რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა ერევანთან . როგორც ამბობენ , ამ შეთანხმებით მოსკოვი სომხეთის დაცვის ვალდებულების აღებას აპირებს . რატომ აკეთებს რუსეთი ამას ? რატომ სჭირდება სომხეთთან ისედაც აწყობილი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება და ფორმალურად დამაგრება ? რას უნდა ველოდოთ ამ სვლის შემდეგ ? ვფიქრობ , ამ სვლის გაკეთებისას კრემლი არა სომხეთზე , არამედ აზერბაიჯანზე ფიქრობს . რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ - სომხეთის მოლაპარაკებები , გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე - ისე რომ ოფიციალურად მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს . ახლა რუსეთს სჭირდება , რომ ამგვარი შეთანხმების სამომავლო შესაძლებლობა აღმოფხვრას . ამიტომ , აგვისტოშივე გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას სომხეთთან , დააფიქსირებს სომხეთის ერთგულებას , ვალდებულებებს ერევანსაც დააკისრებს , თავად კი მაშინვე შეტრიალდება და ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას . რუსეთი მზად იქნება , რომ ყარაბაღის 5 რაიონი ...
QUOD SCRIBAM, ET QUOD DICO