Skip to main content

The government is legitimizing an occupant by its silence on Olympic games. It’s time for the society to act

Georgia’s society remembers me making a number of statements about the Sochi Olympics and speaking against sending there our sportsmen and official delegation. Also, more than 28 thousand people signed the petition during the October campaign to boycott Sochi Olympics.

Today, I would like to address our people once again:

Unfortunately, the passive position of our Government provides that Russian-held Olympic Games will be sold in Russia as Putin’s unconditioned victory and will further legitimize the aggressor while increasing the danger to our European future.

It must be believed that from March, Putin will launch increasing pressure on Georgia to force our government to leave European integration plans and become Russia’s backyard again.

We see the officials of seven European countries boycotting the Sochi Olympics, but nobody mentions Georgia’s occupation by Russia among the reasons. The voice of Georgia has been muted!

This is the result of the terrible work of the Georgian MFA and the entire Government and they carry the responsibility of all the consequences of their mismanagement.


However, I’m sure that this catastrophic idleness of Georgian diplomacy is not accidental. I’m sure also that Ivanishvili is already drafting the text for our so-called “government” to read to us while signing a slavery testament to Putin and saying that “Russia is great power and that explains everything!”

It seems that our government is really ready to concede everything to the Kremlin, and they are not going to do anything to protect our national interests.

I would like to address Ivanishvili and all others, who doubt Georgians’ rigor and who will look at us from above, as to some mob easily sent to wherever pushed to. Would like to tell to these people: you are damn mistaken!

We know our way and Georgia will never again become an object of your sarcasm!

Hence, I tell our people: let’s get our future in our hands, let’s stand together and show to all in the world that the people of Georgia anticipate the troubles to be caused by our government’s irresponsible behavior. We could be wrong in our choice of politicians, but we are firm in our resolution to go west!

I would like to address NGOs and every single member of this society – we have to clearly express to the world and to the aggressor that this nation is united in its protest against holding the Olympics at the territories of unprecedented bloodshed and genocide background and in a country of the still colossal potential of vandalism and brutality. Let’s speak against the profanation of the idea of the Olympic movement!

Let’s ask the world governments to have principled positions and hold their delegations from being sent to these Olympics, to do so for the sake of the safety of their sportsmen and for global and regional security as well!

In the nearest days, I will meet the groups of our conscious citizens to discuss the vision and a plan of action. We will get back very soon to wider society with precise information on our future actions. Please, all interested parties get in touch with us via social networks.


საზოგადოებამ იცის, რომ არაერთხელ გამოვსულვარ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს გუნდის, მით უფრო, სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობის წინააღმდეგ. შემოდგომის კამპანიისას 30 ათასამდე ხელმოწერაც შეგროვდა ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით.

მინდა, დღეს კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას:

სამწუხაროდ, მთავრობის პასიურობის გამო, რუსეთში ჩატარებული ოლიმპიური თამაშები პუტინის უპირობო გამარჯვებად გაიყიდება რუსეთში და აგრესორის ლეგიტიმაციის ზრდას მოემსახურება, ეს კი დამატებით საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს.

პუტინი სავარაუდოდ უკვე მარტიდან დაიწყებს მზარდ ზეწოლას საქართველოზე იმისათვის, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ევროპულ მომავალზე და რუსეთის სამფლობელოს ნაწილი გავხდეთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე 7 ქვეყნის მთავრობამ გამოუცხადა ბოიკოტი ამ ოლიმპიადას, თუმცა საქართველოს ოკუპაციას არავინ იხსენებს. საქართველოს ხმა მიჩუმდა, ის აღარ ისმის!

ეს არის ჩვენი საგარეო უწყებისა და მთლიანად მთავრობის კატასტროფული მუშაობის შედეგი და მათ ყველას ერთად მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება ამ უმოქმედობის დამღუპველ შედეგებზე.

თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კატასტროფული პასიურობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება საგარეო ასპარეზზე აჩვენებს, შემთხვევითი არ არის. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ივანიშვილი უკვე ამზადებს „ხელისუფლების“ მიერ ჩვენთვის სათქმელ ტექსტს, რომლითაც კრემლის მონობაზე ხელმოწერისას გვეტყვიან, რომ რუსეთი დიდია და ამიტომ უნდა შევიყვაროთ.

როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლება მართლაც მზად არის, ბოლომდე დაემორჩილოს კრემლს და თითის განძრევას არ აპირებენ ეროვნული ინტერესების დასაცავად.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლის პროცესში არც ერთი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება. მინდა, ასევე, შეკითხვით მივმართო ჩვენს ხალხს: „რა სიკეთეს უნდა ველოდოთ ხელისუფლებისგან ახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, როცა დიპლომატიური მუშაობითაც კი არ იწუხებენ თავს?!“
მინდა, ასევე, მივმართო ივანიშვილს და ყველას, ვისაც ქართველი ხალხის სიმტკიცეში ეჭვი ეპარება, ვინც აპირებს, ხვალ დამცინავად გადმოგვხედოს როგორც რაღაც ბრბოს, რომელსაც საითაც უნდათ, იქით გაერეკებიან. მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ ცდებიან!

ჩვენ ვიცით გამოსავალი და საქართველო მათი დასაცინი აღარასოდეს გახდება!

მოვუწოდებ საზოგადოებას, საკუთარ ხელში ავიღოთ საკუთარი მომავალი, დავდგეთ ერთად და დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ხალხს კარგად ესმის, რა საფრთხეებს გვიქმნის ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ ოლიმპიადის სრულიად უპასუხოდ დატოვება. დავანახოთ, რომ შეიძლება ხელისუფლების არჩევანში შევცდეთ, მაგრამ არ შევცდებით ჩვენი მომავალის არჩევანში, რომელიც დიდი ხანია, მყარად გვაქვს გადაწყვეტილი!

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოების თითოეულ წევრს - ჩვენ ყველამ ერთად ძალზედ მკაფიოდ უნდა დავანახოთ მთელს მსოფლიოს და მათ შორის აგრესორს, რომ მთელი ერი, როგორც ერთი კაცი, ვაპროტესტებთ ოლიმპიადის ჩატარებას იქ, სადაც არნახული სისხლისღვრის ისტორია და ახალი ძალადობის საფრთხეა, რომ ვაპროტესტებთ ოლიმპიური მოძრაობის იდეის პროფანაციას!

ერთად მოვუწოდოთ მთელს მსოფლიოს, რომ დაიჭირონ პრინციპული პოზიცია და გამოუცხადონ ბოიკოტი ამ ოლიმპიადას, გააკეთონ ეს როგორც საკუთარი სპორტსმენების, ასევე - მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გულისთვის.

ამ დღეებში აუცილებლად შევხვდები საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს, გავაცნობ ჩემს ხედვას და უახლოეს მომავალში ერთად შევატყობინებთ საზოგადოებას კონკრეტული გეგმის შესახებ. ვთხოვ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, დაკვიკავშირდეს სოციალური ქსელების მეშვეობით.

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ

მოსალოდნელი ომის შესაძლო სცენარები

როგორი შეიძლება იყოს რუსეთის აგრესიის მოსალოდნელი სცენარი? როგორია ამ პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა? ანდრო ბარნოვი საუბრობს ერთ-ერთ სცენარზე, სადაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში გახვიოს, რის შემდეგაც ხელს შეუწყობს მისთვის ხელსაყრელი კანდიდატის გაძლიერებას. ამ სცენარის ალტერნატივა მუდმივი ქაოსია... იხილეთ ვიდეო ინტერვიუ სრულად .