ალბათ შეამჩნიეთ, რომ მედვედევის რეაქცია ობამას გადაწყვეტილებაზე ძალიან კორექტული და კეთილგანწყობილი იყო, მან თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთი ყურადღებით მოეკიდება ამერიკის ინტერესებს, როგორც ეს ობამამ გააკეთა რუსეთის მიმართ. პუტინმა კი ობამას გადაწყვეტილება ცივად მიიღო და მაშინვე შემდგომი დათმობები მოითხოვა. პუტინს კარგად ესმის, რომ მისი რეაქცია ურთიერთობების დათბობას ხელს უშლის, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. გარწმუნებთ, ეს შემთხვევით არ ხდება. პუტინისთვის დამღუპველია სიტუაცია, სადაც რუსეთს მტერი არ ყავს. პუტინი თავიდანვე ამ რიტორიკით მოვიდა რუსეთის სათავეში და დღესაც ამავე იმიჯით აგრძელებს მოღვაწეობას. ეს არის შურისმაძიებელი, დაუნდობელი, აგრესიული, აქტიური და შეუპოვარი ლიდერის იმიჯი, რომელიც სისხლში ახრჩობს რუსეთის მტრებს და უცერემონიო ქედმაღლობით ელაპარაკება მსოფლიოს ლიდერებს. სხვა საქმეა მედვედევი, რომელიც რაციონალური, ინტელექტუალური, ლიბერალური და ცივილიზაციისაკენ მიდრეკილი ლიდერის იმიჯს იქმნის და მის შინაგან ბუნებასთანაც ეს იმიჯი უფრო ახლოა. ვფიქრობ, ზედმეტია მტკიცება, რომ ობამას მედვედევთან ურთიერთობა სურს. მოსკოვში მისი ვიზიტის დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინს იგი რელიქტურ არსებად მიიჩნევს, მედვედევში კი პარტნიორს ხედავს. მოსკოვის სამიტის წინ გამიჩნდა ეს ეჭვი და დღემდე მხოლოდ მიმტკიცდება, რომ ობამა ყველანაირად შეუწყობს ხელს მედვედევის გაძლიერებას >>>>>>
“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...
Comments