რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში მიიწვიეს „უკრაინის კრიზისის“ შესახებ ლექციის წასაკითხად. ფრიბურგში რამდენიმე მეგობარი ჩავედით, რომ მიშა გვენახა და ლექციას დავსწრებოდით. წინა დღე თავისუფალი გვქონდა და მთლიანად ამ თემებზე საუბარს დავუთმეთ, მეორე დღეს კი მიშა ათასამდე ფრიბურგელ სტუდენტს უზიარებდა საკუთარ ხედვებს. ვუსმენდი ლექციას და ვგრძნობდი, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ესმის ის, რაზეც მიშა ლაპარაკობს. ხალხს უბრალოდ არ აქვს ინფორმაცია და გადავწყვიტე, მცირე სტატიით გარკვეულწილად შევავსო ეს სიცარიელე. *** 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველომ აზროვნება და მოქმედება შეწყვიტა. ჩვენ დავიწყეთ ცურვა დინების მიმართულებით, ისე, რომ სვლის დასაჩქარებლად ნიჩბის მოსმაც კი გვეზარება, საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვაზე კი ფიქრისაც გვეშინია. არადა, დამოუკიდებლობის მცირე პერიოდზე თვალის გადავლება ზუსტად გვიჩვენებს, რა პირობებში ხდებოდა შესაძლებელი განვითარება. ეს პერიოდი რომ გავიაზროთ, უნდა შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენს ირგვლივ,...
QUOD SCRIBAM, ET QUOD DICO