Skip to main content

საკმარისია უგნური ილუზიები!

საქართველოს საგარეო მინისტრმა ალბათ მთავრობის პოზიცია გაახმოვანა როდესაც განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენები საქართველოს ევროპულ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს. მე ვთხოვ მთავრობას, რომ კარგად დააკვირდეს, რამ მოიყვანა უკრაინა დღევანდელ დღემდე. ეს არ გააკეთა იანუკოვიჩის მთავრობამ, რომელმაც ცხადად პროდასავლური იუშჩენკო ჩაანაცვლა? ეს იანუკოვიჩის მთავრობა არ იყო, რომელმაც უკრაინის ხალხის ნატოსკენ მისწრაფება შეაჩერა? რომელმაც შეაჩერა რეფორმები მოსკოვის წინაშე ქედი მოიხარა? და რა მიიღო უკრაინამ სამაგიეროდ დამცირებისა და მუქარის მეტი? ქვეყნის დანაწევრების საფრთხის მეტი? თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის მეტი?


მე ვთხოვ საქართველოს მთავრობას, რომ გაავლოს პარალელები, იქონიოს გამბედაობა და ხედვა, და გაუძღვეს ჩვენს ერს თავუსუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ და არა - კიდევ კვლავაც რუსეთის მონობისაკენ. საკმარისია უგნური ილუზიები! რწმენაა თავისუფლება და თავისუფლებაა სიცოცხლე! წინ, საქართველო!

Comments

Popular posts from this blog

უკულტურო სახელმწიფო?

(პასუხი ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას) წინათქმა ამ რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამომიგზავნა ბ-ნი ემზარ ჯგერენაიას ოპუსი “ქართული სუფრის სოციოფილოსოფია და ზოგიერთი სხვა რამ” – ესაა, რაზეც მემარჯვენეებმა აურზაური ატეხეს პარლამენტშიო. მე ეს ამბავი არ ვიცოდი და ინტერესით წავიკითხე ბ-ნი ემზარის ეს მცირე ნაშრომი. კარგად უხუმრია-მეთქი მივწერე მეგობარს პასუხად და მაშინ არც მიფიქრია, რომ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მეცადა. რამდენიმე დღის შემდეგ ბ-ნ ემზარს რადიო თავისუფლების ეთერში მოვუსმინე. კიდევ რამდენიმე დღეში მეორე გადაცემა მიეძღვნა ამ თემას და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაისმა ბ-ნი ჯგერენაიას სახელი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე პატარა წერილით შევეხმიანე რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას სადაც ვამბობდი, რომ ქართული სუფრის “პრობლემა” სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის მხოლოდ ნაწილია და მისი “გამოგლეჯით” განხილვა სწორ პასუხამდე ვერ მიგვიყვანს..ქალბატონმა მარიამ ჭიაურელმა, რომელსაც ამ წერილით მივმართე, შემომათავაზა მონაწილეობა მიმეღო “სადისკუსიო მაგიდაში”, სადაც საშუალება მომეცემოდა გამომ...

"ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"

კავკასიური ევროპა და ამერიკის მორალური უპირატესობა

აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას საქართველოში ბევრი გულისფანცქალით ელოდა. ამ შეხვედრას ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. ყველაზე დიდი კითხვა იყო: „განახლდება თუ არა რუსეთის აგრესია საქართველოში?“. მაგრამ საკითხები ამით არ შემოიფარგლებოდა. მოსკოვში ხელი ერთ რეალურ შეთანხმებას მოეწერა, ერთზეც შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. გამოქვეყნდა რამდენიმე ერთობლივი დეკლარაცია და მემორანდუმი. ამ ყველაფრიდან რეალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა და შეთანხმება ავღანეთისკენ ამერიკული ჯარისთვის კორიდორის გახსნის შესახენ. სხვა საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. რა თქმა უნდა, იყო მოწოდებები თანამშრომლობის შესახებ ირანის, ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, ასევე, ღიად ითქვა, რომ ნატოს გაფართოება არ შეიძლება შეჩერდეს რომელიმე მესამე ქვეყნის სურვილის გამო. ისიც ითქვა, რომ საქართველოს შესახებ უთანხმოება შეიარაღებული შეტაკებების გარეშე უნდა გადაიჭრას, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ობამას მხრიდან ითქვა. რუ...