ძვირფასო მეგობრებო, მინდა, მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, მშვიდობა და წარმატება თქვენს საქმიანობაში! 2014 წელი განსხვავებული იქნება, საზოგადოებას ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე. ეს აუცილებელი იქნება, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია მომავლის ხედვა, არ აქვს მკაფიო ღირებულებები, საკუთარი ჩრდილის ეშინია და ერთ ადამიანს ემონება. წინ კი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები: უნდა ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები, უნდა გავუძლოთ რუსეთის ზეწოლას და გავაფორმოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ამიტომ, ახლა მთავარია, გავერთიანდეთ ძირითადი ღირებულებების გარშემო, არ დავუშვათ კორუფციის, ჩამორჩენილობის, სიბნელისა და ძველბიჭური მმართველობის დაბრუნება. სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე განუზომლად დიდია! ევროპაში ვერ შევა ბიუროკრატია, ევროპაში საზოგადოება უნდა შევიდეს და ეს სრულიად განსხვავებულ სტანდარტებს მოითხოვს ყოველი ჩვენგანისგან. და სწორედ ახლა, განსაკუთრებული როლი ახალგაზრდებმა უნდა...
QUOD SCRIBAM, ET QUOD DICO