Skip to main content

ინტერვიუ "კვირის პალიტრას"

ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიო პოლიტიკა აქტიურ ფაზაშია და გეთანხმებით, რომ საქართველოს თემა ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი უპირველესია. დღეს საქართველოს შესახებაც ან შეჯერება და შეთანხმება მოხდება, ან ძალიან დიდი განხეთქილება. არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთი მთელი მსოფლიოს მოტყუებას შეძლებს, თუ ასე მოხდა, ტყუილი მალე გამომჟღავნდება და დიდი დაპირისპირების საბაბადაც იქცევა. დღეს თუ დასავლეთმა კავკასია რუსეთს დაუკანონა, ხვალ ამერიკა ავღანურ ხაფანგში აღმოჩნდება. ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციას ზოგიერთი გავლენიანი ექსპერტი ურჩევს, რომ საქართველო ირანში გაცვალოს, მაგრამ ეს უდიდესი შეცდომა იქნებოდა თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი «გარიგება» შეუძლებელია. >>>>

Comments

Giorgi Chubinidze said…
"მეტ‐ნაკლებად რეალური
გაფრთხილება, რაც რუსეთმა დღემდე მიიღო, ეს შავ ზღვაში ნატოს (ძირითადად
აშშ‐ს) გემების გახშირებული მოძრაობაა. სხვა რეალური მუქარა დასავლეთმა
კრემლს დღემდე ვერ შეუქმნა"
1) ჩემი აზრით კრემლისთვის რეალური გაფრთხილება დასავლეთისგან და პირველ რიგში ამერიკისგან იქნება ისრაელისთვის მწვანე შუქის ანთება ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებაზე რაზეც უკვე იყო მინიშნება ბაიდენის განცხადებაში..
http://www.haaretz.com/hasen/spages/1097911.html
ირანი რა თქმა უნდა უპასუხოდ არ დატოვებს ისრაელის საჰაერო შეტევებს რასაც სავარაუდოდ ამერიკის ჩართვა მოყვება კონფლიქტში და საბოლოოდ მოხდება ისე რომ ირანი ერაყის და ავღანეთის ბედს გაიზიარებს, რასაც დარწმუნებული ვარ რუსეთი არ დაუშვებს.
---------------------------------
"დასავლეთის სახელმწიფოები მოსკოვს ისევ გვერდს
უქცევდნენ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, რაც ბელგრადის
დაბომბვით, კოსოვოს კონფლიქტში რუსეთის მედიატორობის რეალური
დაუშვებლობით, ნატოს გაფართოებით და, უკანასკნელად, კოსოვოს
დამოუკიდებლობის აღიარებით მრავალგზის დამტკიცდა"
2) ამ საკითხში "ანგლო-ამერიკულმა აქსისმა" ყველაზე მეტად შეტოპა როდესაც ევროპის გვერდის ავლით შეიჭრა ერაყში, ნუ რუსეთის აზრის გათვალისწინებაზე აღარ მაქვს საუბარი :D
---------------------------------
"ამას გარდა, რუსეთისკენ აქტიურად დაიწყეს ყურება ძველმა
პარტნიორებმა და აგვისტოს ერთი შეხედვით მოკრძალებული კამპანიის შედეგად
რუსეთი აღმავალ ტალღაზე შედგა."
3)ლუკაშენკოს ქმედებებმა დაადასტურა რომ რუსეთმა მოგება მხოლოდ "შიდა ბაზარზე" ნახა აგვისტოს ქმედებით..
----------------------------------
"კავკასია რუსეთის ინტერესებში დარჩება იმის მიუხედავად,
თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება რუსეთი, უკრაინის კონტროლი კი უფრო
მეტად იმპერიული რუსეთის ინტერესია."
4) ვერ დაგეთანხმებით, პირველ რიგში იმის გამო რომ რუსეთის ამჟამინდელი ეროვნული ინტერესები და იმპერიული ინტერესები ერთი და იგივე იყო არის და იმედი მაქვს რომ აღარ იქნება..
რუსები თავს უსაფრთხოდ მაშინ იგრძნობენ როდესაც შექმნიან ამერიკის დარ სამხედრო ძალას ხოლო ეს უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია..
-----------------------------------
"მოსკოვს სურს, რომ მჭიდრო პარტნიორობა
გააფორმოს ამერიკის ყველაზე სასურველ მოკავშირესთან ევროპაში, გერმანიასთან,
ამ გზით აღკვეთოს აშშ‐ს გავლენის კიდევ უფრო გაძლიერება ევროპაში,
დაუპირისპირდეს საფრანგეთის მნიშვნელობის ზრდას ევროპაში, გაყოს ევროპა ორ
ნაწილად გერმანია‐იტალიის ღერძზე და დაიბრუნოს სასურველი გავლენა როგორც
აღმოსავლეთ, ისე ცენტრალურ ევროპაზე."
5) უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ დაწერეთ რას გულისხმობთ საფრანგეთის მნიშვნელობის ზრდაში..

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...