Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2009

სარკოზი, მედვედევი, ალასანია და ზვიად ქორიძე

- მე იმის თქმა შემიძლია, რომ არსებული ვერტიკალის მოქმედების ლოგიკა მართლაც შესაცვლელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ იმავდროულად უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ცვლილებების უნარი აქვს. ქვეყნის ინტერესების გატარებით მოტივირებულ ადამიანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლება მართლაც შეძლებს ცხოვრებაში ცვლილებების გატარებას. მე ამას არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, რომ ამის გარკვეული ნიშნები შესაძლოა უკვე ჩანდეს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანლის დანიშვნა. კარგია, როცა ხელისუფლება, ახალი ობმუდსმენი, საუბრობენ ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვაზე. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვინ დაინიშნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანლად. ვუსმენდი მაუწყებლის ხელმძღვანელების კანდიდატების დებატებს და სრულიად ნათელი გახდა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანლის თანამდებობაზე აბსოლუტურად სოლიდური კანდიდატურაა ზვიად ქორიძე. გარდა იმისა, რომ ქორიძე არის კარგი ჟურნალისტი და კარგად აქვს ჩამოყალიბებული, როგორი ინდა იყოს პირველი არხი, ის დაბალანსებულ