Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2009

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ

ბარაკ ობამას პოლიტიკა და საქართველო

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის პირველ შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ანდრო ბარნოვს ესაუბრა - ბატონო ანდრო, როგორ შეაფასებდით აშშ-ს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის პირველ შედეგებს? - ობამას ვიზიტი რუსეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტამდე სულ იმაზე იყო საუბარი, დაიწყებოდა თუ არა ომი რუსეთთან. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში ომს არ უნდა ველოდოთ და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. ახლა რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელოს, ეს პირდაპირ ამერიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია იქნება და არ მგონია ამაზე რუსეთი წავიდეს. სწორედ ამის გამო, ამ ეტაპზე ომის განახლებას პრაქტიკულად გამოვრიცხავ. იხ. სრული ინტერვიუსთვის მუდმივი ბმული