Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2010

რონ ასმუსის წიგნის შესახებ

- რონალდ ასმუსის წიგნმა "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. `ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა." - წერს წიგნში ავტორი. ჯდება თუ არა ეს ფაქტები მაშინდელ მოვლენათა მსველობის ლოგიკაში? პუტინის ტრაბახი, მგონი, ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. მაგრამ ზოგადად ყველაფერი ჯდება, ყველაფერი რეალური ჩანს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკა ინტერვენციის სცენარსაც განიხილავდა. გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი რამ არც კი განხილულიყო. სცენარი ალბათ ბევრი განიხილებოდა, მაგრამ მთავარი ხომ მაინც ისაა, რაც საბოლოოდ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ეს წიგნი კარგადაა წასაკითხი, ასე ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა ძნელია. გუშინვე ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე და ზოგს ისე ესმის, თითქოს პუტინს ბუშმა უბიძ