13:19 - 12.06.2009
- მიზანთან მისასვლელი გზა მკაფიოდ თუ არ გაქვს წარმოდგენილი, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ძალიან სახიფათოა. 26 მაისის საღამოს ვნახეთ, რომ დათო გამყრელიძე რომ არა, ძალიან დიდი პროვოკაცია შეიძლებოდა, მომხდარიყო. სამწუხაროდ, ექსპერტთა ერთი ნაწილი ცდილობს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ხელი ხალხზე შეაწმენდინოს. ცდილობენ, სიტუაცია ისე დახატონ, თითქოს პოლიტიკოსები აგრესიული მასის მძევლები არიან. გარდა იმისა, რომ ეს ამორალური მიდგომაა, ეს აბსურდიცაა, რადგან სწორედ ფუჭი პირობების მიცემამ და ერთადერთ, ვითომ სწრაფ მიზანზე ფოკუსირებამ გახადა ხალხი აგრესიული და ეს სწორედ პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლო ნაწილმა გააკეთა. დღეს უსაფრთხოების ისეთი პრობლემები უდგას საქართველოს, დამოუკიდებლობის პერიოდში პარალელს რომ ვერ მოვუძებნით. ამიტომ, ალბათ, კითხვაც არ უნდა იმას, რომ ამომრჩეველმა უპირატესობა პასუხისმგებლობით, პატრიოტიზმით და გაწონასწორებული ხასიათით გამორჩეულ ლიდერს უნდა მიანიჭოს. სრული ტექსტი
Comments
getanxmebit rom "proekti" sheuracxkofas akenebs da akninebs xalxis faktoris mnishvelobas, magram ar fiqrobt, rom xalxis mxardacherac proektis nacilia?
anu: masalis archeva (kandidatis shercheva politikuri spektridan) - produktis damzadeba/shefutva (treningebi, specialuri unar-chvevebi, ritorikis kursebi da a. sh) - reklamireba ( marketologebi, xalxis ndobis mopoveba) - bazarze gatana (archevnebi)
xalxs ki rcheba nodar dumbadziseuli murtalos mier minichebuli funkcia - brbosi... vamlasheb magram saerto jamshi xom asea, martla?
rac sheexeba dasavletis mxardacheras. amistvis albat opozicias ori ram moetxoveba- dassavluri orintaciis gagrdzelebis da stabilurobis garantiebis micema. pirvli ufro advilia... ertiani opoziciuri lideris ararsebobis shemtxvevashi stabilurobis garantia ubralod sasciloa. danarcheni ki albat meorexarisxovani ikneboda- vgulisxmob demokratiul standartebs. vinaidan am etapze vfiqrob dasvletistvis upirvelesad sakartvelos roli sadenebis usafrtxo garemod arsebobashi mdgomareobs :) (ironiuli smailiki)
rac sheexeba shishs dasavletis mier, es mgoni ufro siaxlis shishia, dakargvis shishit gamocveuli da getanxmebit rom misi mizezi identobis problemaa...
P.S. shegidzliat kartuli fontis opcia daamatot?
პ.ს. ქართული უნიკოდ ფონტის დასაინსტალირებლად ნახეთ: http://fonts.ge/?load=faq&topic=0
ჩემს პოსტშივე აღვნიშნე ვამლაშებ-თქო, ხალხის ბრბოდ გადაქცევაში, მაგრამ ვფიქრობ ამ გაზვიადებულ ირონიაშიც მიხვდით, რასაც ვგულისხმობდი, ანუ თუ თქვენ ხალხის მხარდაჭერას ამოსავალ წერტილად მიიჩნევთ, ჩემის აზრით ის პროექტის ერთ-ერთი წარმატებული ეტაპის წარმატებული შედეგია. ასე ხდება არა მხოლოდ ტრანსფორმაციულ არამედ კონსოლიდებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც, ამაში შეურაცხმყოფელი არაფერია, უბრალოდ ბაზრის შემოჭრაა პოლიტიკაში და მეტი არაფერი.ადამიანი "შუაშია" იმ გაგებით რომ მომხმარებელია, ან მხარდამჭერი, ან ამომრჩეველი ან პროდუქციის მიმღები.რაც შეეხება გია ცაგარეიშვილს, რატომაც არა?!
უბრალოდ ცოტა მეტი მუშაობა დაჭირდება და კარგი მარკეტოლოგები, მაგრამ არც იმდენი რამდენიც ალბათ ჯორჯ ბუშ უმცროსის გაპიარებას დაჭირდებოდა...
დაბოლოს: პირიქით, დიდი მადლობა თქვენ გამოხმაურებისათვის! :)
მანიპულაცია ცუდია თუ კარგი ის რეალობაა... ალბათ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მხოლოდ იმ ქვეყნებში არ შემოჭრილა პოლიტიკაში სადაც ხალხის დაინტერესება პოლიტიკით ძალიან დაბალია. მაგ: გერმანია, საფრანგეთი. გერმანიაში არ იქმნება პროდუქტი კანდიდატის სახით, ამიტომ ის არც არავის აინტერესებს... ცაგარეიშვილზე კი ხელს ნუ ჩაიქნევთ. დავუშვათ რომ ხვალ ოპოზიცია შეთანხმდა რომ ცაგარეიშვილი უნდა გახდეს ერთიანი პროდასავლური ლიდერი, და დასავლეთმა მხარი დაუჭირა... ჯერ შეუქმნიან მას ბიიოგრაფიას, ამუშავებენ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, რამე მნიშვნელოვანს გააკეთებენ, გააცნობენ პრეზიდენტებს, მერე დაუწერენ სადოქტოროს და წიგნს ვთქვათ -საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის როლი ცივი ომის შემდგომ საერთაშორისო სისტემაში. შემდგომ ენის სწრაფი კურსები (ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, შევარდნაძემ დღემდე არ იცის რუსული)მერე ზოგადი კურსები, პოლიტიკაზე,ეკონომიკაზე, ოღონდ ძალიან ზედაპირული ,ხალხს რომ არ დაშორდეს. დანარჩენი მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოა, ხმის ტემბრი, ინტონაცია, მანერები, მიმიკა, სტანდარტული გამოთქმები სხვადასხვა სიტუაციებისთვის, საგანგებო სიტუაციებისთვის დაუწერენ სიტყვებს.გამზადებული ხუმრობები.... და რაც მთავარია ძალიან სერიოზული დაფინანსება.
აღიარეთ აქვს თუ არა ასეთ კანდიდატს გამარჯვების სერიოზული შანსი
ის რასაც თქვენ ცოცხალ პროცესს უწოდებთ სინამდვილეში რეალური, არარომანტიკული პროცესისთვის თვალის დახუჭვა ან მისი მექანიკურობის აღიარებაა... თქვენ თვითონ ამბობდით სტატიაში, რომ დღეს არავინ საუბრობს უსუფაშვილზე, არადა, ხომ ცოცხალი პროცესი იქნებოდა? ნებისმიერ პროდუქტს უნდა გაპიარება...
თუმცა ეს კამათიც ფუჭია, იმიტომ რომ ოპოზიცია მაინც ვერ შეთანხმდება ერთ კანდიდატზე... ალბათ ივლიან ეკლესიებში, ღამის ქუჩებში და ნელ-ნელა დაიშლებიან... რადგან გეთანხმებით თუ არ არსებობს მიზანი, აბსოლუტურად კონკრეტული, ქმედითი და დროში გაწერილი, თანაც რეალური არ მიიღწევა შედეგი...
იმაშიც გეთანხმებით რომ ხალხის დაკვეთით თავის გამართლება მართლაც უპასიხსმგებლობაა, რომ დემოკრატიას ხალხის მმართველობა კი ქვია, მაგრამ რევოლუცია ხალხის მართვაა პოლიტიკოსების მიერ...
..და რომ ოპოზიციაში კიდევ უფრო მეტი დომხალია იდენტობის, ვიდრე ხალხში...
P.S.ის რაც ფონტებს გავს სინამდვილეში copy paste-ia :)
სალომე, გეთანხმებით, მაგრამ თუ დათო თვითონ არ ცდილობს როგორ "გაპიარდება"? იმის თქმა მინდა, რომ კი ბატონო, ყველას გაპიარება შეიძლება მაგრამ ამ ადამიანის სურვილიც ხომ უნდა იყოს :) ისე, ყველას გაპიარება მაინც არ შეიძლება :)))
რომც ეცადოს... მეც ვფიქრობ რომ უსუფაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატია. მაგრამ "ზედმეტად ხალხს დაშორებულია":), საქართველოში ასეთ კანდიდატებს ალბათ კიდევ დიდხანს ექნებათ გაპრეზიდენტების ცაგარეიშვილზე ნაკლები შანსი.
P.S.ლინკისთვის მადლობა, მაგრამ დაკოპირება უფრო ცოცხალი პროცესია