Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2014

ერთი ცუდი დღე და საშინელი ორი წელი

დღეს ცნობილი გახდა ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე უგუნური გადაწყვეტილების შესახებ.  1.    სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ 2.    თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ გაყიდოს ჩვენს არსენალში არსებული სუ-25-ები. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ როდესაც ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე სააკაშვილმა გამოაცხადა, მთავრობა დელტას კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემას და გაყიდვას აპირებსო, გამოვარდნენ მინისტრები, მეოცნებე დეპუტატები და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ გავიდა წელიწადზე ნაკლები, მთავრობამ მართლაც გადასცა დელტა ეკონომიკის სამინისტროს და საწარმოს მუშაობა სრულიად გააჩერეს. მართალია, ვერ გაყიდეს და თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ დელტას გაყიდვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მცდელობა გრძელდება, საწარმო კი უქმად დგას. ასეა თუ ისე, მთავრობის უტიფარმა ტყუილმა ისე ჩაიარა, ბევრმა ვერ შეამჩნია. ამასობაში კრემლში მშვიდად არიან (არ ვანერვიულებთ), ჩვენი თავდაც...