Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2010

აზერბაიჯანი მიზანში

რუსეთმა   ახალი ხელშეკრულება   გააფორმა ერევანთან . როგორც ამბობენ , ამ შეთანხმებით მოსკოვი სომხეთის დაცვის ვალდებულების აღებას აპირებს . რატომ აკეთებს რუსეთი ამას ? რატომ სჭირდება სომხეთთან ისედაც აწყობილი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება და ფორმალურად დამაგრება ? რას უნდა ველოდოთ ამ სვლის შემდეგ ? ვფიქრობ , ამ სვლის გაკეთებისას კრემლი არა სომხეთზე , არამედ აზერბაიჯანზე ფიქრობს . რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ - სომხეთის მოლაპარაკებები , გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე - ისე რომ ოფიციალურად მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს . ახლა რუსეთს სჭირდება , რომ ამგვარი შეთანხმების სამომავლო შესაძლებლობა აღმოფხვრას . ამიტომ , აგვისტოშივე გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას სომხეთთან , დააფიქსირებს სომხეთის ერთგულებას , ვალდებულებებს ერევანსაც დააკისრებს , თავად კი მაშინვე შეტრიალდება და ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას . რუსეთი მზად იქნება , რომ ყარაბაღის 5 რაიონი დათმოს ,

ისინი ემზადებიან... თავდაცვისთვის

"ჩვენ უსაფრთხოების ორმხრივი პრობლემა გვაქვს: ხელისუფლება იბრძვის იმისათვის, რათა გარედან უზარმაზარ შემოტევას გაუძლოს, ამ დროს კი, მას შიგნიდან აცლიან საყრდენს - საზოგადოების მის წინააღმდეგ ამხედრების საშუალებით; დეზინფორმაციის გავრცელების, პანიკის დათესვის საშუალებით. როდესაც გესმის პოლიტიკის შიდა ლოგიკა, და ის, თუ როგორ მოიპოვება ძალა; როგორ ურთიერთქმედებენ ძალაუფლების სუბიექტები; როცა აკვრიდები ტენდენციებს, ამის შემდეგ ცხადია, ხედავ მოვლენათა განვითარების სცენარებს. ბუნებრივია, ხელისუფლებას ამ ყველაფრის მიღმა კონკრეტული ინფორმაციაც აქვს. ნაწილი მეც მაქვს, რასაკვირველია..." - "მთელი კვირის" შეკითხვებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი პასუხობს >>>