“ევროპა” თავიდანვე „დასავლეთს“ ანუ ჩამავალი მზის მხარეს ნიშნავდა. ამ სიტყვის საფუძველია ფინიკიური „ერებ“ - [მზის] ჩასვლა, ღამე. ეს ახსნა რომ სწორია, იქიდან ჩანს, რომ იმავე ენაზე აღმოსავლეთს ეწოდებოდა „ასუ“ - ასვლა/[მზის] ამოსვლა. აქედან - “აზია”-ც. დასავლეთისა და აღმოსავლეთის აღსანიშნავად ამავე ფორმებს იყენებდნენ ასირიელები.0 ძვ. ბერძნულ ტრადიციაში, ე.წ. „ხალხური ეტიმოლოგიის“ წყალობით, ამ უცხო სიტყვამ სახე იცვალა და ბერძენთათვის გასაგები ფორმით დამკვიდრდა. დამახინჯდა მისი თავდაპირველი მნიშვნელობაც. ამიერიდან ბერძნებს ის ესმოდათ როგორც „ფართო-თვალება“ (εὐρύς + ὤψ). ასევე წერდნენ: Ευρώπη. ასე კი ესმოდათ, მაგრამ იგივე ბერძენი ისტორიკოსები მხრებს იჩეჩავდნენ - წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ვიყენებთ ამ სიტყვას გეოგრაფიული არეალის აღსანიშნადო. არც საზღვრები იცოდნენ, ზუსტად სად გადიოდა. ჰოდა, რა საინტერესოა, რომ პირველადი მნიშვნელობის გარდა (დასავლეთი), ამ სიტყვის მეორე, დამახინჯებულმა მნიშვნელობამაც (ფართო-თვალება) რეალური მოვლენა აღნიშნა. სწორედ ფართოთვალება ქვეყანაში გაახილა ადამიანმა...
Comments
რაც შეეხება იდენტობას, გეთანხმებით, ეს ზუსტად საზოგადოების ჩამოყალიბებას ნიშნავს, თუმცა აქ არის თავისი სპეციფიური აქცენტები რაზეც ვცადე ყურადღების მიქცევა. ჩვენს საზოგადოებაში "შეთანხმებული" თემები ძალიან ცოტაა. პრინციპში, იმის გარდა რომ შიმშილობა და ზოგადად კაცის კვლა ცუდია, სხვა თემებზე შეთანხმება არ არსებობს. ყველა გამოკითვა აჩვენებს, რომ დემოკრატიული დისკურსი მნიშვნელოვანი არაა. მედია, სასამართლო და ა.შ. მხოლოდ მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიშას გაგდებასთან "პრიკუპში" განიხილება. საგარეო ორიენტირებზ აღარაფერს ვამბობ... მოკლედ, ვერ გვაქვს აქ საქმე მთლად კარგად :(
და, მე ვარ ანონიმური და არაფერი :D