Skip to main content

რა შეიცვალა აგვისტოს შემდეგ



რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, რაც პროცესების ახლებურ გააზრებასა და არსებულ რეალობაში მაქსიმალურად ეფექტური გამოსავლის ძიებისაკენ გვიბიძგებს. რუსეთის პოზიციების გაძლიერებისა და აშშ-ს პოზიციების დროებითი შესუსტების შედეგად ევროპასა თუ აზიაში ერთბაშად გაცოცხლდა ევრაზიული გეოსტრატეგიული აზროვნება, რაც როგორც ევროპას, ასევე სამხრეთ კავკასიის უშუალო მეზობლებს - რუსეთს, თურქეთსა და ირანს ახალი თამაშის წამოწყების საშუალებას აძლევს. 




მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის ქცევა. გამოიკვეთა მოსკოვის სტრატეგია ევროპის მიმართ და გამოიკვეთა რუსეთის ახალი დისკურსი. სამხრეთ კავკასიაში რუსეთი შემდგომი მოქმედებებისთვის ემზადება და საკუთარი უსაფრთხოებისთვის დამატებითი გარანტიების მიღებას ცდილობს.





აზერბაიჯანმა და სომხეთმა ასევე შეიცვალეს ქცევა. რუსეთის მოქმედებებმა იმდენად შეაშინეს ილჰამ ალიევი, რომ მან აშშ-ს ზურგი შეაქცია. ამის მიუხედავად, თეთრი სახლი ინარჩუნებს ინტერესებს აზერბაიჯანში და მომავალი მოქმედებებისთვის ემზადება.

სომხეთი გარკვეულწილად გაუგებრობაში აღმოჩნდა და არ იცის კონკრეტულად როგორ იმოქმედოს, თუმცა ერევანი დიდი ცვლილებების მოლოდინშია, რაც განსაკუთრების თურქეთის გააქტიურებას უკავშირდება. ამიტომ, სომხეთი გახსნილობისა და მოქნილი პოლიტიკის დემონსტრირებას არჩევს და თურქეთთან და ბაქოსთან მოლაპარაკებებზე უარს აღარ ამბობს.


აშშ ქოლგის შესაძლო დასუსტების ფონზე ევროპის სახელმწიფოები ძველ გეოსტრატეგიას მიმართავენ. ევროპაში იკვეთება გერმანიის ცენტრალური როლი და გერმანია-საფრანგეთის კონკურენცია ამ თვალსაზრისით უკვე შეიმჩნევა. ამის მიუხედავად, ერთიანი ევროპული სახლის იდეა შენარჩუნდება.

აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთი რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან მის ევროპა-აზიის დერეფანის როლს საფრთხე დაემუქრა. სამხრეთ კავკასია თურქეთისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მეზობლებთან მშვიდობიანი თანამშრომლობითაა დაინტერესებული, არსებულ სიტუაციაში თურქეთის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობაც არ შეიძლება გამოირიცხოს.

სამხრეთ კავკასიაში მოსალოდნელია ირიანის გააქტიურება. ირანს უკეთესი შანსები უჩნდება, რომ დაასრულოს აშშ-სთან კონფრონტაცია და სამხრეთ ევრაზიაში ცენტრალური მოთამაშე გახდეს. გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე,
თეირანს საქართველოსთან ახლო პარტნიორობა უნდა აწყობდეს.

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...