დღეს
ცნობილი გახდა ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე უგუნური გადაწყვეტილების შესახებ.
1.
სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას საიდუმლო ინფორმაციის
გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ
2.
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ გაყიდოს
ჩვენს არსენალში არსებული სუ-25-ები.
საზოგადოებას
ალბათ ახსოვს, რომ როდესაც ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე სააკაშვილმა გამოაცხადა, მთავრობა
დელტას კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემას და გაყიდვას აპირებსო, გამოვარდნენ
მინისტრები, მეოცნებე დეპუტატები და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ
გავიდა წელიწადზე ნაკლები, მთავრობამ მართლაც გადასცა დელტა ეკონომიკის სამინისტროს
და საწარმოს მუშაობა სრულიად გააჩერეს. მართალია, ვერ გაყიდეს და თავიდანვე უნდა სცოდნოდათ,
რომ დელტას გაყიდვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მცდელობა
გრძელდება, საწარმო კი უქმად დგას.
ასეა
თუ ისე, მთავრობის უტიფარმა ტყუილმა ისე ჩაიარა, ბევრმა ვერ შეამჩნია. ამასობაში კრემლში
მშვიდად არიან (არ ვანერვიულებთ), ჩვენი თავდაცვის მრეწველობა კი იძირება.
დღეს
თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საწარმოს გაჩერებას არ დასჯერდნენ და ახლა სუ 25-ების გასხვისებას აპირებენ. განსაკუთრებით
სულელური იყო არგუმენტი, რაც
დაასახელეს. ამბობენ, რომ თვითმფრინავები ამორტიზებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. საქმეში სულ ოდნავ ჩახედული ხალხი მიხვდება, რამხელა სისულელესთან და ტყუილთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, თუ რომელიმე ხომალდს ფრენის რესურსი ამოეწურა (რაც შესაძლებელია), შესაბამისი სერვისის შემდეგ მისი განახლება შესაძლებელია. ამას გარდა, თუ ისინი მართლაც აღარ კეთდება და გამოუსადეგარია (რაც წარმოუდგენელია), მაშინ ვის უნდა მიყიდონ ეს ჯართი? ძალიან სამწუხაროა, რომ ალასანია და მისი უწყება გონივრული ტყუილის გამოსაგონებლადაც კი არ იწუხებს თავს.
დაასახელეს. ამბობენ, რომ თვითმფრინავები ამორტიზებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. საქმეში სულ ოდნავ ჩახედული ხალხი მიხვდება, რამხელა სისულელესთან და ტყუილთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, თუ რომელიმე ხომალდს ფრენის რესურსი ამოეწურა (რაც შესაძლებელია), შესაბამისი სერვისის შემდეგ მისი განახლება შესაძლებელია. ამას გარდა, თუ ისინი მართლაც აღარ კეთდება და გამოუსადეგარია (რაც წარმოუდგენელია), მაშინ ვის უნდა მიყიდონ ეს ჯართი? ძალიან სამწუხაროა, რომ ალასანია და მისი უწყება გონივრული ტყუილის გამოსაგონებლადაც კი არ იწუხებს თავს.
თავდაცვაში
ასევე განაცხადეს, რომ ფლოტის განახლებას აპირებენ. კი ბატონო, მაგრამ ახალი ფრანგული
ვერტმფრენები რომ გაყიდეს, ამით როგორ მოემსახურნენ ამ მიზანს? თუმცა მაშინ სხვა სულელური
მიზეზი მოიგონეს - ეს ფუფუნების საგნებიაო. ნეტავ, კიდევ სჯერა ვინმეს ამ ხალხის?
ახლა,
რაც შეეხება სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას...
მართალია,
ფანჯიკიძემ, ალბათ ყველაზე უვიცმა და სამარცხვინო საგარეო მინისტრმა რაც საქართველოს
ოდესმე ყოლია, საზეიმოდ გამოგვიცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა, რომელსაც
მეგობარ ქვეყანასთან ვაფორმებთო, მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ სომხეთი ე.წ. „ოდკბ“-ს
წევრი, ანუ რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეა. ახლა დასვას საზოგადოებამ კითხვა:
ჩვენ თუ ნამდვილად ვისწრაფვით ნატოში ინტეგრაციისაკენ, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ნატო
ან მისი რომელიმე წევრი რაიმე ინფორმაციას გაგვიზიარებს, როცა ეცოდინება, რომ ეს ინფორმაცია
სომხეთის და რუსეთის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს? რამდენადაც ვიცი, დღეს ანალოგიური ხელშეკრულებები
გვაქვს ავსტრიასთან, აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან, ესპანეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან
და ლიტვასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან.
ალბათ უცნაურად ერთიც არ გეჩვენებათ, არა? მაგრამ სომხეთთან გაფორმებული ხელშეკრულება
მხოლოდ უგუნურობა კი არ არის, ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ხელისუფლების
რეალური ჩანაფიქრებისა და საგარეო კურსის შესახებ.
საზოგადოებას
ალბათ ისიც კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი ევრაზიის კავშირისა და ნატოს წევრობას ერთდროულად
„აპირებდა“. ბევრი დაცინვისა და გაკიცხვის შემდეგ ეს აზრები ღიად აღარ გამოუთქვამთ,
მაგრამ ვაი, რომ ეს აზრი თუ უაზრობა, როგორც ჩანს, დღემდე ან არ შეუცვლიათ, ანდა -
არჩევანი აშკარად კრემლის სასარგებლოდ მიიღეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე სწორედ რუსეთისკენ
თავქუდმოგლეჯილ სვლას ვხედავ.
ისიც
არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც მთავრობა
პროდასავლურობის ელვარე მაგალითად გვაჩეჩებს, ასეთად ნამდვილად ვერ გამოდგება. სტრატეგიულ
კავშირებში უპირატესობა ყოველთვის ენიჭება სამხედრო და ენერგეტიკულ კავშირებს და არა
- გარიგებებს სოფლის მეურნეობის, ინსტიტუციური რეფორმებისა თუ ტრანსპორტის შესახებ.
რუსეთის იმპერიულ მიზნებს ეს ხელშეკრულება ხელს ვერ შეუშლის, თუმცა უბედურება ისაა,
რომ საქართველოს მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რაც კრემლისთვის „დამღუპველად“
არ აღიქმება, რუსეთმა, როგორც ჩანს, ენერგიული ვაჭრობა მაინც მოაყოლა და მისთვის დიდად
სასარგებლო შედეგებითაც.
ვერ
გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს საჰაერო ძალების ფაქტობრივი გაუქმება სწორედ ამ ვაჭრობის
შედეგი იყოს. ასევე საეჭვოდ გამოიყურება აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, რომელიც ივანიშვილის
სომხური ვოიაჟიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დადგა დღის წესრიგში. ასევე საინტერესოა
ღარიბაშვილის აღტკინება მერკელთან შეხვედრის შემდეგ და ეს იმ ფონზე, როდესაც ამ შეხვედრის
შემდეგ მერკელმა გამოაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას კი მიესალმება,
მაგრამ ნატოსა და მაპ-ზე ფიქრიც არ უნდა გავბედოთ.
ყველას
გვესმის, რომ აფხაზეთის რკინიგზას აფხაზეთთან და აფხაზებთან არა აქვს კავშირი. ეს თემა
საინტერესოა სომხეთისთვისაც, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ამას აქვს. გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს რუსეთის ინტერესს, რომ გიუმრის ბაზასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი
დაამყაროს და, შესაბამისად, ხმელეთით დაუკავშირდეს ირანსაც, ეს კი ძალიან მნიშვნელოვან
ენერგეტიკულ კავშირებსაც ნიშნავს.
როდესაც
საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ სტრატეგიულ
პრიორიტეტებს სწორედ ასეთი კავშირები აღწერს, როგორიცაა რკინიგზა, ენერგეტიკა და სამხედრო
გზები. ამიტომ, აქ კითხვაც ცოტა რჩება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის რუსული პრიორიტეტის
შესახებ.
ყველა
დასახელებული ფაქტი და ლოგიკური ვარაუდი რომ შევაჯამოთ, კატასტროფულ სურათს ვიღებთ:
-
საქართველომ უკვე ღიად დაიწყო აშკარა დაბრკოლებების შექმნა ნატოში ინტეგრაციის
გზაზე (ხსენებული ხელშეკრულების ხელმოწერა სომხეთთან)
-
საქართველო გზას უხსნის რუსეთს კავკასიაში სრული სამხედრო
დომინირებისათვის (აფხაზეთის რკინიგზა)
-
საქართველო ფაქტიურად აუქმებს სამხედრო საჰაერო ძალებს
(ვერტმფრენების და თვითმფრინავების გაყიდვა)
-
საქართველო აუქმებს თავდაცვის მრეწველობას (დელტას გაჩერება)
-
საქართველო ეკონომიკას კვლავ უქვემდებარებს რუსეთს
ერთი სიტყვით, საქართველომ დაივიწყა, რომ აქვს ეროვნული ინტერესები და გადაიქცა სათამაშოდ და პაიკად,
რომლითაც ადვილად თამაშობს ყველა, ვისაც მოეხასიათება. და სამწუხაროდ, ეს ის ქვეყანაა,
რომელიც ორი წლის წინ უდიდეს როლს თამაშობდა რეგიონში და მსოფლიოს ყველა განვითარებადი
ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი იყო, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის კი - აღფრთოვანების
საგანი.
ასე
რომ, დღეს იყო მორიგი ცუდი დღე უტვინო, უპრინციპო, ლაჩრული და მართლაცდა ავადსახსენებელი
ორი წლის განმავლობაში. კიდევ რამდენი იქნება ასეთი დღეები - ესაა საკითხავი...
Comments