Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2014

თქვენო უწმინდესობავ, მედია ჩვენი თვალია…

თქვენო უწმინდესობავ, მთელი ცხოვრება ფიქრში გაქვთ გატარებული, ბიბლიას, სახარებას, წმინდა მამათა ნააზრევს ზედმიწევნით იცნობთ, ალბათ, სხვა მრავალი ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურაც წაგიკითხავთ და ღრმად გაგიაზრებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და კარგად იცით, რას ამბობთ და რისკენ მოუწოდებთ ერს. ერი გენდობათ, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მოღვაწე ბრძანდებით, მსოფლიოს ლიდერებს, გამოჩენილ და წარმატებულ ადამიანებს პირისპირ ესაუბრებით, ყველაფერი იცით, რაც გარშემო ხდება. ქართული ეკლესია თქვენს ხელში ახლიდან დაიბადა, თქვენს თვალწინ დაიკიდა ერმა ჯვარი, თქვენს სიტყვას უდიდესი წონა აქვს, ერი მოგყვებათ და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებთ. თქვენ ეს კარგად იცით. მე რიგითი ქართველი ვარ, თქვენო უწმინდესობავ. რიგითი ქრისტიანის კვალობაზე სახარებაც კარგად ვიცი და ბიბლიაც, ფილოსოფიური და სამეცნიერო ლიტერატურა მეც წამიკითხავს და შეძლებისდაგვარად გამიაზრებია. გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება მეც მაქვს, თქვენო უწმინდესობავ. ურიგოდ არ მიცხო...

ქართული პანთეონი და „მაგაროკრატია“

დემოკრატია ლობიოობა რომ არაა, ეს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ერთმა „მაგარმა კაცმა“ გვასწავლა. ეს კაცი ნამდვილად ჩვენზე მაგარი იყო და დაგვცინოდა. მას დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების არაფერი გაეგებოდა, მაგრამ გვიყურებდა დაბნეულ ბრბოს და დაგვცინოდა, რადგან ჰქონდა ძალა და გაქანება. მოკლედ, მაგარი ტიპი იყო. ამ „მაგარ კაცს“არ ჰქონდა სოციალური ღირებულებები, მას გული არ შესტკიოდა ჩვენზე, დაბნეულ და მასავით უღირებულებო მასაზე, რომელსაც სისასტიკით მოგვერია და ზემოდან დაასკუპდა, ამიტომ სახელისუფლებლო ტრიბუნებიდან უხვად გვასაჩუქრებდა წარმოუდგენელი სისულელეებით. ჩვენც ვისმენდით და აღფრთოვანებულები ვიცინოდით. ეს იყო ჩვენი პურიც და გართობაც. „რა მაგარი კაცია!“ - ამბობდა ბევრი. ცხადია, მაგარი იყო და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც ასვენია დღემდე. როდესაც ერთმა მიამიტმა კაცმა, ერთმა რეჟისორმა, პროტესტის ნიშნად მისი პანთეონიდან გაბრძანება მოითხოვა, ჩვენმა საზოგადოებამ თქვა, რომ საფლავის შეურაცხყოფა დაუშვებელია და რომ ამის მომთხოვნი ქრისტიანი არ ყოფილა. სხვა აზრი არავის გასჩე...