Skip to main content

Posts

Showing posts from 2015

ფართოდ გახელილი თვალები

“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა

ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება!

გუშინ სასამართლომ აღიარა, რომ პოლიციელისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ამით პასუხი გასცა იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების შესრულებით! თუმცა საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნად ჩათვალა იმის მიუხედავად, რომ მოწმედ დაბარებული ყველა პოლიციელი მკაფიოდ აფიქსირებდა, რომ მათ ჩემი გადაადგილების აკრძალვის უფლება არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გავასაჩივრებ! დროა ყველამ - პოლიტიკოსებმაც, პოლიციელებმაც და მოსამართლეებმაც ისწავლონ, რომ უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით! არ შევეგუებით სახელმწიფოს უმოქმედობას, არ შევეგუებით სასამართლოს უპრინციპობას, არ შევეგუებით არაპროფესიონალიზმს სადაც უნდა იყოს ეს - პოლიციაში, ჯარში, სასამართლოში, განათლების სისტემაში თუ ეკონომიკაში. ჩვენ ვაშენებთ ძალიან მაგარ ქვეყანას და მალე ყველა ამ ფერხულში ჩაებმება! ჩვენ არ ვართ მაჩანჩალები და არც არავის მათხოვრები, რწმენით, ცოდნითა და შრომისმოყვარეობით, ჩვენი ხელით შევქმნით საკუთარ მომავალს! გუშინ ერთი

well, თუ მართლა კარასინია ჩვენი ბატონი...

კარასინის დავალების შესაბამისად, ივანიშვილი პოლიციას უკანონოდ სთხოვს, რომ რამე რეაგირება მაინც მოახდინონ ხურვალეთში ჩემს მიერ გამოთქმულ მკაფიო პროტესტთან დაკავშირებით. შედეგად ვიღებთ აი ასეთ არაპროფესიონალურ წერილებს, რაც შეურაცხყოფს პოლიციის ღირსებას, შეურაცხყოფს საზოგადოებას და ანგრევს ძირითად ღირებულებებს, რასაც ეყრდნობა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ივანიშვილი აიძულებს პოლიციას, ებრძოლოს საკუთარ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთავრობის უნიათობას აპროტესტებენ, მთავრობას კი რუსებზე მადლობას ახდევინებს, რომ თურმე ისინი „ჩვენს დროშას პატივისცემით მოექცნენ“. ***  დღეს მომივიდა წერილი, რომლითაც შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველო მთხოვს 24 ივლისს გასაუბრების მიზნით მივიდე „სამმართველოს წარმოებაში არსებულ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გორის რაიონის სოფ. ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 16 ივლისს მომხდარ ინცინდენტს. წერილში ბევრი რამ არის საყურადღებო. 1)     ბლანკზე მითითებულია ტელეფონის ნომერი 8 (270) 7-37-06. რამდენიმე წელია, ამ ნომე

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფოს წ