Skip to main content

Posts

Showing posts with the label ინტერვიუ

დღეს და ხვალ...

ბატონო ანდრო, საპარლამენტო უმრავლესობასთან ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გაურკვეველი დარჩა ხელისუფლებაში დარჩენის რა გზას აირჩევს სააკაშვილი. თქვენი ვარაუდით, 2013 წლის შემდეგ, როგორი შეიძლება იყოს სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი? პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი მართლაც საინტერესოა. როგორც ბევრი ცდილობს, მე ვითარების გამარტივების მომხრე არა ვარ. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენის გარდა, არაფერი აინტერესებს.

ისინი ემზადებიან... თავდაცვისთვის

"ჩვენ უსაფრთხოების ორმხრივი პრობლემა გვაქვს: ხელისუფლება იბრძვის იმისათვის, რათა გარედან უზარმაზარ შემოტევას გაუძლოს, ამ დროს კი, მას შიგნიდან აცლიან საყრდენს - საზოგადოების მის წინააღმდეგ ამხედრების საშუალებით; დეზინფორმაციის გავრცელების, პანიკის დათესვის საშუალებით. როდესაც გესმის პოლიტიკის შიდა ლოგიკა, და ის, თუ როგორ მოიპოვება ძალა; როგორ ურთიერთქმედებენ ძალაუფლების სუბიექტები; როცა აკვრიდები ტენდენციებს, ამის შემდეგ ცხადია, ხედავ მოვლენათა განვითარების სცენარებს. ბუნებრივია, ხელისუფლებას ამ ყველაფრის მიღმა კონკრეტული ინფორმაციაც აქვს. ნაწილი მეც მაქვს, რასაკვირველია..." - "მთელი კვირის" შეკითხვებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი პასუხობს >>>

ახალი სტრატეგია და სიტუაცია ავღანეთში

რონ ასმუსის წიგნის შესახებ

- რონალდ ასმუსის წიგნმა "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა" დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. `ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა." - წერს წიგნში ავტორი. ჯდება თუ არა ეს ფაქტები მაშინდელ მოვლენათა მსველობის ლოგიკაში? პუტინის ტრაბახი, მგონი, ცოტა უფრო ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება. მაგრამ ზოგადად ყველაფერი ჯდება, ყველაფერი რეალური ჩანს. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამერიკა ინტერვენციის სცენარსაც განიხილავდა. გასაკვირი იქნებოდა, რომ ასეთი რამ არც კი განხილულიყო. სცენარი ალბათ ბევრი განიხილებოდა, მაგრამ მთავარი ხომ მაინც ისაა, რაც საბოლოოდ გაკეთდა ან არ გაკეთდა. ეს წიგნი კარგადაა წასაკითხი, ასე ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობა ძნელია. გუშინვე ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე და ზოგს ისე ესმის, თითქოს პუტინს ბუშმა უბიძ...

ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ

- ბატონო ანდრო, რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. თქვენი აზრით, რა შეიცვალა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე ამ პერიოდში? ვფიქრობ, პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ გაქრა ამ დასკვნის ლამის ფატალისტური მოლოდინი. ამას გარდა, დადასტურდა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულობების უამრავი ფაქტი, რაც სამომავლოდ საქართველოს სამართლებრივი ბრძოლის ძალიან კარგ საშუალებებს აძლევს. ეს დოკუმენტი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება მომავალში. არც ერთი ფრაზა, რომელიც აქ წერია, საქართველოს დადანაშაულების რეალურ საფუძველს არ იძლევა. სამაგიეროდ, იძლევა რუსეთის დადანაშაულების საფუძველს ყველაფერში, რაც მათ ჩაიდინეს. – ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო რეიტინგი კიდევ უფრო მეტად დაკარგა. როგორია თქვენი მონაცემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

no compromise, just a smarter plan

The war in Georgia in August last year happened because Russia felt threatened and we must understand that defensive Russia means aggressive Russia, especially for small neighbors like us. This is another question whether their feeling was justifiable, but is it very clear that Russian leaders believed the US intended to destroy them. This perception needs to be changed. Obama is trying to change this outlook of Moscow, which is profitable for Georgia as well >>>>

გადატვირთვა და საქართველო

ნახეთ ვიდეო

ანტისარაკეტო ისტერიის ხიბლი

ალბათ შეამჩნიეთ, რომ მედვედევის რეაქცია ობამას გადაწყვეტილებაზე ძალიან კორექტული და კეთილგანწყობილი იყო, მან თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთი ყურადღებით მოეკიდება ამერიკის ინტერესებს, როგორც ეს ობამამ გააკეთა რუსეთის მიმართ. პუტინმა კი ობამას გადაწყვეტილება ცივად მიიღო და მაშინვე შემდგომი დათმობები მოითხოვა. პუტინს კარგად ესმის, რომ მისი რეაქცია ურთიერთობების დათბობას ხელს უშლის, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. გარწმუნებთ, ეს შემთხვევით არ ხდება. პუტინისთვის დამღუპველია სიტუაცია, სადაც რუსეთს მტერი არ ყავს. პუტინი თავიდანვე ამ რიტორიკით მოვიდა რუსეთის სათავეში და დღესაც ამავე იმიჯით აგრძელებს მოღვაწეობას. ეს არის შურისმაძიებელი, დაუნდობელი, აგრესიული, აქტიური და შეუპოვარი ლიდერის იმიჯი, რომელიც სისხლში ახრჩობს რუსეთის მტრებს და უცერემონიო ქედმაღლობით ელაპარაკება მსოფლიოს ლიდერებს. სხვა საქმეა მედვედევი, რომელიც რაციონალური, ინტელექტუალური, ლიბერალური და ცივილიზაციისაკენ მიდრეკილი ლიდერის იმიჯს იქმნის და მის შინაგან ბუნებასთანაც ეს იმიჯი უფრო ახლოა. ვფიქრობ, ზედმეტია მტკიცება, რომ ობამას მედვედევთ...

სარკოზი, მედვედევი, ალასანია და ზვიად ქორიძე

- მე იმის თქმა შემიძლია, რომ არსებული ვერტიკალის მოქმედების ლოგიკა მართლაც შესაცვლელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ იმავდროულად უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ცვლილებების უნარი აქვს. ქვეყნის ინტერესების გატარებით მოტივირებულ ადამიანს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლება მართლაც შეძლებს ცხოვრებაში ცვლილებების გატარებას. მე ამას არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, რომ ამის გარკვეული ნიშნები შესაძლოა უკვე ჩანდეს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანლის დანიშვნა. კარგია, როცა ხელისუფლება, ახალი ობმუდსმენი, საუბრობენ ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვაზე. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვინ დაინიშნება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანლად. ვუსმენდი მაუწყებლის ხელმძღვანელების კანდიდატების დებატებს და სრულიად ნათელი გახდა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანლის თანამდებობაზე აბსოლუტურად სოლიდური კანდიდატურაა ზვიად ქორიძე. გარდა იმისა, რომ ქორიძე არის კარგი ჟურნალისტი და კარგად აქვს ჩამოყალიბებული, როგორი ინდა იყოს პირველი არხი, ის დაბალანსებულ...

ბარაკ ობამას პოლიტიკა და საქართველო

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის პირველ შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ანდრო ბარნოვს ესაუბრა - ბატონო ანდრო, როგორ შეაფასებდით აშშ-ს პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის პირველ შედეგებს? - ობამას ვიზიტი რუსეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიზიტამდე სულ იმაზე იყო საუბარი, დაიწყებოდა თუ არა ომი რუსეთთან. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს პერიოდში ომს არ უნდა ველოდოთ და ქვეყანას ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. ახლა რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელოს, ეს პირდაპირ ამერიკის წინააღმდეგ მიმართული აქცია იქნება და არ მგონია ამაზე რუსეთი წავიდეს. სწორედ ამის გამო, ამ ეტაპზე ომის განახლებას პრაქტიკულად გამოვრიცხავ. იხ. სრული ინტერვიუსთვის მუდმივი ბმული

ინტერვიუ "კვირის პალიტრას"

ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიო პოლიტიკა აქტიურ ფაზაშია და გეთანხმებით, რომ საქართველოს თემა ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი უპირველესია. დღეს საქართველოს შესახებაც ან შეჯერება და შეთანხმება მოხდება, ან ძალიან დიდი განხეთქილება. არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოს მოტყუებას შეძლებს, თუ ასე მოხდა, ტყუილი მალე გამომჟღავნდება და დიდი დაპირისპირების საბაბადაც იქცევა. დღეს თუ დასავლეთმა კავკასია რუსეთს დაუკანონა, ხვალ ამერიკა ავღანურ ხაფანგში აღმოჩნდება. ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ზოგიერთი გავლენიანი ექსპერტი ურჩევს, რომ საქართველო ირანში გაცვალოს, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი «გარიგება» შეუძლებელია. >>>>

მოსალოდნელი ომის შესაძლო სცენარები

როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის მოსალოდნელი სცენარი? როგორია ამ პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა? ანდრო ბარნოვი საუბრობს ერთ-ერთ სცენარზე, სადაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს, რის შემდეგაც ხელს შეუწყობს მისთვის ხელსაყრელი კანდიდატის გაძლიერებას. ამ სცენარის ალტერნატივა მუდმივი ქაოსია... იხილეთ ვიდეო ინტერვიუ სრულად .

როგორ შევაწმინდოთ ხელი ხალხს

13:19 - 12.06.2009 - მიზანთან მისასვლელი გზა მკაფიოდ თუ არ გაქვს წარმოდგენილი, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ძალიან სახიფათოა. 26 მაისის საღამოს ვნახეთ, რომ დათო გამყრელიძე რომ არა, ძალიან დიდი პროვოკაცია შეიძლებოდა, მომხდარიყო. სამწუხაროდ, ექსპერტთა ერთი ნაწილი ცდილობს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ხელი ხალხზე შეაწმენდინოს. ცდილობენ, სიტუაცია ისე დახატონ, თითქოს პოლიტიკოსები აგრესიული მასის მძევლები არიან. გარდა იმისა, რომ ეს ამორალური მიდგომაა, ეს აბსურდიცაა, რადგან სწორედ ფუჭი პირობების მიცემამ და ერთადერთ, ვითომ სწრაფ მიზანზე ფოკუსირებამ გახადა ხალხი აგრესიული და ეს სწორედ პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლო ნაწილმა გააკეთა. დღეს უსაფრთხოების ისეთი პრობლემები უდგას საქართველოს, დამოუკიდებლობის პერიოდში პარალელს რომ ვერ მოვუძებნით. ამიტომ, ალბათ, კითხვაც არ უნდა იმას, რომ ამომრჩეველმა უპირატესობა პასუხისმგებლობით, პატრიოტიზმით და გაწონასწორებული ხასიათით გამორჩეულ ლიდერს უნდა მიანიჭოს. სრული ტექსტი

კვლავ იდენტობის შესახებ

საუბარი იდენტობის პრობლემების შესახებ. როგორია ამ ცნების ტრადიციული გაგება და რამდენად შესაძლებელია მისი ოპერაციონალიზაცია. იდენტობის რა კომპონენტების გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების გამოსატანა; როგორი ურთიერთმიმართებაა იდენტობასა და ე.წ. "მეინსტრიმს" შორის, არსებობს თუ არა ქათული "მეინსტრიმი" და ა.შ. >>>

Interview by "Georgia Today"

I would rather stress differences than similarities. The political body that interchanged the government in 2003 possessed major political and administrative resources country-wide what brought them more smoothly to the government. It was easier for them to force Shevardnadze to resign than it is for current opposition. Political crisis was first of all grounded by the government’s improvident policies; its mistakes, falsified elections, continuous disregard to public opinion, and of course by the August war. These are the major reasons that brought state to the current situation. On the other hand, opposition is driven by certain politicians with the weak sense of political responsibility, who do not offer alternatives to the public, but rather manipulate their protest and dissatisfaction. Full story...

ინტერვიუ "კვირის პალიტრას"

- სასაცილოა, როდესაც მთელი მოძრაობა სიმბოლოებზე იგება. 9 აპრილამდე დიდი ხნით ადრე ვაფრთხილებდი ოპოზიციას, რომ ასეთი სტრატეგიით კისერს წაიტეხდნენ. სამწუხაროდ, მათ ეს არ გაითვალისწინეს და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების სამართლიანი პროტესტი საზოგადოებისვე ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიემართათ, ხალხი შეცდომაში შეიყვანეს და მთელი საპროტესტო მუხტი ჰაერში გაუშვეს. კი ვიცი, ვისაც მიუძღვის უდიდესი დამსახურება ამ სიტუაციაში და არაერთხელ მითქვამს კიდეც, მაგრამ დღეს სახელებს აღარ ვიტყვი, ახლა ოპოზიციამ თავად არკვიოს, ვინ ვის მოსტეხა კისერი. >>>>