2008 წლის აგვოსტოს შემდეგ სამცხე-ჯავახეთის თემა კვლავ აქტუალური გახდა. ერთის მხრივ, ამის მიზეზი იყო რეგიონის მოსახლეობის საპროტესტო გააქტიურება ერთიანი ჯავახეთის ლიდერის დაპატიმრების გამო, მეორეს მხრივ კი - ქართული საზოგადოების შეგრძნება, რომ ჯავახეთი სუსტი წერტილია და ის შეიძლება მორიგი ესკალაციისათვის გამოიყენოს რუსეთმა. ჩვენში სამცხე-ჯავახეთის მოვლენები ძაიან ცუდად შუქდება და ამიტომ მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული შიში ეუფლება შესაძლო ესკალაციებთან დაკავშირებით. მაგრამ შიშის გარდა, მოსახლეობამ არ იცის, რა მოსთხოვოს საკუთარ ხელისუფლებას, არ არსებობს ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება, ან რა უნდა ხდებოდეს სამცხე-ჯავახეთში, როგორია რეალობა და როგორი შეიძლება იყოს სწორი პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ჩამოტვირთეთ სრული ტექსტი