Skip to main content

ღია წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ალასანიას

ბატონო მინისტრო,

თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ 2010 წლის 29 ნოემბრიდან მე ვხელმძღვანელობდი 
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, ხოლო 2011 წლის 9 ივლისს დავინიშნე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და ჩემს საკურაციო სფეროში შემოვიდა წრთვნებისა და სამხედრო განათლების სისტემა მთლიანად, ანალიტიკური დეპარტამენტი და საკადრო პოლიტიკა. ეს უკანასკნელი გულისხმობდა არა კონკრეტული ადამიანების დანიშვნა-განთავისუფლებას, არამედ - სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და პროგრამების შემუშავებას. ამავდროულად, პარალელურად ვაგრძელებდი თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულებას 2012 წლის 2 ივლისამდე, ანუ იმ დრომდე, როდესაც მე ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა.
ამ პერიოდში საშუალება გვქონდა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაგვედგა სამივე სფეროში, მაგრამ  აუცილებელია, რომ ყველა მიმართულებით საქმე ბოლომდე მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სხვა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაკისრია უნივერსიტეტში, კარგად მესმის, რომ ჩემი პასუხისმგებლობაა, ფართო საზოგადოებამ თუ სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ იცოდეს იმ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შესახებ, რისი გაკეთებაც მოხერხდა ბოლო ორი წლის მანძილზე და რაც, ჩემი ღრმა რწმენით, უნდა გაგრძელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არსებობდეს სწორი ხედვა იმ პრობლემებისა თუ პროცესების მიმართ, რაც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ამიტომ, გადავწყვიტე, გამომენახა დრო და მომემართა ამ ღია წერილით.

ცალკე საკითხია ანალიტიკური მიმართულება, სადაც ასევე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა და ასევე ბოლომდეა მისაყვანი, თუმცა ამ წერილში ძირითადად სამხედრო-პროფესიული განვითარების პრობლემატიკით შემოვიფარგლები.

იმედი მაქვს, ინტერესით მოეკიდებით ამ წერილს. აქვე ვაცნობიერებ, რომ მცირე წერილით ვერ ამოვწურავ სათქმელს და გამოვთქვამ მზადყოფნას, დამატებითი განმარტებები მოგცეთ, თუ საამისო ინტერესს გამოიჩენთ.

აკადემიის იდეა და სახელწოდება

როდესაც პირველად აკადემიაში ჩავედი, ალბათ ერთი საათი არ იქნებოდა გასული, რომ ორგანიზაციას სახელის შეცვლა გადავწყვიტე. „აკადემიამაშინ საწრთვნელი ბაზა უფრო იყო და ნამდვილი აკადემიისა არაფერი ეცხო. მისი ოფიციალური სახელი იყოთავდაცვის ეროვნული აკადემია“. შეცვლილი სახელი კი დღესაც ესაა: „ეროვნული თავდაცვის აკადემია“. ცვლილების მოტივი ადვილად მისახვედრი უნდა იყოს მკითხველისთვის - ეს ეროვნული აკადემია კი არ არის, არამედ - აკადემია, სადაც ეროვნულ თავდაცვას ასწავლიან. ასეთი იყო და არის ჩემი მიდგომა.

საერთოდ, განათლებას არა აქვს საზღვრები. საგანმანათლებლო დაწესებულება, თვით შეიარაღებული ძალების საგანმანათლებლო სისტემაც კი, არ შეიძლება იყოს ინდოქტრინაციის ინსტიტუტი. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს ცოდნის მიცემასა და პროფესიონალიზმის ამაღლებას, ცოდნას კი საზღვრები არ გააჩნია. „ეროვნული თავდაცვაარის უნივერსალური ცოდნის დარგი, რომელსაც არ შეიძლება ქონდეს ეროვნული თუ სხვა კუთვნილება. ეს არის უნარების ერთობლიობა, რომელიც პროფესიონალს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და განახორციელოს ეროვნული თავდაცვა. ამიტომაც ქვია ამ ორგანიზაციასეროვნული თავდაცვის აკადემია“. ეს სახელი ორგანიზაციის იდეას ასახავს. ის არ უნდა შეიცვალოს.

მეორეს მხრივ, ეს იდეა ნიშნავს, რომ აკადემიას უნდა შეეძლოს ისეთი ცოდნის მიწოდება, რომელიც საინტერესო იქნება არამარტო ქართველი, არამედ - ნებისმიერი მსმენელისთვის. სხვა საქმეა, ვისთან თანამშრომლობას გადაწყვეტს ქვეყანა, მაგრამ ცოდნის დონე მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს. ამიტომ, საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საერთაშორისო თანამშრომლობა

19 თვის მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ არამარტო აკადემიის ფიზიკური და ადამიანური ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ - ძალიან ენერგიული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, სამხედრო განათლების სისტემა გახსნილიყო გარესამყაროსთვის, რომ გარესამყარო გახსნილიყო საქართველოს ეროვნული თავდაცვის განათლების სისტემისათვის. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და ოფიციალურად გაფორმდა სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები აშშ სამხედრო აკადემიასთან (ვესტ პოინტი), აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტთან, ჩრდ. ჯორჯიის სამხედრო კოლეჯთან (აშშ-ის სამხედრო რეზერვის მომზადების ყველაზე დიდი ინსტიტუტი), ჩეხეთისა და პოლონეთის თავდაცვის უნივერსიტეტებთან, ბალტიის თავდაცვის კოლეჯთან, ესტონეთის სამხედრო აკადემიასთან და .. ამას გარდა, დაწყებულია და კონკრეტული პროექტების დონეზე ვითარდება კონტაქტები საფრანგეთის და ბრიტანეთის სამხედრო სასწავლებლებთან და უნივერსიტეტებთან, მოლდოვისა და რუმინეთის თავდაცვის უნივერსიტეტებთან, ლიტვისა და ლატვიის სამხედრო აკადემიებთან და სხვა. ამ კონტაქტების განვითარებაში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევდნენ როგორც თავად შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებები, ასევე - ნატოს სამხედრო განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელთანაც უმჭიდროესი თანამშრომლობა ჩამოვაყალიბეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის კონსორციუმი, რომელმაც თავდაცვის განათლების სფეროში მიღწეული წარმატებების აღიარების ნიშნადმიმდინარე წლის ივნისში პირველად ჩაატარა ყოველწლიური კონფერენცია თბილისში და რომლის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოში პირველადაა წარმოდგენილი საქართველო ორი წლის ვადით.

აკადემიის ორგანიზაციული მოდელი

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაშისამხედრო აკადემიაოფიცერთა საწყის მომზადებას გულისხმობს. ანუ, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მსმენელს ლეიტენანტის წოდებას ანიჭებს. ამის გარდა, არსებობს კაპიტანთა მომზადების ცენტრები, სადაც ოფიცრები მეორე დონის ტაქტიკურ მომზადებას გადიან; საშუალო დონის ოფიცერთა მომზადების სკოლები, სადაც მთავრდება ტაქტიკური მომზადება და ოპერატიული ხელოვნების საწყისებიც ისწავლება; და თავდაცვის უმაღლესი სკოლები, სადაც მთავრდება ოპერატიული ხელოვნება და ისწავლება სტრატეგია. განვითარებულ ქვეყნებს ასევე აქვთ თავდაცვის უნივერსიტეტები, სადაც გენერალური ოფიცრები (გენერლები) და სამოქალაქო პირები თავდაცვის დაგეგმვისა და დიდი სტრატეგიის საკითხებს კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. ამის გარდა, არსებობს სერვის-სკოლები, ანუ სამხედრო გვარეობის სკოლები, გვარეობის უნივერსიტეტები და ..

მსოფლიოში სამხედრო განათლების რაიმე უნიფიცირებული მოდელი არ არსებობს, მაგრამ ყველგან გაზიარებულია .. „სენდვიჩისპრინციპი, რაც გულისხმობს, რომ სამხედრო მოსამსახურე მონაცვლეობით სწავლობს და მსახურობს მთელი კარიერის განმავლობაში.

ამავე პრინციპით მოეწყო საქართველოს ოფიცერთა სამხედრო განათლების სისტემა, ოღონდ, რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ ოფიცერთა განათლების ყველა სკოლა ერთი ორგანიზაციის ქვეშ გავაერთიანეთ. ეს არის დროებითი მოვლენა და რეფორმის დასრულების შემდეგ სასურველია, რომ ეს სისტემა სამ ნაწილად დაიშალოს. კერძოდ, აკადემიაში უნდა დარჩეს ოფიცერთა საწყისი განათლების კომპონენტი, კაპიტანთა მომზადების სკოლა გადაიქცეს ცალკე ორგანიზაციად, ხოლო საშტაბო სკოლა და თავდაცვის უმაღლესი სკოლა გაერთიანდეს ცალკე კოლეჯში, რომელიც მაიორებსა და ვიცე პოლკოვნიკებს მიიღებს 4-5 წლიანი სერვისის შუალედით, თუმცა ერთი მეორის გაგრძელებად აღიქმება, კრედიტები გაერთიანდება და თავდაცვის უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ მაგისტრის ხარისხის გაცემა იქნება შესაძლებელი.

რეფორმის ამ ეტაპზე დასრულებულია აკადემიის ბაკალავრიატის კომპონენტი, თუმცა მას მუდმივი ყურადღება სჭირდება, რომ ცალკეულ მეთაურთა ახირებამ რეფორმა არ ჩააგდოს. ამისი ალბათობა დიდია.

დიდი ცვლილება განიცადა კაპიტნების საკარიერო სკოლამაც. თუ ადრე ეს მხოლოდ ცალკეული კურსების ერთიანობა იყო, ახლა ის სკოლის ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანდა. ამ ცვლილებამ მოიტანა ის, რომ სკოლის ხელმძღვანელობას საშუალება გაუჩნდა, ერთიანობაში წარმოედგინა სასწავლო პროგრამა, გაზრდილიყო კომუნიკაცია კურსების ხელმძღვანელებს შორის, მომხდარიყო რესურსების ოპტიმიზაცია და .. შესაბამისად, ცვლილებები განიცადა სასწავლო პროგრამებმა და მოხდა ზოგიერთი ახალი კადრის მიზიდვა სკოლაში, რამაც, საერთო ჯამში, განათლების პროცესი გაცილებით უკეთესი გახადა. ამის მიუხედავად უნდა ითქვას, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაწყება მხოლოდ 2012 ივლისში მოხერხდა და ბოლომდეა მისაყვანი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს კაპიტნების საკარიერო სკოლის განვითარების ახალი ეტაპი, რომელმაც, სასწავლო პროგრამების გარდა, უნდა მოიცვას ეთიკისა და სწავლების ახალი სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო მრჩევლების ფართო ჩართვა პროგრამების გაუმჯობესების პროცესში, ახალი პროცედურების დანერგვა, ნორმატიული ბაზის მოწესრიგება, სკოლის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის ახალ სტანდარტზე აყვანა და ..

ოფიცერთა განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საშტაბო-სამეთაურო სკოლა. ამ პერიოდში მოხერხდა ჯერ 6 თვიანი საპილოტე კურსის განხორციელება, შემდეგ კი 9 თვიანი სრული კურსის დანერგვა. სკოლა ორგანიზაციულად შევიდა საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის შემადგენლობაში და შემდგომ განვითარებას საჭიროებს. პროგრესის მიუხედავად, არსებობს სერიოზული რისკი, რომ ამჟამად სკოლაში მომუშავე მოწვეული ექსპერტების კონტრაქტის ამოწურვისთანვე სკოლა დაიხუროს. ამის მიზეზია კადრების არასტაბილურობა, რომელიც, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან დიდი ხნის დისკუსიის შემდეგ, როგორც იქნა, მოგვარდა, მაგრამ კომპეტენტური ზედამხედველობის გაქრობისთანავე ისევ ყველაფერი აირია და ზემოთ ნახსენები რისკი კვლავ რეალობად იქცა. ამ სკოლაში მოდიან გვიანი კაპიტნები და ახალბედა მაიორები. განათლების მიღების შემდეგ მათ უნდა იმსახურონ ბატალიონის მეთაურებად ან ბრიგადის შტაბის ოფიცრებად. დღესდღეობით ეს არის სამხედრო განათლების უმაღლესი საფეხური, რომელსაც სისტემა ახორციელებს.

ამის შემდეგ მოდის თავდაცვის უმაღლესი სკოლა, რომელიც საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის მეორე, უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს. სკოლა დაგეგმვის ფაზაშია და, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შესაძლებელია, რომ სულ რამდენიმე თვეში მსმენელთა მიღება დაიწყოს. მზადაა პროგრამების უდიდესი ნაწილი, მენეჯმენტის გეგმა, მოძიებულია ადამიანური რესუსის უდიდესი ნაწილი, გავლილია აკრედიტაციის პროცედურები. ოპერატიული ხელოვნების ნაწილში დანერგილია მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან და სამუშაოს უდიდესი ნაწილი დასრულებულია. აუცილებელია ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. თავდაცვის უმაღლესი სკოლა უნდა იყოს საქართველოს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის ბოლო, ყველაზე მაღალი კომპონენტი, რომელიც კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მიანიჭებს.

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო

უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო დოკუმენტში, რომელიც უმაღლესი განათლების სპეციალობებს და მისანიჭებელ კვალიფიკაციებს აწესრიგებს, გასული წლიდან შესულია სამხედრო სპეციალობები, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის აკადემიის პროგრამები უმაღლესი განათლების სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. შეირაღებული ძალების მაღალ ეშელონებში პოპულარული იყო მოსაზრება, რომ სამხედრო განათლება გამოსულიყო უმაღლესი განათლების საერთო სისტემიდან, თუმცა ჩემი კატეგორიული წინააღმდეგობის შემდეგ, ეს აღარ გაკეთდა. საჭიროა ძალიან დიდი ყურადღება იმისათვის, რომ აკადემიის პროგრამები მართლაც აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების სტანდარტს. არსებობს ძალიან რეალისტური რისკი იმისა, რომ პროგრამები დაუბრუნდეს 2 წლის წინანდელ ვითარებას და თავდაცვის ახალი აკადემიისგან მხოლოდ ლამაზი კედლები დაგვრჩეს.

აკადემიური განათლების კომპონენტი სამხედრო განათლებაში

ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რასაც რეფორმის ავტორი შეიარაღებულ ძალებში წააწყდება, ესაა სამხედრო უმაღლესი ხელმძღვანელობისაგან მიუღებლობა იმისა, რომ აკადემიური განათლების კომპონენტმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭიროს სამხედრო განათლების პროგრამებში. ოფიცერთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ოფიცერი უნდა იყოს, მაგალითად, მიზანში სროლის პროფესიონალი, ფიზიკურად ყველაზე უკეთ მომზადებული, ფლობდეს ყველა გვარეობისათვის აუცილებელ უნარებს და .. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორი ხედვაა.
ოფიცერი უნდა იყოს ლიდერი და ინტელექტუალი. მას უნდა ესმოდეს ომის წარმოების კანონები, ფლობდეს სამხედრო მენეჯმენტისა და ლიდერობის აუცილებელ უნარებს და შესაბამისად მართავდეს ქვედანაყოფს. ოფიცრის საწყისი განათლება უნდა უზრუნველყოფდეს ამ ოფიცრის პროფესიული ზრდის პოტენციალს, ანუ მისი შემდგომი განათლების შესაძლებლობას კაპიტნის საკარიერო სკოლაში, საშტაბო-სამეთაურო სკოლაში და თავდაცვის უმაღლეს სკოლაში. ეს კი ნიშნავს, რომ საწყის ეტაპზევე ოფიცერმა ისეთი განათლება უნდა მიიღოს, რაც შემდგომში მას დააუფლებინებს ოპერატიულ ხელოვნებასაც და სტრატეგიასაც, ანდა - მისცემს საშუალებას, რომ იმუშაოს სამხედრო მრეწველობის სფეროში, სამხედრო თეორიაში და .. ეს ყველაფერი მთლიანად გადაჯაჭვულია ზუსტ, საბუნებისმეტყველო და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებთან. ეს გარემოება აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რეფორმის ავტორმა.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც სამხედრო უმაღლესი განათლება თავსებადი უნდა იყოს ზოგადად უმაღლესი განათლების სფეროსთან. საქმე ისაა, რომ ოფიცრის პროფესია რისკიანი პროფესიაა და თავის თავში შეიცავს ოფიცრის დასახიჩრების ან დაინვალიდების შესაძლებლობას. ასეთ დროს ოფიცერი უბრუნდება სამოქალაქო ცხოვრებას და აღმოაჩენს, რომ მისთვის ძალიან რთულია სოციალიზაცია, მისი არ ესმით, მას არ ესმის სხვების. მეტიც, ის არ ფლობს უნარებს, რომლებმაც შეიძლება მისი დასაქმება და ნორმალური ცხოვრება უზრუნველყოს. ამიტომ, ნორმალური უმაღლესი განათლების მიცემა ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ამ გზით ვივლით, მომავალში თავდაცვის აკადემიის პროფესორები გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამხედრო მოსამსახურეთა სერვისის შემდგომ ღირსეულ სოციალიზაციას.

სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები

ზემოთქმულის გათვალისწინებით, პროგრამები აგებულია ისე, რომ მთლიანად დააკმაყოფილოს გვარეობისათვის აუცილებელი კომპეტენციები და მისცეს მომავალ ოფიცერს შესაფერისი უმასღლესი განათლება. მომავალი ოფიცრები სწავლობენ იმ აკადემიურ მიმართულებებს, რომლებიც მათი გვარეობის მოთხოვნებს შეესაბამება. მაგალითად, არტილერისტები სწავლობენ მათემატიკას და მანქანათმშენებლობას; სამხედრო ინჟინრები სწავლობენ გვირაბების, ხიდების, აეროდრომებისა და გზების მშენებლობას; ქვეითები სწავლობენ მენეჯმენტს; კავშირგაბმულობის ოფიცრები სწავლობენ რადიო და საინფორმაციო ტექნოლოგიებს და .. რა თქმა უნდა, ეს სპეციალობები სასწავლო კურსის მხოლოდ ნაწილია და ძალიან დიდი დრო ეთმობა როგორც სამხედრო თეორიას, ასევე - პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ფიზიკურ ვარჯიშს, სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებას, ცურვას და .. საერთო ჯამში, ეს არის ჰარმონიულად დაგეგმილი პროგრამები, რომლებმაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ხვალინდელი დღე უნდა უზრუნველყოს.

ეს პროგრამები 2011 წელს შეიქმნა და პირველი ნაკადი შარშან სექტემბერში უკვე მივიღეთ. ამის მიუხედავად, ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები და უცხოელ მრჩეველთა დიდი ჯგუფი 2012 წლის თებერვლიდან მუშაობდა პროგრამების შემდგომ დახვეწაზე. ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაო და ივნისის ბოლოს ეს პროგრამები მზად იყო. სამწუხაროდ, 2012 წლის სექტემბერში მოსულმა ნაკადმა ვერ დაიწყო სწავლა ამ პროგრამით, რადგან უკვე ივლისის თვეში დაიწყო პროგრამების თვითნებური, გაუაზრებელი ჩეხვა. პრიორიტეტი მიენიჭა ისევ ისეთ მიმართულებებს, რომლებიც აუცილებელი და გამართლებულია სერჟანტთა მომზადების სისტემისთვის და არამც და არამც - მომავალი ოფიცრებისთვის. საჭიროა ამ პროცესში სასწრაფოდ ჩარევა და გააზრებული მოქმედება. შეიარაღებული ძალების ხვალინდელ დღეს სწორედ ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების სისტემა ქმნის. აქ თითოეული გადადებული წელი ოფიცერთა მთელი პლეადის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ, რეფორმის პროცესზე კონტროლის აღდგენა სასწრაფოდ უნდა მოხდეს. ამ საკითხებზე თქვენს წინამორბედთანაც მქონდა საუბარი და ახლაც იმავეს ვიმეორებ. დაუშვებლად მიმაჩნია, რომ რეფორმას, რომელიც ასე წარმატებით ხორციელდებოდა, რაიმე საფრთხე შეექმნას.

მენეჯმენტი

აკადემიის მენეჯმენტი ისე უნდა იყოს აგებული, რომ უზრუნველყოს როგორც სამხედრო, ასევე - აკადემიური ცოდნის მიწოდება მსმენელთათვის.

ამჟამინდელი მოდელი სწორედ ასეა მოწყობილი. იდეალურ შემთხვევაში, არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სამოქალაქო პირი იქნება რექტორი თუ - სამხედრო. მთავარია, ამ ადამიანს კარგად ესმოდეს აკადემიის იდეა და მნიშვნელობა და ეფექტიანად წარმოადგენდეს აკადემიას შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ქართულ თუ არაქართულ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.

სამაგიეროდ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რექტორის სამხედრო და სამოქალაქო მოადგილეები მოქმედებდნენ რექტორის ხედვიდან გამომდინარე კონსენსუსით და ამ მოვალეობების განხორციელების უნარიც შესწევდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჭკვიანურად იყოს გაყოფილი შტაბისა და სამოქალაქო ადმინისტრაციის ფუნქციები, არ ხდებოდეს დუბლირება და თითოეულს ქონდეს იმისი უნარი და შესაძლებლობა, რომ სათანადო კონტროლის პირობებში თავის საქმეს მაქსიმალურად ავტონომიურად მიხედოს.
უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აკადემიური დეპარტამენტი და მის შემადგენლობაში შემავალი ერთეულები, რომლებიც უშუალოდ მართავენ სასწავლო პროცესს

სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ივნისის შემდეგ ამ ერთეულებმა თითქმის დაკარგეს ფუნქცია და შტაბი გადაიქცა ყველა პროცესის მმართველად, რაც გამოწვეულია იმით, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, შტაბის მეშვეობით ემართა აკადემია. შტაბს არ აქვს და ვერ ექნება შესაბამისი კომპეტენცია, რომ ამ საქმეს გაუძღვეს, ეს ყოვლად დაუშვებელია და უნდა გამოსწორდეს. მრავალმა ძალიან კომპეტენტურმა ადამიანმა დატოვა აკადემია იმის გამო, რომ მათი ცოდნა არავის აინტერესებდა და მხოლოდ ბრძანებების მექანიკურ შესრულებას სთხოვდნენ. ესეც ძალიან სამწუხაროა და საჭიროა ვითარების სასწრაფოდ შეცვლა.

ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ აკადემიის ინსტრუქტორები მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და მათი სამეთაურო ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს იმის გამო, რომ აკადემიაში მსახურობენ. სხვა საქმეა, რომ აკადემიაში სამსახურის პერიოდში მათთვის უნდა მუშაობდეს გარკვეული სპეციალური რეჟიმი, მაგრამ ოფიცრები მაინც უნდა დარჩნენ შეიარაღებული ძალების განუყოფელ ნაწილად და სისტემამ ამისი უზრუნველყოფა უნდა მოახერხოს. სამხედრო ინსტრუქტორთა როტაცია საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის არის ის მოდელი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია და ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ.

ამის მიუხედავად, უნდა გვესმოდეს, რომ კადრების სიმწირის გამო ჩვენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია, რომ როტაცია მკაცრად უნივერსალურ მოდელად ვაქციოთ. ამიტომ, საჭიროა ამ პროცესისადმი დაკვირვებული მიდგომა და გარკვეული ზღვრების დაწესება, რომლის იქით კომპრომისი შეუძლებელი იქნება. მაგალითად, ყოვლად დაუშვებელია, რომ ოფიცერმა აკადემიის სისტემაში იმსახუროს 10 და მეტი წელი. ეს მას, როგორც ოფიცერს, კლავს. სასურველი მოდელია 3 წლიანი როტაცია. სადაც შევძლებთ, ეს უნდა გავაკეთოთ. თუმცა, როგორც ვთქვი, ბევრ შემთხვევაში ობიექტური შეზღუდვები გვექნება.

მეთაურობა

აკადემიისთვის კადრის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია, დავაკვირდეთ, როგორი ოფიცერი, როგორი მეთაური მოგვყავს მომავალ მსმენელებთან სამუშაოდ. შეიძლება ოფიცერი იყოს კომპეტენტური სპეციალისტი საკუთარი გვარეობის ფარგლებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი კრიტერიუმი. სასურველია, აკადემიაში არსებობდეს იდეალური გარემო, რომ მომავალი ოფიცრები სამხედრო სამსახურის ცივილიზებულ კულტურას შეეჩვიონ. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კადრის შერჩევას მეთაურობის უნარის მიხედვით. დაუშვებელია, ოფიცრები აღვზარდოთ ისეთ გარემოში, სადაც მეფობს დაუნდობლობა. ხშირად ეს არის ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებული კულტურა, რომელიც ვერასგზით ვერ დაბრალდება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ამ რეალობის ძირიტადი მიზეზი არის სათანადო განათლების ნაკლებობა სამხედრო მოსამსახურეთა ამ ნაწილში და ერთ-ერთი მიზანი, რასაც სახმედრო განათლების სისტემის გაუმჯობესება ისახავს, სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა.

მეთაური უნდა მართავდეს მაგალითით და არა - მხოლოდ მკაცრი ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მეთაური აღემატებოდეს უნარებით მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანებს, შეეძლოს პატივისცემისა და ნდობის მოპოვება, იყოს კომპეტენტური და სამართლიანი. ცივილიზებული მეთაურობის კულტურა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არ არის კარგად ფეხმოკიდებული და ამ პროცესსაც დიდი ყურადღება სჭირდება.

საკადრო პრობლემები და პოლიტიკა

ჩვენი შეიარაღებული ძალებისადმი მცირე რევერანსის სახით იმის თქმა შემიძლია, რომ 2002 წლის შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურს თავი დავანებე, იმდენი ცვლილება მოხდა, რომ დღეს შეიარაღებული ძალების ცნობა შეუძლებელია. სახეზეა მართლაც ძალიან დიდი პროგრესი და ამის უარყოფა არანაირად არ შეიძლება. ამის მიუხედავად, სახეზეა ძალიან ბევრი პრობლემაც, რომლებიც ხშირად დღესვე მოსაგვარებელია, მაგრამ კონსენსუსის რესურსების არარსებობის გამო, წლებზე იჭიმება. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ამ ვადების მაქსიმალური შემცირება უნდა იყოს და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ძირითადი საქმე სწორედ ისაა, რომ ხელი შეუწყოს შეიარაღებულ ძალებში გაზიარებული მიზნების, ერთიანი ღირებულებების დამკვიდრებას.

ჩვენს ქვეყანას საკადრო პრობლემა ნებისმიერ სფეროში აქვს და ეს მით უმეტეს ითქმის თავდაცვის სისტემაზე. სამხედრო პროფესიონალს ვერ მოიყვან ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსით. ის თვითონ სისტემამ უნდა გაზარდოს. ამიტომ, ეს არის განსაკუთრებულად ნელი პროცესი და თითოეული დაკარგული წელიწადი მართლაც ნიშნავს ოფიცერთა მთელი პლეადის დაკარგვას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოფიცერთა სამხედრო პროფესიული განვითარება მოიაზრებოდეს არა როგორც ცალკე სისტემა, არამედ - პერსონალის მართვის სისტემის პარალელურად. დღემდე, ცალკეული მეთაურები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას და გაერთიანებული შტაბი სასურველ ფუნქციას ვერ ასრულებს. გარდა ხელმძღვანელობის არასწორი ხედვისა, ამისი ტექნიკური მიზეზი ისაა, რომ შტაბი ვერ ახერხებს პერსონალთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორ მენეჯმენტს. წლების განმავლობაში იყო მრავალი მცდელობა, რომ ეს პროცესი დალაგებულიყო, მაგრამ ეს მცდელობები ძირითადად ჩვენი პარტნიორების რჩევებიდან გამომდინარეობს და სისტემას ჯერ არასოდეს გაუკეთებია ნამდვილი მობილიზება იმისათვის, რომ კონკრეტული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, შარშანვე დაიწყო და წელს მოხერხდა, რომ შეგვექმნა სამხედრო პერსონალის მართვის ერთიანი მოდელი და ტექნიკური დავალება სპეციალური პროგრამისათვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ამუშავდეს. გაკეთებულია შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ამაღლების მრავალწლიანი მოდელი და გეგმა. ახლა საჭიროა, რომ იყოს ამისი პოლიტიკური ნება და კონსენსუსი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან - რაც ხშირად ყველაზე რთული ამოცანაა.

ეს პროგრამა საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურის კარიერა ინდივიდუალურად დაიგეგმოს და იმართოს. ეს იქნება სწავლისა და სამსახურის მონაცვლეობითი მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ უნარს, რომელიც ამა თუ იმ სამხედრო მოსამსახურეს სისტემის შიგნით თუ გარეთ შეუძენია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სისტემა ეფუძნება .. სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობებს და ქმნის ავტომატურ სისტემას, რომელიც ჩვენთვის ტრადიციული 5 კომპონენტის ნაცვლად 11- გაითვალისწინებს. საკითხის სპეციფიკურობის გამო, ამ წერილის ფარგლებში დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ერთს კი ვიტყვი, რომ ეს არის რეალურად ურთულესი სისტემა და საჭიროა მტკიცე პოლიტიკური ნება და ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომ ხსენებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.

დაბოლოს, ვიტყვი, რომ ასეთი სისტემა ძალიან გააძლიერებს გაერთიანებულ შტაბს, რადგან ცენტრალიზებული წესით მოხდება ინფორმაციის გადამუშავება და გადაწყვეტილებების მიღება; დანერგავს დაწინაურებისა და წახალისების სამართლიან, გასაგებ პროცესს, აამაღლებს სამხედრო მოსამსახურეთა მოტივაციას, წინასწარ დაგეგმვადს გახდის როგორც ინდივიდუალურ კარიერას, ასევე - საშუალებას მოგვცემს, რომ შევადგინოთ გრძელვადიანი გეგმები მთელი შეიარაღებული ძალების ფარგლებში.

რაგინდ მტკიცე იყოს სურვილი, რომ შეიარაღებულ ძალებში პერსონალის მართვის სისტემის ხარისხი გაუმჯობესდეს, პრინციპული ცვლილებები სრულიად შეუძლებელი იქნება ამ პროგრამის დანერგვის გარეშე. როგორც ითქვა, პროგრამის ტექნიკური დავალება დასრულებულია და საჭიროა მისი დანერგვა.

საკადრო პრობლემა სამხედრო განათლების სისტემაში

ბუნებრივია, რომ საუკეთესო ოფიცერი მეთაურებს არ ემეტებათ განათლების სისტემისათვის. ისინი ყველასთავისთვისუნდა და, ამიტომ, თუ არა პოლიტიკური და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ნება, ამ კადრს განათლების სისტემაში ვერ მოვიზიდავთ. გასულ პერიოდში ეს, ასეთუისე, ხერხდებოდა, თუმცა სისტემა არასტაბილურია და საკმარისია, კონტროლი დაიკარგოს, რომ წამსვე იწყებს კადრების კარგვას. ამიტომ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განათლებული კადრი, რაც უნდა საჭირო იყვნენ ისინი ქვედანაყოფებში, გარკვეული ბალანსის დაცვით, უპირატესად განათლების სისტემაში უნდა მივმართოთ. ეს უპირველეს ყოვლისა ეხებათ იმ ოფიცრებს, რომლებმაც განათლება მოწინავე სასწავლებლებში მიიღეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უბრუნდებიან. ამ ოფიცრებმა ცოდნის მულტიპლიკატორის ფუნქცია უნდა იტვირთონ, იმსახურონ გარკვეული წელიწადი განათლების სისტემაში და ამის შემდეგ დაუბრუნდნენ ქვედანაყოფებს. მხოლოდ ასე შეიძლება პერსპექტივაში გადავწყვიტოთ საკადრო პრობლემა, რომელიც საკმაოდ მწვავედ გვიდგას.

სერჟანტთა მომზადება

სამწუხაროდ, ჩემი მუშაობის პერიოდში ყველაზე ნაკლების გაკეთება ამ სფეროში მოხერხდა. ამის მიუხედავად, ეს დრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ სფერო კარგად შემესწავლა და რამდენიმე პრინციპულად აუცილებელი რეკომენდაცია აქაც მქონდეს.

სერჟანტი, რომელიც ათმეთაურად და ჯარისკაცების უშუალო საბრძოლო ხელმძღვანელად მოიაზრება, უმნიშვნელოვანესი რგოლია ჯარში. ის ატარებს წრთვნებს, თვალყურს ადევნებს პირადი შემადგენლობის ყოველდღიურ რეჟიმს, ხელმძღვანელობს დავალებების შესრულებას და ანაწილებს საქმეს. ოცმეთაური ოფიცერი ამ ყველაფრის გარეთ დგას, აღარაფერს ვამბობ ასმეთაურებზე და უფრო მაღალ შემადგენლობაზე. მაგრამ ეს ხდება იდეალურ სამყაროში, ჩვენთან კი ხშირად სერჟანტებს უწევთ ოცეულის მეთაურობა, ოფიცრები კი სერჟანტობას ცდილობენ. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა არასწორად მიჯნავს ოფიცრისა და სერჟანტის კომპეტენციებს. რეალურად, ხდება დუბლირება და ამას მივყავართ სიტუაციამდე, როცა არც სერჟანტი ფასდება სათანადოდ და არც ოფიცერთა გამოყენება ხდება საჭირო ეფექტიანობით. საჭიროა ამ სიტუაციის შეცვლა. სერჟანტთა სკოლაში მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები და აქაც წლების მანძილზე გვქონდა პარტნიორთა ძალიან აქტიური დახმარება, რაც, შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს. არის ბევრი კონკრეტული პრობლემა, რომლებზეც არაფერს დავწერ, მათი ამოცნობა რამდენიმე დღეში შეიძლება.

სასწავლო ცენტრები

მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის ფარგლებში სასწავლო ცენტრები იმდენად არ იყო ჩართული, მათი როლი შეიარაღებული ძალების ცხოვრებაში ძალიან დიდია. აქ არ გვაქვს საქმე ცუდად, მაგრამ გასაუმჯობესებელიც ბევრია. რესურსის მუდმივი სიმწირის გამო, სასურველია მოხდეს ამ ცენტრების შესაძლებლობების გამოყენება არამარტო მინდინარე წრთვნების, არამედ - საკარიერო სკოლების საჭიროებებისთვისაც.

ჩვენი კადეტები უცხოეთში

ბოლოს მინდა ვთქვა ქართველი კადეტების შესახებ უცხოეთის სასწავლო დაწესებულებებში. ეს ახალგაზრდები თანატოლებთან ერთად გადიან სამხედრო მომზადების სრულ კურსს ისეთ ქვეყნებში, სადაც სამხედრო ტრადიციები მსოფლიოში საუკეთესოა. სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდამ ისწავლა და შემდგომ ჯარში ვერ მოხვდა. წელს გაგრძელდება და ორიოდ წელიწადში გაიზრდება დაბრუნებულ კადეტთა რაოდენობა. აქაც დიდი ყურადღება გვჭირდება, რომ შეიარაღებულმა ძალებმა არ დაკარგოს ეს შესანიშნავი რესურსი.

რეფორმის შემდგომი პრიორიტეტები

იმისათვის, რომ რეფორმა არ ჩავარდეს და ბოლომდე მივიდეს, გარდა უკვე გაკეთებულის გაფრთხილებისა, სისტემის მესვეურებმა უნდა უზრუნვლეყონ მინიმუმ შემდეგი ნაბიჯების განხორციელება უახლოეს პერიოდში:

1.            აკადემიის ბაკალავრიატზე გააზრებული კონტროლის აღდგენა და არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება
2.            კაპიტნის საკარიერო სკოლის ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა, პროგრამების დახვეწა, საუკეთესო კადრის მოზიდვა და განვითარება
3.            საშტაბო-სამეთაურო სკოლის სტაბილურობის უზრუნველყოფა. პროექტის დასრულება, ახალი ინფრასტრუქტურით აღჭურვა
4.            თავდაცვის უმაღლესი სკოლის დასრულება
5.            სერჟანტთა სკოლის აღჭურვა სათანადო ფიზიკური ინფრასტრუქტურით, პარტნიორობის გაფართოება
6.            გაერთიანებული შტაბის სამხედრო განათლებისა და წრთვნების დეპარტამენტის გაძლიერება სამხედრო წრთვნებისა და განათლების სარდლობის რეორგანიზების ხარჯზე
7.            სამხედრო სასწავლო ცენტრების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, ცალკე სკოლებად ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მენეჯმენტით. ამით მათ საშუალებას მივცემთ, უფრო სწრაფად განვითარდნენ და სფეროში ტრადიციების დამკვიდრებაც დაიწყონ
8.            სამხედრო საკარიერო სისტემის ცენტრალიზება, გაერთიანებული შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის როლის გაზრდა
9.            როტაციის სისტემის დანერგვა სამხედრო საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და შეიარაღებულ ძალებს შორის
10.          სამხედრო ეთიკის ნორმების დახვეწა და ფორმალიზება, სამეთაურო პრაქტიკის გაუმჯობესება

დასახელებულთა გარდა, ცხადია, არის უმარავი დიდი და მცირე დეტალი, რომელიც აქ არ დავწერე წერილის ღია ხასიათის გამო. არის ბევრი სხვა უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რაც თუნდაც ჩემს საკურაციო სფეროში შეიქმნა, მაგრამ ძირითადი წარმოდგენის შესაქმნელად, ვფიქრობ, საკმარისად ითქვა. მე გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების რეალურ წინსვლას მოემსახურება. ცხადია, წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ვაპირებ, თვალყური ვადევნო თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებს და, ჯანსაღი კრიტიკითა თუ რეკომენდაციებით, სისტემის გარედანაც მაქსიმალურად შევუწყო ხელი იმ მიზნის მიღწევას, რასაც ღირსეული და პროფესიონალური შეიარაღებული ძალები ეწოდება.

ანდრო ბარნოვი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი
NATO/PfP კონსორციუმის უმაღლეს მრჩეველთა საბჭოს წევრი
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ..


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი







Comments

Popular posts from this blog

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

დენომინატორი, ანუ ჯონი და დრონი

ამერიკის ერთ შტატში ცხოვრობს კაცი, სახელად ჯონი. სახლში აქვს დიდებული კარაბინი, კანონიერად იყიდა და ძალიან უვლის - სჭირდება. ჯონის ყოველდღე აივანზე გამოაქვს თავისი კარაბინი და მშვიდად უთვალთვალებს, როდის გადაიფრენს მისი ნაკვეთის თავზე დრონი, ანუ უპილოტო საფრენი აპარატი. ჯონი მათ კარაბინით დაბლა ყრის.  ეს კაცი ამერიკის იდეას იცავს, მაგრამ ყველა მთავრობა ეჯავრება. ამბობს, რომ დრონები უთვალთვალებენ, მის პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ამას არ დაუშვებს. ამიტომ, სამთავრობო იქნება თუ კერძო, ყველა დრონს მიწაზე ანარცხებს. ჯონი უფრო შორსაც წავიდა და ასოციაცია ჩამოაყალიბა. დრონების მტერთა ასოციაცია. წესდებაც დაწერა და რამდენიმე ათეული კაცი ოფიციალურადაც გააწევრიანა. ძალიან ამაყია თავისი წამოწყებით, ნამდვილი ლიდერია.  ამერიკაში ბევრი ჯონია. ზოგი დრონებს ებრძვის, ზოგი - ინტერნეტს, ზოგი - რწმენას, ზოგი - ურწმუნოებას, ზოგი მარიხუანას ებრძვის, ზოგი - მარიხუანისთვის იბრძვის. მათ არც ერთი მთავრობა არ უყვართ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოსვლა აზრადაც არ მოუვათ. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სახე...