Skip to main content

კრიტიკამ ევროკავშირის წარმომადგენლები გაანაწყენა

VI საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვის კრიტიკამ ევროკავშირის მისიის წარმომადგენელთა ერთგვარი განაწყენება გამოიწვია. "მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე და ამდენად, შემიძლია, საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები ხმამაღლა და თავშეუკავებლად გამოვთქვა. ქართულმა მხარემ რუსულ-ქართული პრობლემების მოგვარების სტრატეგია შეიმუშავა და ევროკავშირმა აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაში საქართველოს ქმედითი დახმარება უნდა გაუწიოს და არა მხოლოდ სიტყვიერი. წარმოუდგენელია, ოკუპანტ ქვეყანას გამანადგურებელი იარაღი მიჰყიდო მაშინ, როდესაც ომში ჩართულ საქართველოს თავდაცვის იარაღსაც კი არ სთავაზობ. ასევე გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს ოკუპირებული ქვეყანა ჰქვია, თუმცა გამუდმებით გვახსენებენ, რომ საქართველომ აგვისტოში "არასწორი რაღაცეები გააკეთა", - განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლის დასრულების შემდეგ ბარნოვმა "პირWელთან" საუბრისას და აქვე დასძინა, რომ "ბიზნესის ენერგეტიკული დამოკიდებულებისა და რიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებიდან გამომდინარე, რუსეთის გავლენა ევროკავშირზე კვლავინდებურად დიდია". შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ არასწორი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განცხადებები ევროკავშირის მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თომას ლუკმა გააკეთა.


სააგენტო "პირWელი"

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...