Skip to main content

აზერბაიჯანი მიზანში


რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა ერევანთან. როგორც ამბობენ, ამ შეთანხმებით მოსკოვი სომხეთის დაცვის ვალდებულების აღებას აპირებს. რატომ აკეთებს რუსეთი ამას? რატომ სჭირდება სომხეთთან ისედაც აწყობილი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება და ფორმალურად დამაგრება? რას უნდა ველოდოთ ამ სვლის შემდეგ?
ვფიქრობ, ამ სვლის გაკეთებისას კრემლი არა სომხეთზე, არამედ აზერბაიჯანზე ფიქრობს. რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებები, გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე - ისე რომ ოფიციალურად მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს. ახლა რუსეთს სჭირდება, რომ ამგვარი შეთანხმების სამომავლო შესაძლებლობა აღმოფხვრას. ამიტომ, აგვისტოშივე გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას სომხეთთან, დააფიქსირებს სომხეთის ერთგულებას, ვალდებულებებს ერევანსაც დააკისრებს, თავად კი მაშინვე შეტრიალდება და ყარაბაღის კონფლიქტის განმუხტვის მიზნით ბაქოსთან დაიწყებს ვაჭრობას. რუსეთი მზად იქნება, რომ ყარაბაღის 5 რაიონი დათმოს, ოღონდაც ბაქო თავისკენ შეატრიალოს >>>

ბაქოსთვის ძალიან ძნელი იქნება ასეთ წინადადებაზე უარის თქმა. ცხადია, ძირითადი საკითხი იქნება გარანტიები, თუმცა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ აზრზე რუსეთი ძალიან ძლიერად იმუშავებს იმისათვის, რომ გარანტიების მოთხოვნისას ბაქო ძალიან პრინციპული არ იყოს.
თუ მოსკოვი ბაქოსთან გარიგებას მოახერხებს,  ეს იქნება რუსეთის პოზიციების ერთიათად გაძლიერება რეგიონში. თურქეთის ინტერესები კი ძალიან დაზარალდება

Comments

Anonymous said…
ვფიქრობ საქართველოსაც საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნება თუ მასე მოიქცევა რუსეთი, რადგან დარწმუნებული ვარ ვაჭრობის სფერო საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გადახედვაც იქნება.
Unknown said…
”რუსეთმა მოახერხა და ჩაშალა თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებები, გააკეთა ეს მშვიდად და ყვირილის გარეშე - ისე რომ ოფიციალურად მხარსაც კი უჭერდა ამ მოლაპარაკებებს" რას ეყრდნობა ეს მოსაზრება? როგორც მახსოვს სხვა არაერთი მიზეზი იყო ამ მოლაპარაკებების ჩასაშლელად, როგორც თურქეთის ასევე სომხეთის მხრიდან.
ჩემი აზრით, მიზანში აზერბაიჯანი კი არა საქართველოა.

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...