Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2012

ღია წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას

ბატონო მინისტრო , თქვენთვის ალბათ ცნობილია , რომ 2010 წლის 29 ნოემბრიდან მე ვხელმძღვანელობდი   საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას , ხოლო 2011 წლის 9 ივლისს დავინიშნე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და ჩემს საკურაციო სფეროში შემოვიდა წრთვნებისა და სამხედრო განათლების სისტემა მთლიანად , ანალიტიკური დეპარტამენტი და საკადრო პოლიტიკა . ეს უკანასკნელი გულისხმობდა არა კონკრეტული ადამიანების დანიშვნა - განთავისუფლებას , არამედ - სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებას . ამავდროულად , პარალელურად ვაგრძელებდი თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 2 ივლისამდე , ანუ იმ დრომდე , როდესაც მე ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა . ჩამოტვირთეთ pdf ფაილი Download PDF in English ამ პერიოდში საშუალება გვქონდა , უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვედგა სამივე სფეროში , მაგრამ   აუცილებელია , რომ ყველა მიმართულებით საქმე ბოლომდე