Skip to main content

ჩვენი და ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!

ძვირფასო მეგობრებო,

მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, მშვიდობა და წარმატება თქვენს საქმიანობაში! 

2014 წელი განსხვავებული იქნება, საზოგადოებას ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე. 

ეს აუცილებელი იქნება, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მომავლის ხედვა, არ აქვს მკაფიო ღირებულებები, საკუთარი ჩრდილის ეშინია და ერთ ადამიანს ემონება.

წინ კი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები: უნდა ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, უნდა გავუძლოთ რუსეთის ზეწოლას და გავაფორმოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. 

ამიტომ, ახლა მთავარია, გავერთიანდეთ ძირითადი ღირებულებების გარშემო, არ დავუშვათ კორუფციის, ჩამორჩენილობის, სიბნელისა და ძველბიჭური მმართველობის დაბრუნება.

სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე განუზომლად დიდია! ევროპაში ვერ შევა ბიუროკრატია, ევროპაში საზოგადოება უნდა შევიდეს და ეს სრულიად განსხვავებულ სტანდარტებს მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან. 

და სწორედ ახლა, განსაკუთრებული როლი ახალგაზრდებმა უნდა იტვირთონ - ადამიანებმა, ვისაც არ უცხოვრიათ კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ ჭაობში, რომელთაც არ ახსოვთ, რას ნიშნავს პიროვნების განადგურება, მონობა და სამოქალაქო უპასუხისმგებლობა.

ამიტომ, დროა, რომ მყარად შევთახმდეთ:


  • მისაღებია ობიექტური და ინფორმირებული კრიტიკა და არა - მტრობა
  • გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ უფლება კი არა, სამოქალაქო პასუხისმგებლობაცაა
  • სახელწმიფოს წარმატების გასაღები გაბედული და ინფორმირებული მოქალაქეა
  • დაუშვებელია თანამშრომლობა ოკუპანტთან, დაუშვებელია ყოველგვარი ძალადობა
  • არჩევნები რაციონალური უნდა იყოს, სახელი და გვარი კი არა, პროგრამები უნდა ავირჩიოთ
  • არ უნდა დავაბრუნოთ კორუფცია და ნეპოტიზმი, უნდა შევინარჩუნოთ თანაბარი პირობები თითოეული მოქალაქისათვის
  • თავისუფლება შეუძლებელია დამოუკიდებლობის გარეშე და დამოუკიდებლობა შეუძლებელია თავისუფლების გარეშე
  • ჩვენი მიზანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და განვითარება
  • ჩვენი პარტნიორი და მეგობარია ყველა, ვინც პატივს სცემს ამ ღირებულებებს


გილოცავთ კიდევ ერთხელ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ, რომ პიროვნულ ბედნიერებასთან ერთად, მან ჩვენი ქვეყნით სიამაყის გრძნობა დაგვიბრუნოს. გისურვებთ ჩვენი სამშობლოს წინსვლას ევროპული ოჯახისჯკენ - სადაც ისტორიულად არის მისი ადგილი!

ანდრო ბარნოვი

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...