერბაიჯანი მიზანში

რუსეთმა   ახალი ხელშეკრულება   გააფორმა ერევანთან . როგორც ამბობენ , ამ შეთანხმებით მოსკოვი სომხეთის დაცვის ვალდებულების აღებას აპირებს . რატომ აკეთებს რუსეთი ამას ? რატომ სჭირდება სომხეთთან ისედაც აწყობილი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება და ფორმალურად დამაგრება ? რას უნდა ველოდოთ ამ სვლის შემდეგ ? ვფიქრობ , ამ სვლის გაკეთებისას კრემლი არა სომხეთზე , არამედ აზერბაიჯანზე ფიქრობს . რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ - სომხეთის მოლაპარაკებები , გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე - ისე რომ ოფიციალურად მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს . ახლა რუსეთს სჭირდება , რომ ამგვარი შეთანხმების სამომავლო შესაძლებლობა აღმოფხვრას . ამიტომ , აგვისტოშივე გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას სომხეთთან , დააფიქსირებს სომხეთის ერთგულებას , ვალდებულებებს ერევანსაც დააკისრებს , თავად კი მაშინვე შეტრიალდება და ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას . რუსეთი მზად იქნება , რომ ყარაბაღის 5 რაიონი დათმოს ,

ისინი ემზადებიან... თავდაცვისთვის

"ჩვენ უსაფრთხოების ორმხრივი პრობლემა გვაქვს: ხელისუფლება იბრძვის იმისათვის, რათა გარედან უზარმაზარ შემოტევას გაუძლოს, ამ დროს კი, მას შიგნიდან აცლიან საყრდენს - საზოგადოების მის წინააღმდეგ ამხედრების საშუალებით; დეზინფორმაციის გავრცელების, პანიკის დათესვის საშუალებით. როდესაც გესმის პოლიტიკის შიდა ლოგიკა, და ის, თუ როგორ მოიპოვება ძალა; როგორ ურთიერთქმედებენ ძალაუფლების სუბიექტები; როცა აკვრიდები ტენდენციებს, ამის შემდეგ ცხადია, ხედავ მოვლენათა განვითარების სცენარებს. ბუნებრივია, ხელისუფლებას ამ ყველაფრის მიღმა კონკრეტული ინფორმაციაც აქვს. ნაწილი მეც მაქვს, რასაკვირველია..." - "მთელი კვირის" შეკითხვებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი პასუხობს >>>

New Features of Georgian Foreign Policy

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და პროგნოზები არც წინასწარმეტყველებაა და არც ზუსტი კალკულაციის შედეგი ასეთი რამ პოლიტიკაში შეუძლებელია თუმცა , მნიშვნელოვანია ტენდენციების აღწერა და პროგნოზირების მცდელობა, რადგან მსოფლიო პოლიტიკაში მართლაც ბევრი ისეთი რამ ხდება , რასაც არაერთი პოლიტიკოსი , პოლიტოლოგი , ჟურნალისტი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ტრადიციულ პასუხებს ვეღარ არგებს... გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

უტოპიზმებსა და ანაქრონიზმებს შორის...

ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ორი გავლენიანი პოლიტიკოსის მსჯელობას დავესწარი. ცხადია, იქ ჩემს გარდა კიდევ იყო ხალხი, ეს ორნი კი ერთ-ერთი რეგიონის მომავალზე მსჯელობდნენ, კითხვებს პასუხობდნენ და ამ რეგიონის მომავლისადმი სრულიად ინოვაციური მიდგომების გამო აუდიტორიის მღელვარებას უმკლავდებოდნენ. მე ხმას არ ვიღებდი და ვცდილობდი, მათი ფილოსოფიის დედააზრს ჩავწვდომოდი, ბოლოს კი, საუბარი რომ დაასრულეს, უფრო ახალგაზრდასთან მივედი და ვკითხე: "როგორ გგონიათ, თქვენი ძალიან საინტერესო იდეების რეალიზებისათვის საკმარისი თუა რეგიონში იმ ძირითადი მოთამაშეების რაოდენობა, რომლებიც, თქვენივე შეფასებით, მხარს დაუჭერდნენ ამ იდეებს?“ არ ვიცი, სხვებიც მისმენდნენ თუ რა იყო, მაგრამ დარბაზში მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა ჩემს თანამოსაუბრეს მიაჩერდა >>>> წაიკითხეთ სრულად  azrebi.ge -ზე

ჩვენი იდენტობა, დემოკრატია და უსაფრთხოება

წინა წერილში („ცივილიზაცია ცნებებში“) ვეცადე მეჩვენებინა, რომ დემოკრატია ნიშნავს არა ხალხის, არამედ - თემის მმართველობას, ამის ალტერნატივა კი ბრბოს მმართველობაა; რომ თემის ჩამოსაყალიბებლად არ არის საკმარისი არჩევნები, რადგან თემისთვის იდენტობაა განმსაზღვრელი; რომ ინდივიდის თავისუფლება მხოლოდ თემის, სოციალური ორგანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი; რომ ბარბაროსობაა ირაციონალურობა, ცივილიზაცია კი რაციონალურია; და რომ „იდიოტია“, ყველა, ვინც თემის ინტერესებს არ ითვალისწინებს. გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

ახალი სტრატეგია და სიტუაცია ავღანეთში

ჩემი აზრით...

ცივილიზაცია ცნებებში

ჩამოტვირთეთ გამოქვეყნება აკრძალულია სპეციალური თანხმობის გარეშე

კრიტიკამ ევროკავშირის წარმომადგენლები გაანაწყენა

VI საერთაშორისო კონფერენციაზე " საქართველოს ევროპული გზა " პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის კრიტიკამ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა ერთგვარი განაწყენება გამოიწვია . " მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე და ამდენად , შემიძლია , საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები ხმამაღლა და თავშეუკავებლად გამოვთქვა . ქართულმა მხარემ რუსულ - ქართული პრობლემების მოგვარების სტრატეგია შეიმუშავა და ევროკავშირმა აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაში საქართველოს ქმედითი დახმარება უნდა გაუწიოს და არა მხოლოდ სიტყვიერი . წარმოუდგენელია , ოკუპანტ ქვეყანას გამანადგურებელი იარაღი მიჰყიდო მაშინ , როდესაც ომში ჩართულ საქართველოს თავდაცვის იარაღსაც კი არ სთავაზობ . ასევე გაოცებას იწვევს ის გარემოება , რომ საქართველოს ოკუპირებული ქვეყანა ჰქვია , თუმცა გამუდმებით გვახსენებენ , რომ საქართველომ აგვისტოში " არასწორი რაღაცეები გააკეთა ", - განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლის დასრულების შემდეგ ბარნოვმა " პირWელთან " საუბრისას და

რონ ასმუსის წიგნის შესახებ

- რონალდ ასმუსის წიგნმა "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. `ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა." - წერს წიგნში ავტორი. ჯდება თუ არა ეს ფაქტები მაშინდელ მოვლენათა მსველობის ლოგიკაში? პუტინის ტრაბახი, მგონი, ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. მაგრამ ზოგადად ყველაფერი ჯდება, ყველაფერი რეალური ჩანს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკა ინტერვენციის სცენარსაც განიხილავდა. გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი რამ არც კი განხილულიყო. სცენარი ალბათ ბევრი განიხილებოდა, მაგრამ მთავარი ხომ მაინც ისაა, რაც საბოლოოდ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ეს წიგნი კარგადაა წასაკითხი, ასე ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა ძნელია. გუშინვე ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე და ზოგს ისე ესმის, თითქოს პუტინს ბუშმა უბიძ