Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2009

გადატვირთვა და საქართველო

ნახეთ ვიდეო

ანტისარაკეტო ისტერიის ხიბლი

ალბათ შეამჩნიეთ, რომ მედვედევის რეაქცია ობამას გადაწყვეტილებაზე ძალიან კორექტული და კეთილგანწყობილი იყო, მან თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთი ყურადღებით მოეკიდება ამერიკის ინტერესებს, როგორც ეს ობამამ გააკეთა რუსეთის მიმართ. პუტინმა კი ობამას გადაწყვეტილება ცივად მიიღო და მაშინვე შემდგომი დათმობები მოითხოვა. პუტინს კარგად ესმის, რომ მისი რეაქცია ურთიერთობების დათბობას ხელს უშლის, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. გარწმუნებთ, ეს შემთხვევით არ ხდება. პუტინისთვის დამღუპველია სიტუაცია, სადაც რუსეთს მტერი არ ყავს. პუტინი თავიდანვე ამ რიტორიკით მოვიდა რუსეთის სათავეში და დღესაც ამავე იმიჯით აგრძელებს მოღვაწეობას. ეს არის შურისმაძიებელი, დაუნდობელი, აგრესიული, აქტიური და შეუპოვარი ლიდერის იმიჯი, რომელიც სისხლში ახრჩობს რუსეთის მტრებს და უცერემონიო ქედმაღლობით ელაპარაკება მსოფლიოს ლიდერებს. სხვა საქმეა მედვედევი, რომელიც რაციონალური, ინტელექტუალური, ლიბერალური და ცივილიზაციისაკენ მიდრეკილი ლიდერის იმიჯს იქმნის და მის შინაგან ბუნებასთანაც ეს იმიჯი უფრო ახლოა. ვფიქრობ, ზედმეტია მტკიცება, რომ ობამას მედვედევთ